მსოფლიოში სქესთა ბალანსი ირღვევა, რადგან იკლებს ქალების რიცხვი. უკანასკნელი კვლევის თანახმად, ახალშობილ გოგონათა რიცხვი ახალშობილ ბიჭებზე ბევრად ნაკლებია. მსოფლიოში არსებული ტენდენცია შესამჩნევია საქართველოშიც. ჩვენთან ყოველ 111 ახლშობილ ბიჭზე 100 გოგო მოდის. თითქმის იგივე სიტუაციაა სომხეთში და აზერაბაიჯანში.
რა იწვევს ბალანსის დარღვევას? რატომ იბადება შედარებით ნაკლები გოგო? ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად ჟურნალისტმა მარა ჰვიცენდალმა კვლევა ჩაატარა, რომელიც გასულ კვირას წიგნის სახით გამოიცა - „არაბუნებრივი სელექცია: გოგოებზე მეტი ბიჭები და კაცებით სავსე მსოფლიოს შედეგები“.
ჰვიცენდალი წერს, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში ოჯახისთვის პირველი შვილი სასურველია იყოს ბიჭი, რადგან სწორედ იგი ითვლება გვარისა და ოჯახის ტრადიციების გამგრძელებლად. ამავდროულად, იკვეთება ოჯახების „ერთ-ბავშვიანი პოლიტიკის“ ტენდენცია, რაც თავისთავად იწვევს გოგონათა რიცხვის კლებას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია სქესთა შერჩევის უკვე დამკვიდრებული პრაქტიკა, რადგან ოჯახები უპირატესობას ანიჭებენ ბიჭს.
„როცა ბიჭები და გოგონები იზრდებიან, სქესთა ბალანსის დარღვევის გამო ახალგაზრდა კაცს უჭირს ცოლისა თუ შეყვარებულის პოვნა. მარტივად რომ ვთქვათ, დედამიწაზე საკმარისი ქალები აღარ არიან“, - წერს ჰვიცენდალი.
ჟურნალი Economist ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ქალების ნაკლებობა, მათ უფრო მეტ ძალაუფლებას მოუტანს, თუმცა ჰვიცენდალის აზრით, „სიტუაცია, როცა ბაზარზე პროდუქტი დეფიციტური ხდება და მისი ფასი იზრდება, ქალების შემთხვევაში არ მუშაობს".
იმ რეგიონებში, სადაც სქესთა შერჩევის პრაქტიკას ხანგრძლივი ისტორია აქვს, მოთხოვნილება იზრდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოყვანილ ქალბატონებზე. მაგალითად, კორეელი და ტაივანელი მამაკაცები ხშირად ვიეტნამელ ქალბატონები მოყავთ ცოლად.
„მდიდარ ქვეყნებში მშობლები ბიჭებს აჩენენ, ხოლო ღარიბ ქვეყნებში მშობლები საკუთარ ქალიშვილებს ყიდიან. ეს იყო ყველაზე სამწუხარო ფაქტი, რაც კვლევის შედეგად დავადასტურე“, - ამბობს ჰვიცენდალი.
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=3411&Itemid=1 This post has been edited by Moor on 12 Jun 2011, 22:37