მოკლედ არ დავიწყებ ფილმის შესახებ "ცუდია" ან "კარგიას" ძახილს, "დაკვეთაა" და ა.შ - ჩემი მიზანი ეს არ არის. ვიღაცას მოსწონს ვიღაცას არა. პირადად მე რაღაც მომენტები მომწონს რაღაცეები არ მომწონს. ასევე ჩემი პირადი აზრია ის, რომ ამ ფილმს რა ხელშეწყობაც ჰქონდა და ასევე დაფინანსება შეიძლებოდა გაცილებით უკეთესად გაკეთებულიყო.
ამ კონკრეტულ პოსტში მინდა იმ რამოდენიმე ლაფსუსზე გავამახვილო ყურადღება რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში, ფილმის პირველი ნახვისას.
კადრი 1 "ერაყის მოქმედება" 00:05:27-ზე

ნომერი 1-ით აღნიშნულია ქართული სამხედრო საჰაერო ძალების განმასხვავებელი ნიშანი დატანილი მი-24-ის ტიპის შვეულმფრენზე - ეს საფრენი აპარატები ერაყში ჩვენს კონტინგენტს არ ყავდა!!!
ნომერი 2-ით აღნიშნულია ე.წ "კომპენსატორი" ავტომატის ლულაზე ე.წ "პლამიაგასიტელის" ცხვირზე - ეს კოპენსატორი გამოიყენება ფუჭი ტყვიების სროლისას - გადაეღებად სხვა ფრად მაინც, ან მოეფიქრებინათ როგორმე სხვანაირად. ძალიან აშკარაა და ყვირის ეს შეცდომა.
გადავიდეთ შემდეგ კადრებზე
კადრი 2 "შვეულფრენის ჩამოგდება" - 01:22:57 -დან 01:23:07-ის ჩათვლის
სურათი 1

კთხვის ნიშნით (?) აღნიშნულია იარაღი რითიც მოხდა საფრენი აპარატის ჩამოგდება - არ დავიწყებ ახლა ამის რეალისტიკაზე საუბარს - უბრალოდ არარეალურია (ნუ ამახსნევინებთ ტექნიკურ მხარეს). ფაქტია ამ სახის "იარაღით" საფრენის აპარატის ჩამოგდების ალბათობა 3%-ია მაქსიმუმ.
ამავე სურათზე არსებული საფრენი აპრატი არის კვლავ მი-24.
ახლა გადავიდეთ შემდეგ სურათზე რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ რომ ნამდვილად მი-24-ია.
სურათი 2

კარგი ბატონო დავრწმუნდით რომ ნადვილად მი-24-ია
მაგრამ როგორც ფილმის 01:23:03 მონაკვეთზე ჩანს ჩამოგდებული საფრენი აპრატი რატომღაც გადაიქცა მი-8 ტიპის შვეულმფრენად.
სურათი 3

ეს არის ჯერ-ჯერობით ის აშკარა ყველაზე მეტად თვალში მოსახვედრი შეცდომები რაც პირადად მე მომხვდა თვალში.