karduდავიწყე გადავლა:
1. 190 -მდე გაზრდა.
მომგებიანია:
რვიანისთვის--მეტი ლიდერი შებრძანდება პარლიამენტში და დაიკმაყოფილებს ამბიციას
ნაცპარტიისთვის--პროცენტული შეფარდება არ შეიცვლება
წამგებიანია:
ჩემთვის, ანუ ამომრჩევლისთვის-40 მუქთახორა დაგვემატება სარჩენად.
2. ამომრჩეველთა სიებზე მონიტორინგი:
თითქოს ყველა მონაწილეობს-პარტიები და არასამთავრობოები, მაგრამ ქვემოთ შენიშვნაში წერია, რომ უფლება აქვთ მხოლოდ მოლაპარაკებაში მყოფ სუბიექტებს-ანუ ხელისუფლებასა და რვიანს.
3.1. შემოწირულობის გაორმაგება:
მომგებიანია:
ნაცმოძრაობისთვის
რვიანისთვის არ იცვლება ფაქტიურად არაფერი.
3.2. თუ პარტია გადალახავს 5%-ს , მიეცემა 1 300 000 ლარი.
მომგებიანია:
იმისთვის, ვინც გადალახავს.
მაგრამ როგორც ქვემოთ შენიშვნაში წერია, მხოლოდ იმას მიეცემა, ვინც ამ შეთანხმებაში მონაწილეობს.
ანუ რომ შეიქმნას ახალი პარტია, რომელიც გადალახავს და მიიღებს თუნდაც 40%-ს, არაფერსაც არ მიიღებს.
ანუ, ფაქტიურად რვიანის პარტიებს გაერთიანებაც კი ეკრძალებათ
3.3. ადმინისტრაციული რესურსის მონიტორინგი:
იქმნება არა პარტიების ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლობისგან,
არამედ სახელმწიფო უ წ ყ ე ბ ა თ ა შ ო რი სი წარმომადგენლებისგან.
3.4.მედია-მონიტორინგი:
სახელმწიფო თავად არჩევს ადგილობრივ ან უცხოურ

მედია-კომპანიას მონიტორინგისტვის.
3.5. საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების დაფინანსება 50 ლარით
ქვემოთ, შენიშვნაში წერია, რომ მხოლოდ შეთანხმების მხარეთა წარმომადგენლები დაფინანსდებიან
3.6. გადასატან ყუთზე ხელის მოსაკიდებლების გაზრდაზეა საუბარი
3.7. გასაჩივრების ვადები იზრდება--წერეთ და იკითხეთ რვიანის სუბიექტებო.
დასკვნა:
რვიანის ორიოდე პარტიისთვის-რამდენიმე ადგილი პარლამენტში
და ბონუსად 1 300 000 ლარი ქრთამი.
დანარჩენებს, ახალშექმნილებს და ძველებს --არაფერი.
და რაც მთავარია:
კიდევ ერთხელ გაბითურებული ამომრჩეველი, ანუ მე.
ასეა ეს, და მგონია რომ მართალი ვარ მოცემულ მომენტში