dd69გაგიმარჯოს, აბა შენ რა გეგონა?
მე უაფხაზეთო საქართველო და საქართველო აფხაზეთის გარეშე ვერ წარმომიდგენია ისევე როგორც შენ.
ნართის ხაჭაპური, პინგვინის ნაყინი რატომ გამოგრჩა?

ვკითხულობ შენს პოსტს , ცრემლები მახრჩობს. თითქმის ყოველღამე მამასთან ერთად ვსეირნობდი სანაპიროზე თუ დენდროპარკში, აფხაზეთთან ერთად მამა მენატრება, რომელსაც 16 წლის უკან ამ კუთხის დარდით და მონატრებით გულმა უმტყუვნა.........
.....................................................................................
ეს კი ერთ- ერთი პირველი ჩანახატი აფხაზეთზე
სიზმრადნახული ბავშვობის სამოთხე
მივუყვები ქუჩას, რომელიც უსაშველოდ გრძელი აღმოჩნდა. თავში ათასობით ჩნდება კითხვის ნიშანი, პასუხებსაც კი სადღაც . უღელტეხილზე, გაჩხერილი მატარებელივით აგვიანდება.
ის ქუჩაა ნაღდად, ის ქუჩა! შემომტირა მძიმე ბოლქომდადებულ ჭიშკარში გამომწყვდეულმა ჩემმა ბავშვობამ. ის ქალაქია, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ, სად ვარ, რა მემართება ერთს კი ნათლად ვგრძნობ, რომ მიწას ტკივა ენით აუწერელი ტკივილით, ტირის და ეს ცრემლები სისხლისფერია. სიხლის წვიმა მაწვიმს, წვიმის წვეთები მეცემა მთელ სხეულზე და ელექტრონივით მივლის თხემით ტერფამდე. ნელ-ნელა ვახელ თვალებს. ალბათ არ მინდა ყველაფერი ერთბაშად დავინახო, ჰაერშიც არ იგრძნობა ყვავილების სურნელი, რომლის შესუნთქვაც მე ასე მწარედ მიყვარდა. რაღაც საზარელი სუნი მცემს, საკუთარ თავს ვეკითხები: ნუთუ გზა აგვებნა, სულ სხვაგან მოვხვდით? არაო, მომიგო კუშტად ვიღაცამ.
იგივე ვიღაცის ხელები თვალებში მომხვდა, ცრემლები გადმომცვივდა, ისევ ჩამესმა აუტანელი , შემზარავი ხარხარი-''დატკბიო! აახილეო თვალები!......'' ნეტა რა უნდა მენახა რითი უნდა დავმტკბარიყავი? საზარელმა ხარხარმა ისე შემაკრთო რომ კინაღამ წავიქეცი, მაგრამ ვიღაცა შემეშველა, უკვე გახელილი მქონდა, ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა, საკუთარი გულის ცემა მესმოდა. თვალებს არ ვუჯერებდი . ჩემი ბავშვობის სამოთხე ნასახლარს ჰგავდა. ხეები ტიროდნენ. ქუჩებში ტყვიები უპატრონო ციცქნა ლეკვებივით ეყარნენ. ჩემთან ერთად ტიროდა ჩემი ბავშვობა. უზრუნველი, მზიანი, ცისარტყელებიანი და მომღიმარი. სახლებისგან ნანგრევებიღა დარჩენილიყო, საშინლად ბნელოდა, სისხლისფრად წვიმდა. შავი ზღვა შვილმკვდარ დედასავით ღრიალებდა, მე ვიყავი აქ ქალაქის მარტო სტუმარი კი არა ჭირისუფალი. მე და ჩემი ბავშვობა ერთადვსტიროდით ღალატისა და გაუტანლობის კუბოში ჩასვენებულ ქალაქს......... თითქოს ისევ ჩემი ბავშვობა მომევლინა მფარველ ანგელოზად და ფეხებმა სადღაც შორს გამიტაცეს. სულ მალე რაღაც შენობასთან აღმოვჩნდი, რომელიც სხვებთან შედარებით ოდნავ ბრწყინავდა იესოს ნათელი შარავანდედივით. მივხდვდი, რომ რაღაც სიწმინდესთან მქონდა საქმე. უცებ განვიდა ჩემგან ჩემი ბავშვობა, ხელი ჩამკიდა და დამაყენა ამ შენობასთან, რომელიც მკრთალად ასხივებდა სიწმინდეს.
ხელისგული შეახეო- ჩამჩურჩულა ვიღაცის თბილმა , მაგრამ საოცრად გაბზარულმა ხმამ. ეს ხომ ჩემი სკოლა იყო დიდი რუსთველის სახელობის!........ ჩუმად შევიპარე, მილიონჯერ მოვირბინე საკლასო ოთახები . ბავშვობა მადლობას მიხდიდა მადლობას მოსვლისთვის, ისევ მე ვიყავი ჩემი სკოლის ჭირისუფალი, კედლებს ვეჩურჩულებოდი, ვეფერებოდი, ბოლოს ვიღაცის ხელი მომხვდა გარეთ გამოვედი და კუნძზე ჩამოვჯექი, ისე მწარედ ავქვითინდი, რომ სკოლის კედლებმაც ბანი მომცეს. ოდნავ ავახილე თვალები. სკოლას შარავანდედივით ედგა ნათელი. გულში იფეთქა იმედმა'' ალბათ , არ უწერია - მეთქი ქართულ გენს წარხოცვა.''
ისევ ჩემი ბავშვობა დამიდგა თვალწინ , მზიან დღე 1 სექტემბერი. ყვავილების სურნელით გაჟღენთილით ჰაერი. საკუთარი თავი, ''ეშმაკუნა'' თვალები, რომლეშიც გაკვირვება იყო ჩაბუდებული და ''შიში'' ამოდენა შენობის მიმართ.
რას ვიფიქრები, რომ გაირბენდნენ წლები, ამ შენობის, ამ ქალაქის- ქვეყნიერების სამოთხეს რომ ეძახიან , პირველი ჭირისუფალი მე ვიქნებოდი, მე და ჩემი ბავშვობა ერთად ვიტირებდით წარსულს, რომლებსაც გადამთიელებმა ცეცხლი წაუკიდეს, დაწვას ლამობდნენ, მაგრამ სკოლის მდგარმა შარავანდედნა იმედი ჩამისახა : ''ჩვენ და-ვბრ-უნ-დე-ბით! და პატარებივით მოვირბენთ ქალაქს, სადაც მტრის ხელში მგმინავი ჩვენი ბავშვობა ხმაჩაწყვეტილი გვემუდარება ხსნას.
ვიხსნათ იგი! უკვე დროა ამისი რატომღაც!
7.02.95
This post has been edited by miracle_of_love on 12 Jun 2011, 00:03
მიმაგრებული სურათი
თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი. კონსტანტინე გამსახურდია.
Как воздух, ты мне до безумия нужен... (с)
ჩემიდან შენამდე შორია,
შენიდან ჩემამდე - პირიქით...