თბილისის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს საათებში აღუდგება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" განუცხადეს.
"გათიშულია ქალაქის ცალკეული რაიონები. ამის მიზეზი ქვესადგურებზე მიმდინარე გადართვებია. ეს კი თავის მხრივ ელექტროსისტემის საჭიროებით არის გამოწვეული. ამ გადართვების მიზეზით გათიშულ ყველა აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღუდგება", - განაცხადეს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში".
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-aghudgeba.html