სასაცილოა, დღევანდელი გადასახედიდან ძალიან სასაცილო

სხვა, რამის თქმა მინდა.
1992 წლის 26 მაისი ანუ 19 წლის წინანდელი დრო. (11 წლის ვიყავი მაშინ

)
იცით, სხვას რომ არაფერი დავაბრალო, გულახდილად გეტყვით რომ ეკა ხერხეულიძის ამ ლაპარაკში ჩემი თავიც კი მეცნო.
1990-იანების გარიჟრაჟზე, ყველა ის ადამიანი, რომელსაც მართლა უყვარდა საქართველო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ან გარისკა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის და ტოტალიტარიზმთან ბრძოლაში - ზუსტად ამ ლექსიკით და ამ ენით ლაპარაკობდა.
დაწყებული პირველი პრეზიდენტით, გაგრძელებული დისიდენტებით, 9 აპრილის ანტი-საბჭოთა დემონსტრაციის ორგანიზატორებით და ა.შ.
სამწუხაროდ ძალიან დაბალი დონის საზოგადოება ვიყავით, საქართველო ბევრს გვიყვარდა, მაგრამ ადექვატურობა, ნორმალური ანალიზი და ა.შ. პრაქტიკულად არ არსებობდა. სხვა თუ არაფერი ინტერნეტის არ არსებობის და ღამის 10 საათზე მოსული დენის შუქზე მხედრიონტელევიზიის "მოამბის" სიუჟეტზე ჩამოყალიბებული პოლიტაზროვნება რა იქნებოდა კი გვესმის.
ვებრძოდით ყველას, რუსებს, ამერიკელებს, მასონებს, ბეიკერს, მიტერანს, გენშერს.... ყველას და ყველაფერს საქართველოს გარდა და ამ დროს ძალიან ძალიან დიდი მტრობა გავუწიეთ ასეთი დამოკიდებულებით ჩვენს ქვეყანას.
თუმცა სხვა საშუალება არ იყო მაშინ, აზროვნების ჩამოყალიბებას დრო და ინფორმაცია უნდა. არც ერთი არ იყო მაშინ.
უბრალოდ ერთი მინდა ვთქვა, რომ 1992 წელს, "სამხედრო საბჭოს", მხედრიონის, შევარდნაძის რეჟიმის ყველაზე საშინელი სისხლიანი წლის, თენგიზ კიტოვანის, ჯაბა იოსელიანის, გელა ლანჩავას და სხვა პირდაპირი მკვლელების და კრიმინალური ბანდების მეთაურების, რომლებიც 100 კუპონისთვის ადამიანს მოკლავდნენ, პირობებში ძალიან ძალიან გაურისკავს ეგეთი რაიმე რომ თქვა. ძალიან. შეიძლება სიცოცხლეც კი გარისკა მაგ მომენტში კანონიერი პრეზიდენტისთვის და ქვეყნისთვის.
ეს კადრები სულაც არ არის სასაცილო.
ეკა ხერხეულიძის ის კადრები დადეთ, რაღაც სისულელეებს რომ ჟღურტულებს ნაცმოძის სახელით... ის უფრო კომპრომატია ვიდრე ეს.