marta007კაი, მართა :*** ცოტა გრძელი გამოვა, მარა იქ გაწყვეტა არ გამოვა... დავწერ ამასაც მერე ცოტა პაუზა
39-ე თავის გაგრძელება, წინა ნაწილი
ამათი პრობლემები მოგვცა***39-Do you want the blood? Well, then I'm like you...***(თავი 39, ნაწილი V)
როგორც იქნა გააღო ირინამ კარი, კარის გვერდით არსებულ შუქის ჩამრთველისაკენ ის იყო ხელი წაიღო, რომ პისტოლეტიანი ხელი მხარსა და ბეჭს შორის ჩავარტყი, რის შედეგადაც მყისიერად ჩაეცა იატაკზე, მის უმწეობას მოულოდნელი თავდასხმა აძლიერებდა, ფეხი ჩავაჭირე და წამოდგომის საშუალება ამით შევუზღუდე, სწრაფადვე დავადე იარაღი კეფაზე და ვუბრძანე ხელები უკან გადმოეტანა, დამემორჩილა, თუმცა სიმწრით გამოსცრა სიტყვები:
– აჰ, შენ? აბა შენნაირი ლაჩრის მეტი ზურგიდან ვინ ჩამარტყამდა!
მის ამ სიტყვებს ჩემსმიერი წიხლის ჩარტყმა მოყვა მარცხენა გვერდში. დავადე ხელბორკილები და დავავალე წამომჯდარიყო. პირზე წებოვანი ბანდი მივაკარი.
ხელით ვანიშნე ამდგარიყო და მეორე ოთახში გადაენაცვლა, თან პისტოლეტს არ ვაცილდები მის კეფას. სკამზე დავსვი, იქვე გადაკიდებული თავისივე რეიტუზით ფეხებიც შევუკარი, ზიზღით ჩავხედე აწითლებულ, მრისხანებით სავსე თვალებში და მხოლოდ ახლა გავეცი პასუხი:
– შენ თუ ვინმეს სილარჩე გიკვირს, კრეატურავ!
ისევ შემომრისხა საძულველი თვალები, რადგანაც პირი აკრული ქონდა, თვალებით გამოხატა მისი ჩემდამი აზრი, რაც ყველაზე ნაკლებად მაწუხებდა იმ მომენტში. შემოსასვლელ კორიდორში გამავალი კარი მივკეტე, ტელევიზორი ჩავრთე და საკმაოდ მაღალ ხმაზე ავუწიე. თვალს არ აცილებდა ჩემს არცერთ ქმედებას და ნელ–ნელა უსუსურობაც უსადგურდებოდა სახეზე.
პირზე მიკრული ბანდი მძაფრად ავახიე, რასაც მის მიერი გადმოფურთხება მოყვა. რამდენიმე წამი დავაყოვნე, რათა სურვილი იმის, რომ კიდევ მეთხლიშა პირისახეში, როგორმე დამეთრგუნა. მშვიდად ვკითხე:
– გამჩენი არ გასვენებს ახლა შენ, თორემ ეშმაკი რომ თავად შენი მოციქულია ეს ამბავი თავიდანვე ვიცოდი... ამოღერღე ახლა , წუპაკო, ვისი იდეა იყო ჩემთან ხალხის მოგზავნა ამ უკანალური მეთოდით, რასაც თქვენ „მშობლიურ“ ენაზე რომეოს* უწოდებთ ? (* რომეო – ჟარგონში ნიშნავს მამაკაცს, რომელიც ქალს უახლოვდება და ცდილობს მისი გული მოიგოს, რათა მოპოვებული ნდობის შედეგად ქალისგან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია)
უხმოდ შემომბღვირა , თუმცა მალე ეს ბღვერა ცინიკურ ღიმილში გადაცვალა. მე გავაგრძელე:
– ნუთუ ყველა შენნაირი გგონია, რომ ასე ადვილად შეძლებს ღალატს და გაყიდვას, რაც პირადად შენთვის და შენნაირებისთვის ცხოვრების არსი გამხდარა?
