აი, ისევ მოვედი!
რუსთაველის მეტროსთან მივედი ერთი საათის დაგვიანებით, რადგან ჩემი ვაჟის მეგობრებთან
ვატარებდი ლექციას სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ

და ეს არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმე იყო, ვიდრე აქცია.
მერტოსთან აქციაზე მე ვერსად ვნახე პოლიტიკოსები.
შეიძლება გვიან რომ მივედი , იმიტომ...
იყვნენ არასამთავრობოები.
ძირითადად ადამიანის უფლებადამცველები.
გამოვიდა აღელვებული ირინა ბათიაშვილი, რომელმაც ხალხს მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა, რომ როგორც კი მამამისი გამოჯანსაღდებოდა, მაშინვე აქ დადგებოდა.
სხვათაშორის დიდი ტაშისკვრით არ შეგებებია ხალხი ამ სიტყვებს.
ჩემს უკან მდგომებისგან კი ისიც გავიგონე--ხალხის გევრდზე ვინც იდგა, ისინი ციხეებში ზიან და ეგ აწი რაში გვჭირდებაო...
რაღაც ფურცლები დაარიგეს, მგონი პატიმართა სიები და, წავიდეთ რუსთაველზე სტუდენტებს შევუერთდეთო.
მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ სტუდენტების აქცია ცალკე ყოფილა რუსთაველზე.
მივატოვე ეს აქცია, რომელიც რუსთაველის ძეგლის გარშემო ტერიტორიას მოიცავდა და სწრაფად გავეშურე პარლამენტის შენობისკენ, რათა მენახა ვინ და რა მოთხოვნებით იდგა იქ.
დაახლოებით 50 ახალგაზრდა იდგა ხელით ნაწერი ტრანსპარანტებით, სადაც არანაირი პოლიტიკური მოთხოვნა არ ეწერა.
ახალგაზრდები, რომლებსაც ერთი მეგაფონი ჰქონდათ, რიგრიგობით გამოდიოდნენ და მოითხოვდნენ დაპატიმრებულების გათავისუფლებას, თან გამუდმებით იმეორებდნენ, რომ ემიჯნებოდნენ ყველა პოლიტიკოსს და მათ სიტყვას არ მისცემდნენ.
მოუწოდებდნენ ქუჩაში მიმავალ ახალგაზრდებს, რომ აქციას შეერთებოდნენ.
იყო შეძახილებიც...
ბოლოს გამოჩნდა რუსთაველიდან მომავალი ხალხიც, რომლებიც ტაშითა და შეძახილებით შეუერთდნენ სტუდენტებს.
ახალგაზრდებმა მოუწოდეს საზოგადოების წარმომადგენლებს, ასულიყვნენ და რაიმე ეთქვათ.
ემოციურად გამოვიდა ერთი კაცი, რომელიც სპეცნაზელებს კინო რუსთაველის თავზე უპოვიათ, უცემიათ და ვენტილაციის მილში ჩაუგდიათ.
მანამდე ყველაფერს ვუყურე, რაც ხდებოდა ქუჩაშიო.
დილით კი აღლუმიც ვნახე სავენტილაციო მილიდანო.
როცა დამთავრდა, გამოვძვერიო.
ხნიერმა ქალმა დალურჯებული ხელები აჩვენა ხალხს და მერე ემოციებისგან საუბარი ვეღარ
გააგრძელა.
გამოვიდა ასაკოვანი პედაგოგი, რომელმაც შესაშური სამიტინგო ტემპერემენტი გამოავლინა.
ბოლოს კი ღვინჯილიამ ისაუბრა, ცოტათი გაამასხარავა ხელისუფლება და აქციაც დამთავრდა.
თუმცა უნდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მის შემდეგ გამოვიდა ახალგაზრდა, რომელმაც საკმაოდ ხმამაღლა განაცხადა, რომ ისინი ემიჯნებიან ყველა პოლიტიკოსსა თუ საზოგადო მოღვაწეს.
ჰოო, ცაგურია დამავიწყდა.
ის ცაგურია, რომელმაც მშვენივრად გააზავა ჩვენი ბიცო და ვიღაც ქალი, რომლებიც გაკაპასებული სახით ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს.
მგონი იმ ქალმა იფიქრა, რომ ბიცო რეალ-ტვს გოგოსთან ერთად იყო და ალბათ ამან გააღიზიანა.
ასე იყო დღევანდელი ამბები და ხვალ შემენაცვლეთ ვინმე...
მეტი აღარ მცალია...
P.ს. სტუდენტებში მხოლოდ ერთი კარგი ფორუმელი ვიცანი.
ვიდეოებიც გადავიღე.
თუ მოვახერხებ, დავდებ მერე...