merk13
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5457
წევრი No.: 126841
რეგისტრ.: 1-February 11
|
#26104527 · 22 Jun 2011, 15:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სოზარ სუბარი "ქართული პარტიის" აქტივისტების დაკავების მორიგ ფაქტებზე საუბრობს 13:59 22-06-2011 სოზარ სუბარი "ქართული პარტიის" აქტივისტების დაკავების მორიგ ფაქტებზე საუბრობს "ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი პარტიის აქტივისტების დაკავების მორიგ ფაქტებზე საუბრობს. როგორც სოზარ სუბარმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს გამთენიისას, სამართალდამცველებმა დააკავეს პარტიის აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ტერაშვილი. მისი ინფორმაციით, ტერაშვილის საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით, 00:00 საათზე, 20-მდე შეიარაღებული პოლიციის თანამშრომელი მივიდა, რომლებმაც ტერაშვილს და მის მეუღლეს ნათია სრესელს გადაადგილება აუკრძალეს. ამის შემდეგ, მათ ბინაში სინათლე გამორთეს და ჩხრეკა დაიწყეს. მოგვიანებით სინათლე აანთეს, აბაზანაში შევიდნენ, საიდანაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გამოიტანეს. სოზარ სუბარის განცხადებით, როგორც ტერაშვილის მეუღლე განმარტავს, პოლიციელების მიერ სინათლის გათიშვა შეგნებულად მოხდა, რათა აბაზანაში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები შეეტანათ. ამის შემდეგ კი პოლიციელებმა ტერაშვილის სახლიდან წაიღეს სხვადასხვა ნივთები, კერძოდ, კომპიუტერი, ნოუთბუკი, საფულე. პარტიის თავმჯდომარემ იქვე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის სახლში იმყოფებოდა ტერაშვილის ორი მცირეწლოვანი ბავშვი. მისივე ინფორმაციით, დღესვე გაჩხრიკეს ლევან ტერაშვილის მეგობრის, დავით შიუკაშვილის საცხოვრებელი ბინა, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში, სადაც სამართალდამცველებმა ასევე ჩადეს ცეცხლსასროლი იარაღი. "აღსანიშნავია, რომ თავად დავით შიუკაშვილი სარეზერვო სამსახურშია გაწვეული და სენაკში იმყოფება", - აღნიშნა სუბარმა. მისი თქმით, ამ ამბებს წინ უძღვოდა ლევან ტერაშვილის ძმის კახაბერ ტერაშვილის დაკავება, რომელიც "ქართული პარტიის" ორ აქტივისტთან ერთად, გუშინ დააპატიმრეს და მოდულის შენობაში გადაიყვანეს, სადაც განუცხადეს, რომ დაკავებულია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის. სოზარ სუბარის შეფასებით, ხელისუფლებამ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო და ეს არ არის "ქართული პარტიის" წინააღმდეგ მიმდინარე ტერორისა და ძალადობის ცალკეული გამოვლინებები. მისივე მტკიცებით, ეს კამპანია ჯერ კიდევ გასულ თვეში, პარტიის მხარდამჭერების მასობრივი დაკავებებით დაიწყო, რომლებსაც სამართალდამცველები აბუჩად იგდებდნენ, დასცინოდნენ მათ პოლიტიკურ მრწამსს და სასტიკად აწამებდნენ. სოზარ სუბარმა ამის მაგალითად მოიყვანა პარტიის რამდენიმე აქტივისტის დაკავების ფაქტი, კერძოდ, 21 მაისს, რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს რუსთავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე გოჩა კაკოიშვილი, 22 მაისს – პარტიის გორის რაიონული ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრი დავით ჯარმელაშვილი, ამავე დღეს დააკავეს გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახაბერ ერგემლიძე. დაკავება მოხდა ყვარელშიც, სადაც ყვარლის რაიონული ორგანიზაციის წევრები ზურაბ ასაბაშვილი და ზურაბ იორდანაშვილი დააკავეს. დაკავებულია ასევე ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის აქტივისტი ხვიჩა გამარჯობაძე და სიღნაღის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი მიხეილ მათეშვილი. "გარდა ამისა, გორის რაიონში დევნას განიცდიან "ქართული პარტიის" წევრები და მხარდამჭერები, კერძოდ, ციცინო სინაურიძე, ლევან კლდიაშვილი და როლანდ კლდიაშვილი. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს მიუხედავად იმისა, რომ 70 წლისაა, 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის დროს, სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ და ნეკნები ჩაუმტვრიეს. ამჯერად პოლიცია სახლში აკითხავს და მის დაშინებას ცდილობს", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
|