ისევ არ იღებდა ხმას, მხოლოდ ირონიულად ღრიცავდა სახეს. მოულოდნელად, ჩემგან ყოველგვარი კონტროლის გარეშე ყურებში ჩამესმა ციურიხელი ბარმენის სიტყვები: „ ქალი და კაცი მოვიდნენ გუშინ .... დამავალეს... ქალი და კაცი...“, არტერიებში სისხლის მოძალებული თქლიაში ვიგრძენი... უკონტროლოდვე ვწვდი ყელში... გონს მისმა ხრიალმა და გადმოკარკლულმა თვალებმა მომიყვანა... შევეშვი, ის კიდევ ხროხინებდა და სიმწრის ცრემლი სდიოდა თითქმის გაგუდულს... ცოტა ხანი კიდევ დავაცადე და გავუმეორე:
– გრიზლის რაც შეეხება, ამას მერე დავუბრუნდები... თუნდაც არაფერია ამ საკითხზე შენთან დასადგენი, ყველაფერი ცხადია... ახლა კი გააღე ეგ დემონის ხახა და მიპასუხე, ვისი იდეა იყო ჩემთან მოგზავნა ან უკვე მოსულის დამუშავება ან დაშანტაჟება? ვისი და საიდან ? როგორ? ვინ? გესმიიიიიიის?!!! ამოიღე ხმა შენ ჯოჯოხეთის მეუფევ, სანამ თავად გამწესებულხარ შენს სამფლობელოში!
ისევ სდუმდა, ისევ ცინიკური თვალების ჭუტვით მსრესდა . მისი უტყვობა ისე არ მოქმედებდა ჩემს ნერვულ სისტემაზე, ვიდრე მისი ეს ცინიზმი, სწორედ ეს იყო მიზეზი რომ მთელი ძალით მოვუქნიე მუშტი მოჭუტული თვალის ძირში და სკამიანად აყირავდა... აფურთხებდა პირში ჩამავალ სისხლს და რაღაცას ღმუოდა. გავასწორე ისევ , იქვე ჟურნალების მაგიდაზე დადებული ბოთლიდან წყალი ჭიქაში ჩამოვასხი, ტუჩებთან მივუტანე, რომ მოესვა, თუმცა არ ინება, თავზე გადავასხი და ვკითხე:
– კარგი... აირჩიე ახლა, რომელი უკეთესია შენთვის – რასაც გეკითხები იმაზე პასუხის გაცემა თუ „შავი ცხენების“ დაკარგვა? რომელი გირჩევნია?
უკანასკნელის გაგონებაზე თვალები გააფართოვა და ირონია შიშნარევი მზერით შეცვალა, რაც დიდი დოზით გაკვირვებასაც შეიცავდა, თუმცა ხმის ამოღებას მაინც არ აპირებდა. დავეხსენი, კორიდორში დაგდებული მისი ჩანთა შემოვიტანე , ამოვალაგე, მობილური ტელეფონიდან ბარათი ამოვიღე და ჯიბეში განვათავსე, სხვა ხელჩასაჭიდებელი არაფერი ჩანდა, მხოლოდ პომადა და ქალის კოსმეტიკისათვის განკუთვნილი რამდენიმე ნივთი ელაგა. პომადას მოვხსენი საცობი ქვემოდან და სწორედ ის აღმოჩნდა რასაც ვეძებდი: მონაცემთა მატარებელი. ჩემი ვარაუდით, მასზე უნდა ჰქონოდა მონაცემად დეპონირებული ე.წ. „შავი ცხენები “ . კიდევ ერთხელ შევუმოწმე შეკრული ხელები და ფეხები, უფრო გავამაგრე, პირზე ისევ ავუკარი წებოვანი ბანდი და დივანზე დადებულ ნოუთბუქს მივწვდი. შევედი სისტემაში, შევაერთე მონაცემთა მატარებელი და მასზე ჩაწერილი ყველა მონაცემი იქ გადავიტანე. პანიკური გამოხედვით ამოწმებდა ჩემს საქმიანობას და მის სახეზეც ფერები წამების ინტერვალით სხვადასხვაფერდებოდა.
როგორც კი დავასრულე ეს საქმიანობა, მივუბრუნდი:
– 2 წუთი გაქვს დრო... ან იტყვი რაც გკითხე, ან არა და ეს მთლიანი მონაცემთა სისტემა რამდენიმე წუთში სერვერზე აიტვირთება... ვინ მოახდენს მის პუბლიკაციას, ეს ალბათ სულერთია შენთვის და არ დაგღლი მაგის მოყოლით... მოკლედ, გისმენ!
საცოდავად მომანჭა სახე და როგორც იქნა თავი დამიქნია. ავაძვრე პირიდან ბანდი და მის ზურგს უკან გავჩერდი, პისტოლეტის ლულა მის ყვიმარლებს ავუსვი და მივახვედრე, დროა დაეწყო. ხველის შემდეგ ხმაც ამოიღო:
– შენი უკანალური გეგმა, რაც ჩვენს კომპრომირებას ითვალისწინებდა, შენნაირი სუსლიკების კვალობაზე ძალიან ჭკვიანური იყო...
