პოზიტივის ძიებისას ნაპოვნი ნეგატივები:
ამბობენ ამაღლებას და აღიარებენ დაცემას,
ქადაგებენ სიკეთეს და იქმნიან ბოროტებას.
სიმართლეს ამბობენ ტყუილ-მართალით,
ბოლოს ვეღარ იგებენ... თუ ვინ არიან...
წარმავალით ლამობენ წარუვალს,
რწმენად სახავენ შეუცნობელს ამაოდ.
აჯერებენ სხვას იმაში, რაც თავად არა სწამთ...
ცრუ და განყოფილია ნახევარსიმართლე.
ბედნიერება უბედურება ჰგონიათ,
ამაოს კი ღვაწლად აცხადებენ...
სიცრუის შვილები უწოდა მხსნელმა:
მტერ-მოყვრის არჩევანში მსურველთ მონობის...
მონები ამტკიცებენ, რომ არიან თავისუფალნი,
მოღალატენი ერთგულებას ჩუქნიან ერთურთს,
იცავენ ამ ერთგულებას ღალატისადმი...
გაუყიდავნი არიან ახალ გაყიდვამდის.
მოუსყიდველი მსაჯული ელის მოსყიდვას,
რათა ამცნოს ყველას, რომ იყო მოუსყიდველი.
ნაღვლობენ და ვიშვიშებენ საქვეყნოზე...
კლდეთა დაძვრას მოუწოდებენ ბუმბულზე მოდრეკილნი.
სადღაც გლოვობენ, სადღაც ზეიმობენ ორგიებს,
მტერთა სიხარული ურჩევნიათ მოყვარის მწუხარებას,
შავს თეთრად ასაღებენ და ფერებს აღატაკებენ...
თარსნი და ავად მყოფნი ზეიმობენ წაქცეულთ.
შურით და სიძულვილით შეჰყურებენ ბედნიერთ,
დავიწყებიათ და აღარ დაეძებენ დაკარგულს.
ყველგან წინ მიძვრებიან, უყვართ სათავენი და...
საფლავის ლოდინისას პირველ ბოლოში ყოფნის მსურველნი.
ფარაონთა მუმიების მკვლევარნი გაწბილებულნი ოხრავენ,
ფილმებს იღებენ აღმდგარ მოშურნე მუმიებზე.
ხრწნილებაში უკუღმა ეძიებენ უხრწნელობას,
წარუვალიდან წარმავალის ეწვიან გზებს დაეძებენ.
სამოთხე ჯოჯოხეთად აქციეს და მაინც ჯოჯოხეთით იმუქრებიან...
ხარბობენ სიკეთეებს, ომობენ,,, წაღმა-უკუღმა ეუფლებიან.
მათი სამოთხე ჯოჯოხეთური სურვილების ჯუნგლებია...
ნატვრისთვალის ფლობისას ინატრებენ ყველა ნატვრისთვალს.
მეფობა სურთ მეფობის არმცოდნეებს
და მეფობას ისწავლიან მეფობისას.
ღორებს მარგალიტებს დაუყრიან...
და ღორს გამოაცხადებენ მარგალიტად.
სილამაზეს და მშვენიერებას ეტრფიან,
ძარცვავენ ხელოვანთ... ქმნილებებისგან.
ქმნილებას ხედავენ, დიდად აფასებენ,
ავად უღრენენ შემომქმედთ: ხომ გადაგიხადე?
უყიდონ ბედნიერება სხვებსაც --- თუ თავად იყიდეს!
ცოცხალს არ აფასებდნენ --- მკვდარიაო,,, და განადიდეს.
ცოცხალს დასცინოდნენ, ზევიდან დაჰყურებდნენ --- მკვდარს უჩოქებენ...
რადგან ცოცხალი ამხელდა მათ სიპატარავეს და დადუმებული უპასუხოა.
***
სააპოკალიფსე ეშმას გზავნილი
ცინიკურად და ავად იცინის ეშმაკი: მასწავლეთ მოტყუება!
შვილებო! --- ასწავლეთ მამებს შვილების კეთება...
მტერ-მოყვარის ვერამცნობი, სასტიკი და ულმობელი
დაზარდეთ შვილნი --- გამოზარდეთ მომავალნი...
იქნებით წარმატებულნი ჩემო საკერძენო!
რა გინდათ სამოთხეში და სიამეთა უსასრულო მარხვანი?
ჩემს სამეფოში გრგვინავს ვნებათა რაში და სურვილები,
წამიერად დაკმაყოფილდებით სიკვდილში და კვლავ აღივსებით...
დაგივიწყებენ, მაგრამ თავად არ დაგავიწყდებათ,
ომს გააგრძელებთ და ლეგიონერებად შეგრაცხავთ!
ჩემი ტახტის მოიმედეთ და სურვილთა ტყვეებს:
გჩუქნით სიკეთის სამყაროს საალაფე სამეფოდ!
(სამარის ჭია-მატლების ხსოვნიდან...)
მიმაგრებული სურათი