Characterხოდა ეგ არის თქო პრობლემა მაგას ვამბობ.
თავშივე არასწორი დამოკიდებულება გადასადის გადამხდელებისადმი.
გამოჭერაზე აგებული სისტემა.
+ მოხალისე ინსპექტორები დაემატება სრული ბედნიერებისათვის.
დასჯადი უნდა იყოს მხოლოდ გადასახადის დამალვა. თუ დამტკიცდა რომ ეს მოხდა სპეციალურად მაშინ ჯარიმა უფრო მსუყე უნდა იყოს, შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს.
თუ ადგილი აქვს შიდა აღრიცხვის მოუწესრიგებლობას მხოლოდ და მხოლოდ და ამის გამო გარკვეული თანხა დააკლდა ბიუჯეტს მაშინ შედარებით უფრო მცირე ჯარიმა+ რა თქმა უნდა ის თანხაც რომელიც უნდა გადახდილიყო.
აი ეს არის ნორმალური სახელმწიფო მიდგომა ბიზნესისადმი. საგადასახადო ინსპექტორს ისევე როგორც პატრულს მოეთხოვება (უნდა მოეთხოვებოდეს) პატრიოტიზმი და საკუთარი მოქალაქეების სიყვარული.
ის სხვა არაფერს აკეთებს თუ არა იცავს პატიიოსან ბიზნესმენებს არა პატიოსნებისგან და აფერისტებისაგან.
მაგრამ ჯობია 10 აფერისტი არ დაისაჯოს ვიდრე 1 კეთილსინდისიერი გადამხდელი დაჯარიმდეს ტყუილუბრალოდ, რადგან ამ შემთხვევაში ისაც აუცილებლად გახდება არა კეთილსინდიერი.
ვერ მოთხოვ ადამიანს რომელიც ბიუროკრატიულ შეცდომაში გამოიჭირეს და მოწველეს მერე ვერნაირი კანონის პატივისცემას.
რა არის კანონი თუ არა ისევ ადამიანების მიერ შექმნილი მექანიზმი საკუთარი თავის დასაცავად.
როცა კანონი ადამიანის საწინააღმდეგოდ იწყებს ქმედებას ადამიანებიც იკიდებს კანონს.
თუ რა შედეგები მოყვება ამას მგონი ამის დაწერას აქ აზრი არ აქვს.
ვინ წყვეტს, დარღვევა "უბრალოდ ხარვეზია" თუ დანაშაული, დასასჯელია თუ საპატიებელი?
Cryptoდავწერე მარტივად. თუ მტკიცდება გადასახადის დამალვის ფაქტი მაშინ დანაშაულია.
თუ ირღვევა ის ნორმა რომელიც მიღებულია იმისთვის რომ მოხდეს გადასახადის დამალვის პრევენცია, მაგრამ თვითონ გადასახადის დამალვის ფაქტი არ დაფიქსირებულა მაშინ საპატიებელია.
ამის გარჩევა ძალიან იოლია.
ისევ დავუბრუნდები ჩეკზე დროის არევის კეისს.
ეს იმიტომ არის დარღვევა რომ როდესაც ინპექტორი დაიწყებს ჯარიმის დაწერას ჩაკის ამოურტყმელობის გამო (რაც აუცილებლად უნდა დაისაჯოს) ამ დროს მაღაზიის გამყიდველს მარტივად შეუძლია ამოარტყას ჩეკი და რადგან დრო არეულია მისი თაღლითობის ფაქტი ვერ დადასტურდება

ამიტომაც ითვლება დარღვევად, თორე რა მნიშვნელობა აქვს ქაღალდის ნაგლეჯზე რა დრო წერია.
მაგრამ თუ საგადასახადო ინსპექტორმა თავის ხელით მოახდინა საკონტროლო შესყიდვა და ჩეკიც პატიოსნად მისცეს (ისე რომ წარმოდგენაც არ ქონდათ ვინ იყო) და თანხაც ზუსტადაა მითითებული ესე იგი გადასახადის დამალვას ადგილი არ აქვს.
უფრო სწორედ ამ კონკრეტული ოპერაციით ეს არ მტკიცდება. შესაბამისად ჯარიმის დაწერის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამ დროს მითითებაც საკმარისია.
მიზეზის ისეთივე ახსნით რომლის დაწერაც მე არ დამეზარა.
არავინ არ არის მოვალე ამტკიცოს თავის უდანაშაულობა. ამის ტვირთი ყოველთვის სახელმწიფოს აქვს.
შენ ძმაო მე კი ამომირტყი მაგრამ ყოველთვის შეიძლება არ არტყავ და არეულ დროს საკასო აპარატზე მაგ დროს გამოიყენებ არგუმენტები სამართლებრივ სახელმწიფოში არ უნდა მოქმედებდეს.
ეს იგივია კაცს რომელსაც მანქანაში თოფი უდევს მკვლელობის ბრალდება შეტენო და მის შესაბამისად დასაჯო.
This post has been edited by babaiaro on 1 Jul 2011, 14:04