ჩემო ძვირფასებო, მე კარგად მახსოვს ის ავადსახსენებელი ოთხოცდაათიანები და მესროლეთ ახლა ტყვია 
 მინდა ყველას შევახსენო და ახალგაზრდებს კი მცირედით ავუხსნა ,თუ რა უძღოდა წინ სააკაშვილის რეჟიმს.
პროგრესი და ფსევდოშედარებითსტაბილიზაცია ქვეყანას რამდენჯერმე ეწვია. 
მაგ:1994-1995 წლები-
შევარდნაძემ ბანდოკრატია დააფარჩაგა, მოკავშირედ "რეფორმატორები" დაიყენა ანუ მანაც კი ბოროტების ერთი სახეობა გაწირა, ხოლო ამას დაუპირისპირა თავისი პოლიტიკური ელიტა, რომელშიც რამდენიმე მონოპოლიის ინტერესი იყო. მათ შორის არსებობდა დიდი ურთიერთკონკურენცია, უმეტესობას შეეძლოთ პოლიტიკაშიც კი დამოუკიდებლად ჩართულიყვნენ. ჩამოყალიბდა კლეპტოკრატიული მოდელი , რომელიც შეზავებული იყო პოლიციურ ძალადობასთან.
95ში  მასაში განიხილებოდა როგორც პროგრესი, ხალხიც ფინთი გოიმივით ავარდა და მივიღეთ უკონტროლო ძალაუფლება.
99სათვის შევარდნაძის რეჟიმი შინაგანად დალპა, ედურდმა კვლავინდებურად გამოიყენა ჟვანია-სააკაშვილის კოზირი, მტრის ხატად აბაშიძე ,რუსული საფრთხე და დეცენტრალიზაცია წარმოადგინა. შედეგად ედიკა კიდევ 4 წელი ბაირამობდა, ასლანი ფორმალურად მას დაექვემდებარა,მაგრამ პოლიტიკური პოლუსის სათავეში იყო. აი მათგან დამოუკიდებელი ოპოზიცია კი გააფარჩაგეს 

ეს იყო უდიდესი სტაგნაციის პერიოდი , რადგანაც ყოველმხრივ  დეგრადირებული ელიტა ძალით და საარჩევნო კორუფციის მეშვეობით ტივტივებდა ზედაპირზე, თუმცა შემდეგ იწყება საინტერესო პროცესები. ჯერ გრეჩიხა -გამყრელიძე, შემდეგ მიშა, ბოლოს კი ჟვანია იწყებენ თავის თამაშს.
გულისხმობდა პოლიტიკური ელიტის კრიზისს .
2003ში ედურდის პოლიტიკური სიკვდილი დაფიქსირდა. ეს იყო გარდაუვალი , დაახლოებით 2004სთვის ის მაინც აპირებდა სამარეში ჩასვლას, რადგანაც თუნდაც 2002ში მისმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, მაგრამ ვარდების პუტჩის დღეებში მისი ელიტის ახალგაზრდულმა ჯგუფმა დასავლური გარატიითა და რუსეთის იძულებითი თანხმობით რეალობა შეცვალა.
 კვლავ "პროგრესი" , რადგანაც ძველი ელიტის განადგურება დაიწყო, იმედები , რომელმაც შეცვალა პესიმიზმმი, მაგრამ ის რაც ადრე მიზანშეწონილი იყო, ახლა გახდა ანაქრონიზმი, რადგანაც
მალე სააკაშვილი ქმნის თავის პოლიტიკურ წრეს , რომელიც ძალიან ვიწროა , ჭკვიანურად ახერხებს შეეცვალა მისთვის საშიში ედუარდული პოლიტიკური ფენა, ხოლო მის ადგილზე ახალი პოლიცია შექმნა.
ვაღიარებ, უსერიოზულესი სვლა იყო, თანაც გარანტიები შეიქმნა , თუმცა მისი ედუარდიზაცია მალევე დაიწყო. სააკაშვილი რეტროგრადია, არ შეუძლია პლურალისტური გარემოში სუნთქვა. მისი მეშვეობით მოხდა სრული ცენტრალიზირება, რაც გარკვეულწილად  მოსაწონი გახლდათ, მაგრამუკვე მიიღო ავტორიტარიზმის სახე.  
პრობლემა კი ზედაფენაა , რომელიც შევარდნაძის დროიდან მიეჩვიასკამზე ჯდომას.
ის რაც დადებითი იყო, უკვე წარსულშია. ამ ოლიგარქიის შემდგომი ცხოვრება იქნება ქვეყანაში სახელმწიფოს იდეის დასუსტების სერიოზული საფუძველი.
არადა მესმის, ოპოზიციაში  არაა სწორი იდეოლოგიური კონტრარგუმენტები,
არაა გარკვეული არც პოსტსააკაშვილისეული ელიტა იქნება კი მასზე უკეთესი, თუმცა 
ამ ეტაპზე საჭიროა შეიქმნას კონკურენტული გარემო, 4-5 პოლიტიკური პოლუსი , რომელთა შორისაც იქნება გარიგებებიც, შეჯიბრიც.  ამას გავკივივარ ამ ფორუმზე რამდენიმე წელია. ჩემი იდეოლოგია არის მარტივი- საქართველო განვითარების ახალ სტადიაზე უნდა გადავიდეს , როცა ერთპარტიული მონოპოლია და ატომიზირებული პოლიტიკური სპექტრი გახდება ისტორია.
ელიტა კი მუდმივად იარსებებს, თუმცა იქნება არაერთი დაზღვევის ქამარი, რომელიც მათ მოქმედებებს შეზღუდავს, კონკურენტის შიშის ხარჯზე.
რა ვქნა? ვარ ბუნებით დემოკრატი და საქართველოს მომავალიც დემოკრატიულ ქვეყნად მიმაჩნია. დემოკრატია არაა ლობიობანა, დემოკრატიაა კანონიც, პერმანენტული პრობლემებიც , მაგრამ სოციალურ ველების გამომხატველ პოლიტიკურ ინსტიტუციებს შორიოს კონკურენციის საფუძველზე მეტნაკლები სამართლიანობის განცდა(ც).
გეუბნებით, ესაა ხვალინდელი საქართველო და არა ბრიყვული ჩამოკიდება მონოპოლიის კისერზე.
მავრმა თავისი საქმე გააკეთა, დროა მავრი ანუ ედუარდულ-სააკაშვილისეული საქართველო წავიდეს!
მივიღებთ პირობითად ახალ 1999-2003 წლებს , რომელიც მაინც რევოლუციურად დასრულდება, თუ მე არ დამიჯერებთ :დ 
This post has been edited by lasha_alo on 18 Jun 2011, 18:40