მამუკა არეშიძე: "სარკოზი შესაძლოა, შრიოდერის გზას დაადგა"
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიერ დოვილში გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას ეხმიანება და ვარაუდობს, რომ "სარკოზი შესაძლოა, შრიოდერის გზას დაადგა".
"გასათვალისწინებელია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც თავის დროზე ევროსტრუქტურების წიაღში წარმოიშვა, სარკოზის მიერ ევროკავშირის თავმჯდომარის რანგში იყო ხელმოწერილი. მაშინ დაახლოებით ამდაგვარი პათოსი იყო. ამჟამად ნიკოლა სარკოზი ევროკავშირის თავმჯდომარე აღარ არის და განცხადებას ევროსივრცის ერთი კონკრეტული ერთეულის - საფრანგეთის სახელით აკეთებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სარკოზის განცხადება რუსული მედიასაშუალებების მიერაა გავრცელებული, არ გამოვრიცხავ, რომ მისი შინაარსი გარკლვეულწულად შეცვლილი იყოს და ინტერპრეტირებული, თუმცა შესაძლოა, რეალურად გაკეთებული განცხადება არც ისე შორს იყოს მისგან. თუ ასეა, მაშინ საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ბატონი სარკოზი შრიოდერის გზას ადგას" - განუცხადა "პირWელს" არეშიძემ.
რუსული მედიის მტკიცებით კი, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ "საქართველოს ტერიტორია რუსული არმიის ნაწილებისგან თავისუფალია".
"ამჟამად საქართველო სრულიად თავისუფალია, ტანკები კი თბილისიდან 40 კმ-ში იდგნენ. ბატონმა მედვედევმა თავისი სიტყვა შეასრულა", - განაცხადა, რუსული მედიის მტკიცებით, სარკოზიმ დოვილში გამართულ პრეკონფერენციაზე.
სტატიის ავტორი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ "რუსი სამხედროები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში აბსოლუტურად ოფიციალურად არიან დისლოცირებული და არ შეიძლება, სარკოზიმ ეს არ იცოდეს, მისი განცხადება კი ისე გამოიყერება, რომ მან ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ირიბად აღიარა".
ჟურნალისტის რესპონდენტი, პოლიტოლოგი პაველ სალინი პასუხობს, რომ "ეს მთლად ასე არ არის".
მისი აზრით, "როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ამ განცხადებას აკეთებდა, იგი არა სტრატეგიული, არამედ პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობდა და ვერ ვისაუბრებთ დასავლეთის პოზიციის შეცვლაზე, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს".
"მალე საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებია და ყველა განცხადება, რომელსაც მაღალი რანგის პოლიტიკოსები აკეთებენ, წინასაარჩევნო კონტექსტში უნდა განვიხილოთ".
სალინი დარწმუნებულია, რომ "ამით სარკოზიმ ელექტორატს და მსოფლიო თანამეგობრობას 2008 წელს თავისი როლის შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენა".
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=71308&Itemid=1
Yo lloré porque no tenía zapatos, hasta que ví a un niño que no tenía pies.
The minute you settle for less than you deserve, you get even less than you settled for.
Il vaut mieux être à la suite des lions qu'à la tête des renards.