nene5
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1668
წევრი No.: 98407
რეგისტრ.: 25-August 09
|
#44919642 · 18 Jun 2015, 16:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ქართული ჰიდროსაინჟინრო სკოლა ნაც-ხელისუფლების მიერ ლიკვიდირებულია! გაუქმებულია ყველა სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო დაწესებულება, აღარ მიმდინარეობს შესაბამისი დაკვირვებები და შემდგომ ამ დაკვირვებებით მიღებული მასალის განზოგადება-კონკრეტიზაცია. ბენდუქიძისეული "ყველაფერს გავყიდი" პოლიტიკა კატასტროფის ტოლფასი გამოდგა, არაფერი არ შექმნილა ამ "გავყიდი-გავყიდის" შედეგად, არც ახალი სამეწარმეო ერთეულები და არც ახალი სამუშაო ადგილები. ქვეყანა სადაც 26 ათასი მდინარეა ღვთის ანაბარათაა მიტოვებული. მსოფლიო სახელის ქართული ჰიდრო-საინჟინრო სკოლა ფაქტიურად აღარ არსებობს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ნაც-ენთუზიაზმის ამარადაა დარჩენილი, ეხლაღა მიხვდნენ ამას და რაღაცას ფაფხურობენ უშნოდ, მაგრამ აღდგენას მრავალი წელი დასჭირდება და საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშაა ის საკითხი, რომ თუ აღსდგება როდესმე.
ამიტომ ნუ გიკვირთ ნურაფერი, განსაკუთრებით ნაციონალებს, მინისტრ ნიკოლეიშვილის იმედზეღა დატოვებულ ქვეყანაში ყველაფერი მოხდება, წყალის მიწოდებაც პრობლემა იქნება და ნახევარი ქვეყანაც გაჩანაგდება სათანადო სამსახურების გარეში, სამეცნიერო თეორიასთან კავშირის გარეშე არაფერი სასიკეთო ამ სფეროში არ იქნება. ამიტომ დაწყნარდით, აიტანეთ რამენაირად ეს დისკომფორტი და თავი იმით ინუგეშეთ, რომ ბათუმში სიმინდის ტაროს დარი შენობა აიგო და რომ ამ შენობაში სპეციფიკური მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის დამახასიათებელი სუნი დგას და რომ ამ სუნის გაფრქვევას რამოდენიმე მილიონის სანაცვლოდ ერთ-ერთი გერმანული ფირმა უზრუნველყოფს, გახსოვთ, ამასწინათ რომ გვახარეს-საქართველოს მთავრობას თავისი სუნი ექნებაო, ხოდა უსუნეთ, უყნოსეთ, "დაკარით ნოსი" და დატკბით (რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობას უნდა უსუნოთ, იქაა ეხლა სასიამოვნო ევროპული მუშკ-ამბრის არომატები, აბა, ეხლა ამ უწყლობაზე თქვენს სახლებში რა სუნებიცა დგას, ეგ ხომ ისედაც გასაგებია)... ნაცები იყვნენ კარგად და ეშმაკსაც ქართული ჰიდროსაინჟინრო და ჰიდრო-ტექნიკური სკოლა არ წაუღია!
|
--------------------
იმედის და ცირკის შორენიები თუ არ ,,მოძღვრავდნენ,, ბებიაჩემს,იმიტომ ვერ გაატარა თავისი 75 წლიანი თანა–ცხოვრება ბაბუაჩემს ჩახუტებულმა. ილეთები კი არა,ნიჭი უნდა ბიძია სიყვარულს. forum.ge თეა თუთბერიძის ოფიციალური ფორუმი. გაეცალეთ, იცეკვონ:D დათიკო, Y(იგრეკი)–(სინდისი+ნამუსი) =????
|