ნინო ბურჯანაძეს გენერალურ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს
18:12 30.05.2011
[piweli]
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს გენერალურ პროკურატურაში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.
ბურჯანაძე ხელისუფლების მაღალჩინოსნებს "სულ მცირე, თანამდებობრივ გულგრლობაში და მაქსიმუმ, ქვეყნის ღალატში" ადამნაშაულებს.
"თუ ხელისუფლებამ იცოდა, რომ კბილებამდე შეიარაღებული 4 000 ადამიანი იყო მობილიზებული, მოქმედებდა გრუ-ს გეგმა (ეს რომ მართალი ყოფილიყო, ის წარმატებითაც განხორციელდებოდა), რატომ დროულად არ აცნობა იმ ადამიანებს, რომელთაც სჯეროდათ, რომ საქართველოსთვის იბრძოდნენ, რატომ არ დააკავა ორგანიზატორები და რატომ დააყენა საქართველო საფრთხის წინაშე?!",- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ბურჟანაძემ და აქვე დასძინა, რომ "რუსული გეგმა რომ რეალური ყოფილიყო, პირველი სააკაშვილი გაიქცეოდა".
მიმაგრებული სურათი