The Washington Post: "ბარაქ ობამამ რუს კოლეგასთან შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიაზე რუსული საფრთხეების საკითხი დააყენა"
17:07 - 04.06.2011
The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თავის რუს კოლეგასთან შეხვედრისას საქართველოს ტერიტორიაზე რუსული საფრთხეების საკითხი მკაცრად დააყენა. როგორც მიმომხილველი ჯენიფერ რუბინი სტატიაში "გადატვირთა" თუ არა რუსეთმა საკუთარი ქმედებები?" აღნიშნავს, "გასულ ხუთშაბათს საქართველოს ხელისუფლებამ მის ტერიტორიაზე მორიგი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა და კვალი კვლავ რუსეთში მიდის".
"გასულ კვირას "დიდი რვიანის" სამიტზე პრეზიდენტი ობამა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შეხვდა. ინფორმირებული წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა მედვედევთან მკაცრად განიხილა ისეთი საკითხი, როგორიცაა რუსული საფრთხეები საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა შეხვედრის შემდეგ ევრაზიისა და რუსეთის საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელ მაიკლ მაკფოლს და პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბენ როდს ეს თემა არ უხსენებიათ. ხუთშაბათს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა თომას ვიტორმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხესთან დაკავშირებული საკითხის წამოწევა უადგილოა, თუმცა "რუსულ-ქართული ურთიერთობების თემა წამყვანი იყო". იყო ეს საკითხი განხილული თუ არა, როგორც ჩანს, აშშ-ის შენიშვნები იგნორირებულია და ანტიქართული ტერორიზმი კვლავ დღის წესრიგში რჩება", - წერს რუბინი.
მისივე ინფორმაციით, "სენატორები ჯონ მაკკეინი და ჯო ლიბერმანი კანონმდებელთა ჯგუფთან და საგარეო პოლიტიკის ექსპერტებთან ერთად ჩივიან, რომ „გადატვირთვის" პოლიტიკა, რომელსაც ობამას ადმინისტრაცია აწარმოებს, რუსეთის სურვილებისთვის ანგარიშის გაწევაში მდგომარეობს და ადამიანის უფლებების დაცვაზე ან მეზობლებთან დაკავშირებულ ქმედებებზე კითხვებს მას არავინ უსვამს".
"საქართველოს შემთხვევაში დისბალანსს უარესი შედეგები მოაქვს. რუსეთი ქართული ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობს, ძალადობას ავრცელებს და საკუთარ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს უარყოფს. ახლახანს საქართველომ, რომელიც ნატო-ს წევრი არ არის, ავღანეთში ამერიკელების მხარდასაჭერად დამატებით 645 კაციანი სამხედრო კონტიგენტი გაგზავნა. ცხადია, რომ ამ სიტუაციაში ჩვენი დემოკრატიული პარტნიორი ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. დემოკრატიული მოკავშირეების ინტერესების იგნორირება და ავაზაკების ხელისუფლებასთან მეგობრობისკენ მისწრაფება ამ ადმინისტრაციის იშვიათი მახასიათებელი არ არის", - აღნიშნავს The Washington Post და დასძენს, რომ "მაკფოლი რუსეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობის პრეტენდენტია და ამ საკითხზე მოსმენები შეიძლება, საუკეთესო მომენტად იქცეს იმაზე დაფიქრებისთვის, რას იღებს სანაცვლოდ აშშ და დასავლეთი რუსეთთან „გადატვირთვისაგან".
ნინო ჩიჩუა (პირველი)
* * *
გურამ ჩახვაძე: "ნაცვლად დეკლარირებული ევროპული არჩევანისა, მთავრობა ქვეყანას განვითარების ლათინოამერიკული გზით მიაქანებს" 15:53 - 04.06.2011
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩახვაძე საქართველოს მთავრობას "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" შეთანხმების დებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
როგორც ჩახვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "აღნიშნული დებულებების შეუსრულებლობა საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს განვითარებას, ასევე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას".
"ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების 2010 წლის ანგარიშში საქართველოში არსებული ვითარება ადამიანის უფლებების, დასაქმების, ჯანდაცვის, სოციალური უსაფრთხოების, საგარეო ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მკაცრად არის გაკრიტიკებული. მთავრობას პოლიტიკური ნება არ გააჩნია, ჩვენი მოქალაქეებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში რეფორმები განახორციელოს. მთავრობის პოლიტიკის მთავარი ნაკლი ასევე სისტემური ხედვის დეფიციტია. შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ანგარიშს მთავრობის მხრიდან რაიმე თვითკრიტიკული გამოხმაურება არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, სერიოზული ძვრები ვალდებულებების შესრულებაში არც წელს ჩანს", - განაცხადა ჩახვაძემ.
მისივე შეფასებით, "ნაცვლად დეკლარირებული ევროპული არჩევანისა, მთავრობა თავისი პოლიტიკით ქვეყანას განვითარების ლათინოამერიკული გზით მიაქანებს".
"ასეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი სოციალური კოლაფსი იქნება, რომელსაც თან პოლიტიკური არასტაბილურობა მოყვება", - თვლის გურამ ჩახვაძე.
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევს, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში სამთავრობო მოსმენა გაიმართოს.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=71791&Itemid=1ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ, რა.
შესულიყო თავის დროზე ოპოს სრული სპექტრი პარლამენტში და მდგომარეობაც (ალბათ) ბევრად უკეთესი იქნებოდა!...
აბა ამხელა ტრიბუნის დაკარგვა იქებოდა???
მოკლედ ძლივს მოწყდნენ ქუჩას, (გრეჩიხას &Co-ს გარდა, რა თქმა უნდა )
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...