იქეთა თემიდან წამოვიღე ჩემი პოსტი და აქაც დავდებ:
-------------------------------------------
აი, მეც მოვედი!
ეს სმაილიკი მთლად აღფრთოვანების არაა.
ყურადღების მისაქცევად დავსვი.
ვიყავი დემონსტრაციაზე.
იყო ძალიან ბევრი ხალხი.
100 კაციდან 50 იყო 60 წელს ზემოთ.
ახალგაზრდები იყვნენ დაახლოებით 20 პროცენტი ( არაა ცოტა!)
დავდიოდი და ვუსმენდი. მაინტერესებდა რა კატეგორია იყო.
იყვნენ რადიკალურად განწყობილები--ძირითადად მოხუცები, რომლებიც
ხმამაღლა გამოხატავდნენ ხელისუფლების და მიშას გადაყენების სურვილს.
საშუალო ასაკის და ახალგაზრდა ადამიანები ძირითადად დარბევასა და უსამართლობის განცდაზე საუბრობდნენ.
იყო პლაკატები : სამართლიანი გამოძიების, უკანონო პატიმრების, ბასის სახლში წაბრძანების...
აქცია იყო თავიდან მდუმარე.
შემდეგ გაჩნდა ხმის გამაძლიერებელი და აწიკვინდა ბესელია.
ამაზე უმრავლესობას ჰქონდა უარყოფითი განწყობა.
ლაშა ჩხარტიშვილი მივიდა და ყურში რაღაც უთხრა.
ამის შემდეგ ბესელიამ შეწყვიტა.
მერე ერთმა გამხდარმა ნასვამმა კაცმა იყვირა უმიკროფონოდ, ხმის ჩახლეჩამდე.
ისიც ჩამოაბრძანეს.
ხალხი იდგა დიდი მოთმინებით და ერთმანეთში საუბრობდა.
ნელ-ნელა და ჩუმ-ჩუმად გამოჩნდნენ "ოპო-პოლიტიკოსები".
მე დავინახე-კუკავა, გუნცაძე, გუნავა, და ბოლოს სამ-კნიაზი მობრძანდა-ალასანია
რომელსაც მაშინვე მიაფრინდა ვიღაც ქალი და დაუწყო ტვინის ბურღვა.
შემდეგ, როგორც ყოველთვის, ჟურნალისტები მივიდნენ ხალხისგან ცალკე მდგომ ოპოლიდერებთან და დაიწყეს ინტერვიუების აღება.
ხალხს კი ისინი, ბოდიში და, სულ ცალ ფეხზე ეკიდა.
საბოლოოდ გამოვიდა დავით თარხან-მოურავი და კონკრეტული საკითხები დასვა.
ყველა მათგანი მისაღები და სწორი იყო.
მეორე აქცია უნდოდათ ოთხშაბათს, მაგრამ გადაიფიქრეს, რადგან ოთხშაბათამდე როგორ დაიცადონ პასუხისთვის დაკავებულთა პატრონებმაო და დანიშნეს ხვალ. 15 საათისთვის.
რასაც ხალხი კმაყოფილებით შეხვდა.
სულ ეს იყო.
მე რომ მოვდიოდი, ლაშა ჩხარტიშვილს ეჭირა ხელში მეგაფონი და რაღაცას ყვიროდა.
რომ გითხრათ, ბევრი მსმენელი ჰყავდა-თქო, მოგატყუებთ.
ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, მიხვალთ თუ არა ხვალ.