კაცო, არ გვეჩალიჩა ჩვენც???
ერთი პარტია და იმისი ჯანი.
” საქართველოს ლეიბორისტული პარტია 7.44% 132 092 ხმა (6 მანდატი)”
ამდენ ხმას ვერ გავქაჩავთ ეხლა ვითომ ჩვენ???
----------------------
პოლიტიკის განყოფილება
საქართველოს პოლიტიკა და საზოგადოება
ასევე: საერთაშორისო პოლიტიკა
76493 თემა და კიდო 4015804 გამოხმაურება.
---------------------
ერთი კაი ნავაროჩენი პარტია და ეგ არის რაღა.
ფული გავიყოთ მერე პო ჩესნამუ.
ისე არც პარტიის დაფუძნება იქნება საჭირო.
300-მდე პარტია რეგისტრირებული და ვიქირაოთ ერთ-ერთი 1-1,5 წლით.
მერე ვნახოთ თუ გაამართლებს ვიყიდოთ ბარემ.
სუფთა ბიზნესზე მაქვს აქ მე ლაპარაკი და არანაირი პარტიული ინტერესები.

---------------------------
2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები
საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის პასუხად
განისაზღვრა 150 დეპუტატით. შესაბამისი ცვლილებები კონსტიტუციაში შეტანილი იქნა ჯერ 2005
წლის 23 თებერვალს, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტში არჩეული უნდა ყოფილიყო
100 დეპუტატი პროპორციული და 50 დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით. აღნიშნული ნორმა
მოქმედებდა 2008 წლის 12 მარტამდე. 2008 წლის მარტში საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა
კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის წევრების მანდატები
გადანაწილდა შემდეგნაირად: 75 დეპუტატი აირჩეოდა პროპორციული და 75 – მაჟორიტარული
სისტემით, 75 ერთმანდატიანი ოლქიდან. პროპორციულ სისტემაზე საარჩევნო ბარიერმა 7%–დან
დაიწია 5%–მდე, ამასთან მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო გახდა კენჭისყრის
დღეს კანდიდატს მიეღო ამომრჩეველთა სულ მცირე 30%-იანი მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში თუ ვერც
ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებდა ხმების საჭირო რაოდენობას, ორი კვირის ვადაში არჩევნების
მე–2 ტური უნდა დანიშნულიყო. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა იმ პარტიასა
და პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც წარმოადგენდა 30 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერას, ან
რომელსაც ჰყავდა წარმომადგენელი საქართველოს პარლამეტში.
არჩევნებში მონაწილეობდა 12 პარტია და 5%-იანი ბარიერი გადალახა:
1. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–გამარჯვებული საქართველოსათვის’’ 59.18% 1 050 237 ხმა
(48 მანდატი)
2. გაერთიანებული ოპოზიცია 17.73% 314 668 ხმა (15 მანდატი)
3. გიორგი თარგამაძე – ქრისტაინ დემოკრატები 8.66% 153 634 ხმა (6 მანდატი)
4. შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლიბორისტული პარტია 7.44% 132 092 ხმა (6 მანდატი)
მაჟორიტარული წესით გაიმარჯვა სამმა პარტიამ:
1. ნაციონალური მოძრაობა 71 მანდატი
2. გაერთიანებული ოპოზიცია 2 მანდატი
3. რესპუბლიკური პარტია 2 მანდატი
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 465 736
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 850 407
----------------------