#26258252 · 1 Jul 2011, 23:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"სახალხო კრება" - სასამართლომ აღიარა, რომ დამოუკიდებელი არ არის 17:43 01.07.2011
[ინტერპრესნიუსი]
|ბადრი ბიწაძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ აღიარა, რომ არ შესწევს უნარი, იმოქმედოს დამოუკიდებლად და მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს, - ამის შესახებ "სახალხო კრების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი .
კრების ინფორმაციით, სასამართლომ, თავისი განჩინებით, ბადრი ბიწაძის ადვოკატს უპასუხა, რომ მას კანონით მართლაც აქვს უფლება, სასამართლოს მეშვეობით მოიპოვოს მტკიცებულებები, მაგრამ არ იცის, ეს როგორ გააკეთოს და, შესაბამისად, ამ უფლების განხორციელებაზე უარს ეუბნება.
"სახალხო კრების" განმარტებით, საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2011 წლის 27 მაისს გავრცელებულ ცნობილ ფარულ ვიდეოჩანაწერებზე, რომელსაც დაცვის მხარე უკვე მერამდენე კვირაა, უშედეგოდ ითხოვს მტკიცებულებების სახით და დამოუკიდებელი ექსპერტიზისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან, ხან პირდაპირი წერილით, ხან სასამართლოს მეშვეობით.
~მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიები "რუსთავი 2" და "იმედი", სამწუხაროდ, პირდაპირ ასრულებენ ხელისუფლების დაკვეთას და კვლავ განაგრძობენ "სახალხო კრებისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" იგნორირებას და დისკრედიტაციას, საათობით დახარჯეს საკუთარი საეთერო დრო ფაბრიკაციებისა და დამონტაჟებული, უსაფუძვლო, შეურაცხმყოფელი ბრალდებების ტირაჟირებაზე და ხალხის მოტყუებაზე, მოვითხოვთ დაინტერესდნენ, რატომ არ იძლევა შსს. ამ ვიდეოჩანაწერებს და გაავრცელონ ზემოხსენებული ინფორმაცია~,-აცხადებენ "სახალხო კრებაში".
მათივე ცნობით, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან.
ბადრი ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ შსს-სგან მოითხოვა 27 მაისს გავრცელებული ფარული ვიდეო და აუდიომასალები, რომელიც ასახავს სატელეფონო საუბრების ფარულ ჩანაწერს. ასევე, რესტორან ~ზღაპარსა~ და "სახალხო კრების" ოფისში შეკრების შესახებ ფარულად გადაღებულ ფაქტებს. ადვოკატმა შსს-სგან უარი მიიღო, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართა. თუმცა, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სასამართლომაც უარი უთხრა.
|