ლაშას ახლოს უნდა იცნობდე რომ შეაფასო.
ლეგენდა ლაშა ალოზეროდესაც ავბედითი სამოქალაქო ომის დროს, ედეპეს წევრებს, მათ შორის ახალგაზრდებს იარაღს ურიგებდნენ, ლაშა ერთი პირტიტევლა, გულანთებული ბიჭი იყო.
მართალია ასაკიდან გამომდინარე, დიქტატორისთვის იარაღის სროლა არ ევალებოდა, მაგრამ ქართულმა გულმა არ მოუთმინა და 1991 წლის დეკემბრის ერთ სუსხიან დილას, იარაღის საწყობისკენ გაეშურა...
საწყობის მორიგეს გენო ერქვა. შუა ხნის კაცი კაცი იყო. იმ პერიოდისთვის რეანიმირებული ღვთისმოშიშობა მის გულში ნელნელა ძლირდებოდა. გენომ უცნობ ახალგაზრდას პარტიის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი გამოართვა და ყურადღებით დაუწყო დათვალიერება. ასეთ დოკუმენტებზე თვალი უკვე მიჩვეული ჰქონდა და ჩვეულებისამებრ ყურადღება თარიღებსა და გვარზე გაამახვილა...
17-ის წლის ხარ? ---- კი... . ვის უნდა ესროლო? --- პირსისხლიან გამსახურდიას!
ჯერ სულ ახალგაზრდაა, თან მეგრელი. რა ძალა ადგას? (გულში ფიქრობდა საწყობის თანამშრომელი გენო ლანჩავა).
იქ შეიძლება ტყვია მოგხვდეს და მოკვდე! არ გეშინია? - არა, პირსისხლიანი დიქტატორის არ მეშინია - მალჩიშ-კიბალჩიშის თავდაჯერებულობით მიუგო ლაშამ.
საწყობის მორიგე ერთხანს გაშეშდა და ფიქრს მიეცა... რამდენიმე წამის შემდეგ გონება გაუნათდა და სიხარულისგან შეკუნტრუშდა.
რაცია... რაცია... რაცია!
იცი რა არის რაცია? ჰკითხა გენომ... კი როგორ არა, უპასუხა მომავალმა პუტჩისტმა.
რაციის და კავშირის გარეშე თანამედროვე ბრძოლების წარმოება წარმოუდგენელია! მარშალმა ჟუკოვმა გაიღვიძა გენო ლანჩავაში.
შენ ახალგაზრდა კაცი ხარ, თან ზემლიაკი, მოდი რაციას მოგცემ და "სვიაზისტი" იყავი. ორიოდე წუთში ლაშას ხელში "ტაოტიანი" რაცია ეჭირა და ინსტრუქციის გასაცნობად სახლისკენ მიიჩქაროდა.
თანაპარტიელებმა ახალგაზრდა სვიაზისტს ლაშა ალო შეარქვეს.
ასე დაიბადა ლეგენდა, ხოლო ერთი ახალგაზრდა კაცი ძმათა სისხლის დაღვრას გადაურჩა...
This post has been edited by zazabichi on 30 Jun 2011, 22:26
Success is like pregnancy. Everybody congratulates you but nobody knows how many times you got fucked to achieve it.