merk13
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5457
წევრი No.: 126841
რეგისტრ.: 1-February 11
|
#25813485 · 4 Jun 2011, 12:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პაატა ზაქარეიშვილი - "არ მინდა პირდაპირ ჩამოვწერო ირაკლი ოქრუაშვილი... ოქრუაშვილმა უნდა დაგვიმტკიცოს, რომ არ არის რუსეთის აგენტი"
"მე არ მინდა პირდაპირ ჩამოვწერო ირაკლი ოქრუაშვილი და ამიტომ მინდა მან მეტი ინფორმაცია მოგვცეს და დაადასტუროს, რომ მართალს ამბობს. თუ იტყუება, მაშინ გამოდის, რომ ნამდვილად რუსეთის ინტერესებს ემსახურება, ხოლო თუ არ იტყუება და მართალს ამბობს, მაშინ მისი სურვილი საქართველოში არსებული სიტუაციის გამოსწორებაა", - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ოქრუაშვილმა უნდა დაგვიმტკიცოს, რომ არ არის რუსეთის აგენტი / რა პრობლემები შეიძლება შეგვიქმნას თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
"ეს ძალიან განცხადებებია - არ შეიძლება, რომ ერთ ყურში შევუშვათ და მეორიდან გამოვუშვათ. ირაკლი ოქრუაშვილი იყო შს მინისტრი, შემდეგ თავდაცვის მინისტრი და ფლობს უდიდეს ინფორმაციას. მან იცის რა, რომ უდიდეს ინფორმაციას ფლობს, შეუძლია მოახდინოს საზოგადოების მანიპულაცია და იცრუოს კიდეც, თქვას ისეთი რამეებიც, რაც არ მომხდარა. ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ ის დრეს ახდენს საქართველოს დისკრედიტაციას მსოფლიოს თვალში. თუმცა, არ შეიძლება მხოლოდ ამ მიმართულებით მივუდგეთ, რომ ის იტყუება. თუ ეს სიმართლეა? მე არ ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ თუ ის მართალს ამბობს, საკმაოდ სერიოზულ მანკიერ და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ყოფილა ჩვენი ხელისუფფლება, ვიდრე სინამდვილეში გვგონია. ოქრუაშვილი სხვადასხვა გვარის მქონე ტერორისტებზე ლაპარაკობდა. ეს გამოსაძიებელია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
"საქართველოს მთავრობა ვალდებულია გამოიძიოს და თქვას სიმართლე, ოქრუაშვილი ტყუის თუ არ ტყუის. ისე კი არა, რომ ხელისუფლებამ თქვას, ტყუისო და ამით დაამთავროს. უნდა მოგვაწოდოს დეტალური ინფორმაცია. ოქრუაშვილმა, თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, ყველაფერი დეტალურად უნდა თქვას, როდის, რომელ რიცხვებში მოხდა ეს ყველაფერი. საჭიროა მეტი ფაქტები დაიდოს, რათა შემდეგ ამაზე მოხდეს მსჯელობა. მე სულ არ მადარდებს, რუსები რას იტყვიან, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორ შემოგვხედავს დასავლეთი, ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოები, აშშ და ევროკავშირი. თუ მათ არ მიიღეს მტკიცებულებები, რომ ეს სიმართლე არ არის, ეს საკმაოდ სერიოზულ გავლენას მოახდენს საქართველოს მიმართ მათ დამოკიდებულებაზე", აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვას - "ოქრუაშვილი რა წლებსაც ასახელებს, იმ პერიოდში ის ძალოვანი უწყების პირველი პირი იყო" - პასუხობს:
"ამიტომ ძალიან შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია მისი განცხადებები. თუ ტყუის, მაშინ ეს არ არის ტრაგედია. ტყუილის გამოაშკარავება იოლად შეიძლება და თუ სიმართლეს ამბობს, მაშინ ეს არის ძალიან სერიოზული ამბავი და კეთილი უნდა ინებოს სახელმწიფომ და პასუხი გასცეს თავის დასავლელ მოკავშირეებს, რატომ იქცეოდა ასე. ეს რუსეთის წისქვილზე ცალსახად დაასხამს წყალს. მაგრამ მე არ მადარდებს დაასხამს თუ არ დაასხამს. მე მადარდებს ჩვენ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეს არის ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი, როგორი ხელისუფლება გვყავს. მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის წისქვილზე წყალი არ დაასხან, ამის გამო, ბოდიში და ჩვენს საკუთარ განავალში ვიხრჩობოდეთ. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია".
|