პატარა კორეკტირებას შევიტან ინფორმაციაში:
1. გლობალურ კომისიას არაფერი აქვს საერთო გაეროსთან,. იგი დამოუკიდებელი და ყველასათვის ცნობილი პიროვნებებისგან შედგება.; კერძოდ, ლუის არბორი, კადანიდან, ყოფილი გაეროს ადამიანთა უფლებების უმაღლესი კომისარი; კოფი ანან - წარდგენა სჭირდება?

; ასმა ჯაჰანგირ - ყოფიი სპეციალური მომხსენებელი გაეროსი უკანონო მკველობებთან დაკშვშირებით (ზუსტად ვერ ვთარგმნი ქართულად და ბოდიშს ვიხდი); ცეზა გავირია - კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი; ერნესტო ზედილო - მექსიკის ყოფილი პრეზიდენტი; გიორგი პაპანდროუ - საბერძნეთის პრემიერ მინისტრი ახლანდელი (ეს არის ერთადერთი მოქმედი ოფიციალური პირი კომისიაში!); ჯორჯ შულზც - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ყოფილი; ხავიერ სოლანა (წარდგენა სჭირდება?

)...); მარიოს კასპერ მერკ - გერმანიის ფედერაციის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი; მიხაილ კაზაჩკინი (მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი ფლობალური ფონდისა, რომელიც სხვათა შორისო საქართველოს აფინანსებს 5 მილიონით მხოლოდ მიმდინარე და მომავალი 4 წლის განმავლობაში); აგრეთვე ნორვეგიიდან, შვეიცარიიდან, კანადიდან, განადან, პერუდან და ა,.შ. ქვეყნებიდან ყოფილი მინისტრები და სხვა მაღალი ჩინოსნები.
საქმე იმაში მდგომარეობს რომ ყველა ეს პირი განსხვავებულ აზრს გამოხატავდა როდესაც ოფიციალურად წარმოადგენდნენ კონკრეტულ ინსტიტუტებს, ხოლო ახლა შეიცვალეს პოზიციები. საკითხავი უფრო ის არის, რა მოხდა? იცვლება პოზიციები იმიტომ რომ ჩინოსნები ხდებიან, თუ შემდეგ სწავლობენ პრობლემას და ნამდვილად მიდიან მსგავს მოსაზრებებამდე? ნათელი ერთია, მრავალი ამ კომისიის მრჩეველი არის ძალიან ძლიერი სპეციალისტი ნარკოპოლიტიკის სფეროში მსოფლიო დონეზე სხვადასხვა რეგიონებიდან და ისინი ნამდვილად იმას ლაპარაკობენ რაც ემპირიულ გამოკვლევებს და მეცნიერულ დასკვნებს ეყრდნობა.
2. გლობალურ კომისიას მარიხუანა არ უხსენებია საკუთარ ანგარიშში. აქ საუბარი არის ზოგადად არალეგალურ მოხმარებაზე ნარკოტიკული ნივთიერებებისა. ეგებ გადაგეხედათ ანგარიშისათვის და შემდგომ კომენტარი თუ დასათაურება თემის ისე გააკეთეთ! გაეროს არ დაუფინანსებია და არ აფინანსებს ამ კომისიას. კომისია ფინანსდება გლობალური ნარკომანიის პოლიტიკის პროგრამებიდან, ჩვეულებრივი ე.წ. fundraising -ს საშუალებით.
3. გაეროს ნიუ იორკის ოფისში იმართება უმაღლესი რანგის შეხვედრა აივ შიდსთან დაკავშირებით 5-8 ივნისს, და აქ ერთერთ საკითხად სავარაუდოდ იქნება განხილურლი ინექციური გზით ნარკოტიკების მოხმარება და მისი საშუალებით აივ შიდსის გადადება; ამ ფორუმზე წარდგენილი იქნება აგრეთვე ბეირუთის დეკლარაცია რომელზე ხელმოწერაც მის მომხრეებს აქვე შეუძლიათ;
http://www.ihra.net/declaration.
4. ამ ანგარიშში არ არის საუბარი ხელაღებით ლეგალიზაციაზე, იგი რეგულაციის გზებსაც სთავაზობს.
5. საქართველოს მთავრობა სავარაუდოდ გაითვალისწინებს კონკრეტულ მიდგომებს, არა ყველაფერს. სწორიც იქნება.

ბრიტანეთის ხელისუფლება მაგალითად ღიად ეწინააღმდეგება ამ კველვას და აცხადებენ რომ სულაც "არ აინტერესებთ იგი";
ქართული მედია პლაგიატი რომ იყო, მაგაში დიდი ხანია დავწრმუნდი მაგრამ თუ აზრს ვერ იგებდნენ სწორად და ინსტიტუტის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის თარგამნი არ შეუძლიათ, ეგ არ ვიცოდი!
This post has been edited by katerine on 2 Jun 2011, 23:03