#25692428 · 28 May 2011, 04:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სასაცილოს ვერაფერს ვხედავ, აქ სულ ორი შესაძლო ვარიანტია, ორივეს აქვს არსებობის უფლება: 1. თვითმხილველი წერს იმას რაც ნახა! მოხდა საზარელი დანაშაული, რომლის არ დასჯა იმოქმედებს როგორც მოქალაქეებზე ისე სახელმწიფოზე, საშინლად და უარყოფითად. 2. KGB-ს მოფიქრებული სასწრაფო! ვიმეორებ სასწრაფო გეგმა! ნაჩქარევად მოფიქრებული, ერთგვარი იმპროვიზაცია "ნა ხადუ", აქცენტები როგორ არის დასმული დააკვირდით: სიმართლეში შეფუთული საზარელი სიცრუე, რომლის წაკითხვაზეც ნებისმიერ ფსიქიურად ჯანმრთელ ადამიანს ტვინში სისხლი აასხავს! ჩვენი ეროვნული ღირსების გადაჯეგვაა და მეტი არაფერი. ეს სტატია რომ გავაანალიზე მივხვდი რომ ნაჩქარები თუმცა სტილისტურად გამართული სტატია/ლახვარია ქართველი ერისათვის, დააკვირდით: პრინციპში ავტორი წერს როგორც პირველი პირი, მაგრამ სინამდვილეში (ვისაც უწერია მიხვდება რასაც ვგულისხმობ) იგი დისტანცირებას ახდენს მოვლენებისაგან და აღწერს სცენებს, სადაც როგორც კლასიკურ რომანში არიან გმირები და ანტიგმირები: გმირი არის სამი: ერთი ზოგადი და აბსტრაქტული (ტანჯული ქართველი ერი), ორი კონკრეტული: ნინო ბურჯანაძე (სუსტია, ქალია, მაგრამ გმირია, არ ჯდება მანქანაში, დაცვა ძალით ტენის), მეორე გმირი ქართველი კურტანიძე, რომელმაც "გარშემო ყველა დაასახიჩრა", ანტიგმირს სახე არა აქვს, ერთი უსულო მასაა, სისტემა! ლიტერატურულად (შინაარსობრივად) ზედმეტად! ვიმეორებ, ზედმეტად გამართული პატარა რომანია. მე ვწერდი და ვწერ ახლაც, უბრალოდ ვიგრძენი რომ მწერლის ნახელავია, ეს არ არის ვიღაცის მიერ დაწერილი. ვიმეორებ ეს არის ძალიან გამართული და გულისშემძვრელი მინი-რომანი. პროფესიონალის, ნიჭიერი კაცის ნამუშევარია. ძალიან საშიში წერილია-პირდაპირ საქართველოს გულში გამიზნული ისარია. ერთ-ერთი ნაღმია რომელიც უნდა ამოქმედდეს ჩვენი ერის საწინააღმდეგოდ, მე ასე მგონია.
მაპატიეთ, ვიცი რომ ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ მწერალმა აშკარად გადაამლაშა გაუპატიურების სცენაზე, უბრალოდ არარეალისტურია, და სამასი ლარი ჯიბეში, სანთელი და პერსონიფიცირებული გმირებიც ნამეტანი ლიტერატურულები არიან (შინაარსით). ფორმა ვფიქრობ სპეციალურადაა არეული და ქაოტური, მეტი დამაჯერებლობისათვის. შესაძლოა ეს კაცი არც იტყუება, მაგრამ მე ამის უბრალოდ არ მჯერა! 99.999999%ით ტყუილი მგონია, ღმერთმა არ ქნას ეს სიმართლე იყოს, ღმერთმა არ ქნას არ გამოიძიონ ეს და დამნაშავე/დეზინფორმატორი არ დასაჯონ.
პ.ს. კარგად დაფიქრდით, ვის აწყობს ეს წერილი და რას ემსახურება იგი.
--------------------
Shortest Way to Heaven is throwing an atomic bomb in Moscow. GOD BLESS GEORGIA.
|