78% არის აბსოლუტური "ბლეფი."
მიშა რისი მიშაა თუ რაიმე ტოტალური სისულელე არ დაახეთქა.
ნამდვილად არ ვიცი იმ სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციამ რა კატეგორიის ხალხი გამოკითხა და რითი იხელმძღვანელა. ნაცმოძრაობის ოფისებში თუ დაიარეს ინტერაქტიული გამოკითხვის თანამშრომლებმა 100% რომ არ გამოვიდა ისიც საკვირველია.
2008 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიშამ რის ვაივაგლახით და სახელმწიფო რესურსის აქტიური გამოყენებით მოაგროვა 53%. ჰოდა, იმის მერე არა მგონია რაიმე შეცვლილიყო და მიშას რეიტინგი გაზრდილიყო.
მე მგონი ყველაზე სწორი ბურჯანაძე-ბიწაძის საუბრის აუდიოჩანაწერში რომ ისმის, ვიღაცის გამოკითხვას, რომ ეყრდნობიან 40% არის სააკაშვილის რეიტინგიო, აი ეგაა ყველაზე რეალური.

გამორიცხულია ბურჯანაძეს მოსკოვური ვიზიტებისას რაიმე თუნდაც მცირე ინსტრუქტაჟი მაინც არ მიეღო მითითებების სახით და ალბათ მეტ-ნაკლებად ზუსტი (არა ნაცგამოკითხვის...) ინფორმაცია გადასცეს.
თუმცა, ამ თემაში რომ აბსტრაქტული კითხვაა:
უჭერთ თუ არა მხარს მიხეილ სააკაშვილს?ამაზე პასუხის გაცემა რეალურ სურათს ვერ მოგვცემს.
ძალიან ღია და აქტიური მხარდამჭერი უნდა იყოს ადამიანი მიშასი, რომ პირდაპირ დაწეროს - "დიახ, მხარს ვუჭერ." ასეთ მხარდამჭერებად მე საზოგადოების 15%-ზე მეტი არ მეგულება.
თუმცა სხვა რაიმეა არჩევნები და კონკრეტულად საარჩევნო ყუთთან მისვლა.
იმედია, მიშუტკა 2013 წელს წავა პრეზიდენტობიდან, როგორც ცივილიზირებულ ქვეყნებში ხდება, მაგრამ პირობითად, დღეს რომ იყოს ვთქვათ არჩევნები, და დავუშვათ, რომ მიშას ჰქონდეს კონსტიტუციური უფლება მიიღოს მონაწილეობა, ის მოაგროვებდა არა 15%-ს არამედ გაცილებით მეტს, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ გყავს მოწინააღმდეგე.
მაგ. თეორიულ სურათში "სააკაშვილი ვს. ბურჯანაძე" თუ ვალდებული ხარ, რომ ხმა რომელიმეს მისცე, პროცენტული თანაფარდობა იქნება: 85% ვს. 15% მიშას სასარგებლოდ.
"სააკაშვილი ვს. ძიძიგური" იქნება: 90% ვს. 10% მიშას სასარგებლოდ და ა.შ.
ამიტომ ძალიან მაღალი სიზუსტით და დეტალურად უნდა განისაზღვროს ყველაფერი.
კიდევ ერთი მომენტი. ჩვენთან ძალიან დაბალია არჩევნებზე აქტივობა, სადღაც 40%-ის ფარგლებში.
ე.ი. ჩათვალეთ, რომ გამოკითხულთა 60% არავის არ აძლევს ხმას სინამდვილეში გინდ "პო" იყოს და გინდ "ოპო". მათი ხმები აბსოლუტურად არაფრის მომცემია რეიტინგისთვის, რადგან ვერანაირ სურათს ვერ ქმნის არჩევნებზე.
ასეთ სიტუაში საინტერესო ხდება თუ ვის რა რეიტინგი აქვს იმ 40%-იან პოლიტიკურად აქტიურ საზოგადოებაში, რადგან რეალურ 100%-ს სწორედ ეს 40% გადაანაწილებს და თანაც გადაანაწილებს არსებულ კანდიდატურებს შორის.
ამიტომ, მიშას რეალური, ასე ვთქვათ "საარჩევნო რეიტინგი" არის:
განსაკუთრებით პოლიტაქტიურ საზოგადოებაში (ამომრჩეველთა 40%) მისი ფარდობითი რეიტინგი მიმდინარე ოპოლიდერებთან მიმართებაში. - აი ეს რეიტინგი, ალბათ 40-50%-ის მახლობლობაში იმერყევებს.
(ნუ, 78% ცხადია არანაირად.)
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)