Judas Iscariotსაქმე წინ მიდის
http://medianews.ge/ge/azartulidamomgebian...azustdeba/32259აზარტული და მომგებიანი თამაშობების უკანონოდ რეკლამირებისთვის ჯარიმის ოდენობა დაზუსტდება
18.02.2013 19:03
აზარტული და მომგებიანი თამაშობების უკანონოდ რეკლამირებისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობა დაზუსტდება. აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამირების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა უმრავლესობის წევრ კობა დავითაშვილს ეკუთვნის. ინიციატივა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს და პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირეს. თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ კომიტეტის სახელით კონკრეტული შეზღუდვებისა და კონკრეტული სანქციების დაზუსტება და მეორე მოსმენამდე ჩამოყალიბება ითხოვა. კობა დავითაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ კანონპროექტი კონსენსუსის გზით შემუშავდეს და მიიღონ.
კანონპროექტის მიხედვით, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) რეკლამირებაზე შეზღუდვა წესდება. შესაბამისი ცვლილება ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის, რეკლამისა და მაუწყებლის შესახებ კანონებში შედის.
კანონპროექტის მიღების მიზანია აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვა, მათ შორის საინფორმაციო სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში.
კანონპროექტი აწესებს შეზღუდვას აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) საჯაროდ რეკლამირებაზე და აწესებს ფულად ჯარიმას უკანონო რეკლამირებისთვის ეკონომიკური აგენტის მაშტაბების შესაბამისად.
კანონით გათვალისწინებული პირობების დამრღვევი 5 000-დან 10 000 ლარამდე დაჯარიმდება. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი –– ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით.
This post has been edited by bochormeli on 18 Feb 2013, 20:15