უი!... რა კარგი ზვიგენმჭერი თემა ამოტივტივებულა!
ანტი მუზაც მეწვია და სასტიკი ანტილექსინით აღვსილ გასალექს მინი-ნეგატიურ ,,მაქსიმებს'' გიზიარებთ!
პირველმკითხველნო --- ასათიანიდან ვპოსტავ:
მდინარის პირას
მავანმა მტრების გვამების ლოდინში
ჩამოტარებული საკუთარი გვამი იხილა...
იგი თავის დასახრჩობად გადახტა...
და დაიწერა ნეკროლოგი თვალცრემლიან პინგვინზე.
მტკვრის პირას დაჭერილს ჯიუტად მეკითხებიამ:
კოლბიდან გაქცეული ზვიგენი რად შეჭამე?....
მტკვარმა უცებ აპოლიტიკური დუდუნი შეწყვიტა
და პოლიტიკურად დასაკლავი ღორივით აღრუტუნდა.
დიდი ტრაფარეტი მიახლოვდებოდა მთვარის შუქზე...
,,სალამ-ქალამი მტკვარს ამაზონკელი ანაკონდასაგან...''
***
პარლამენტში
კანონს იღებენ ოპო-პო პარლამენტარები:
ციხის განყოფილების საკნები აქვე გავიხსნათ...
კლინიკაც გვინდა! --- აყვირდნენ მავანნი:
პრემიების მატებისაგან ორსული ნამუსის სააბორტოდ...
კოდირებული ბომბი დაიყენეს სხდომათა დარბაზის წიაღ.
კოდი: ერისათვის მარგი კანონის მიღებისას ამოქმედდეს...
მთავრობის ლოჟაში მოხტუნავე სკამები დადგეს.
იქაც დადეს ბომბი კოდით: ,,ლარი''...
ქეთის დაუკვეთეს ფილმი --- პარლამოკუკარჩას ვნებები საკანში.
ჰონონორად დაპირდნენ პარლამენტის უფასო ციხის ,,ლუქს'' საკანს.
***
პარტიებში
ვართ და არცა ვართ --- მაგრამ ვჭამთ!
რას?--- მარილმოყრილ ასფალტიან ქვეყანას...
დაუსაქმებელი პარტიები დიდ მიტინგს აანონსებენ:
ხელისუფლებავ! დაგვასაქმე... გვშია.. --- ჩვენცა გვყავს კუჭში ვირთხები!
პროქტოლოგიური პარტიის იდეით ატაცებულნი
ახალი ტიპის აირწინაღის პროგრამას ხვეწავენ....
***
მრეწველობა
გაიხსნა გასაბერი ტანკების, საფრენი აპარატების
და ყალბი ბომბა-ლარების საწარმოო მოქნაცქოცა კომბინატი.
კონკურენტებმა გასაბერი საწარმოების, ქარხნების,
ფერმების.... --- უფასო საწაროო კომპლექსი ააგუგუნეს.
გუგუნდეფიციტის სალიკვიდაციოდ უსწრაფესად
აგუგუნდა გუგუნ-ვიბრატორების ,,შპს'' საწარმო ,,ხრუტუნა''.
მატულობს მოთხოვნა-აჯით წერილნი:
გაზარდეთ მრეწველობის სანგრევი რობოტების გამოშვება!
ავითვისეთ მიწის ფქვილის წარმოება და მისგან პურის ცხობა.
საპროტესტო მიტინგზე გაჩნდა მოთხოვნა: შეურიეთ ასფალტი!
ბიზნესი და ეკონომიკა
ოთხწლედის ბოლოს ატომურ ომ გამოვლილს უნდა ვემსგავსოთ:
მხოლოდ ბანკები,კაზინოები და ეკლესიები იდგებიან ჯანმრთელად.
როდესაც გაწყვიტეს ყოველივე და მკაცრი ზამთარი დადგა:
სეიფებიდან გამოტანილი ფულის კოცონზე თბებოდნენ ,,ისინი''.
***
მეცნიერება
დაპატენტდა ხელოვნური კუჭის აპარატი, რომლის ჩაყენებისას ქრება წყურვილის და შიმშილის გრძნობები.
ინელებს ყველაფერს და მონელებისას ქმნის საოცარ და ზღაპრულ სუფრაზე ქეიფის ეფექტებს...
ლობიოსაგან შეიქმნა სხივური იარაღი, რომელსაც ძალუძს ერთდროულად ააორთქლოს აშშ-რუსეთი და ჩინეთი.
მუშაობენ ანაორთქლისაგან წარმოშობილი წვიმებისაგან ანტისაწარღვნო პროექტზე.
ბუბაზა გაახალგაზრდავებული დაბრუნდა კოსმიური მოგზაურობიდან და ოფისი გახსნა:
ანალოგიური გაახალგაზრდავების მსურველებზე თითო მილიონად ყიდის საგზურებს.
ქართველმა მეცნიერებმა გალაქტიკაში აღმოაჩინეს ქართველებით დასახლებული უკუდავთა პლანეტა.
პლანეტიდან მოვიდა შეტყობინება: განვიცდით სივიწროვეს და საკოჰაბიტაციოდ გიგზავნით დაუკმაყოფილებლებს.
***
პ,ს. პოზიტივებზე თუ განვეწყვე --- გაცნობებთ-გაახლებთ!
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)