„სუსლიკები“–ს გაგონებაზე უფრო მეტად მიედო პიტოლეტის ლულა მის ხორხს, ისევ ჩაახველა, ოდნავ მოვუშვი და გააგრძელა:
– ჯერ კიდევ საბჭოეთის დროინდელი შენი თანამემულე ჩემი ძველი თანამშრომლები მოვძებნე, რომლებსაც ვიცნობდი. ვალში იყვნენ რა ჩემთან, ერთ–ერთი დამთანხდა პირადი რეშერშებით მოენახა შენი მეგობრის ნაცნობები თუ ახლობლები, რომლებთაც რაღაც მიზნები ამოძრავებდათ მის მიმართ. წარმატებით გაართვა ამას თავი და შნირთა მთელი პალეტა გამონახა... თავად იცი humint* ნებისმიერ signin-ს** სჯობს... (* Human Intelligence - სადაზვერვო საქმეში გამოყენებულ პიროვნებები, რომლებიც ამ სამსახურის თანამშრომლები არ არიან, მაგრამ პირადი თუ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მონაწილეობას იღებენ რომელიმე ინფორმაციის მოპოვებასა თუ გადაცემაში, ჩვეულებრივ ისინი მეტად დამამცირებლად მოიხსენიებიან თავად სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენელთა მიერ, **Signals Intellegence - სადაზვერვო სამსახურების მიერ გამოყენებული ელექტროტექნიკური მეთოდები: კომუნიკაცია, რადარები თუ სხვა მსგავსი, კომინტი - Communications Intelligence , COMINT არის სიგნინტის ერთერთი კერძო შემთხვევა)
მომატებული ნერწყვი გადავლაპე და ჩავერთე:
– და კომპრომატი რა იყო ჩემი მეგობრის მიმართ?
ამოიხრიალა და მიპასუხა:
– მხოლოდ კარიერა...
ხელის აცახცახება რომ არ შეემჩნია, ლულა მის ყელს მოვაცილე. საშინელმა სიმწარემ დამიარა სხეულში. ოდნავ რომ დავწყნარდი, ვანიშნე გაეგრძელებინა ჩემს კითხვებზე პასუხი:
– სახელები იმ ბოზბანდის!
ამაზე ცოტა დააყოვნა, მაგრამ გავუმეორე რა კითხვა, განაგრძო:
- ზუსტად არ მახსოვს, თქვენს გვარებს განა ასე ადვილად ვინ დაიხსომებს. ძირითადად ჭაკები არიან... ერთი მთავარი მათგანი, რომელიც ყველაზე მეტად იყო მოწადინებული ამ ამბით, მის გარდა ყველანი საზღვარგარეთ არიან - ზოგი სტუდენტად, ზოგიც .... რა ვიცი... უცხოეთში ყრიან... პირადად იცნობენ წარსულიდან შენს „თავდადებულ“ ვაჟკაცს, რამდენიმე კი მერე გაეცნო... ორი კაციცაა რეზერვში, თუმცა ისინი მხოლოდ ელემენტარული ცნობების მისაღებად იქნენ გამოყენებული...
– სახელები!
კვლავ დავუყვირე მე. რაღაც შეიგინა და რამდენიმეს სახელი-გვარი დამისახელა ბოლოდროინდელი საცხოვრებელი ადგილის ჩათვლით.
თმებზე მოვქაჩე, თავი უკან გადავაწევინე და ზემოდან ჩავხედე საზიზღობებიან თვალებში:
– რა პასუხი მიიღეთ მისგან, როდესაც კარტი გაუხსენით? რა იყო მისი პასუხი?!
თავის ქანებით შეეცადა თავი გამოეხსნა ჩემი ხელებიდან და მითხრა:
– პირდაპირი თანხმობა არ მოგვიღია... ჯერ... მხოლოდ ეს თქვა, რომ შენ არაფერს არ წარმოადგენ მისთვის და სულერთია რა დაგემართება...
ხელი ვუშვი მის სისხლსა და წყალში დასველებულ თმებს, შუბლიდან მოგორებული ოფლის წვეთები მკვლავით შევიწმინდე, სანამ ყურებში ორკესტრი ჩაირთვებოდა, ღონე მოვიკრიბე, მკაცრი ხმა დავიყენე და დავუყვირე:
– ზუსტად ეგ მომენტი! ზუსტად მინდა!
ამაზე ჩაიხითხითა და მიპასუხა:
– სიამოვნებით ... იმდენად იდიოტი ხარ, რომ მეგობრების შერჩევაც არ იცი... არიფო...
მაგრამ შენზე არიფი შენი ნაქები მეგობარი აღმოჩნდა, იმდენსაც ვერ ხვდებოდა, რომ თავისი ამ პასუხით უფრო მოხიბლა მავანი... სულელთა გროვა ხართ ყველანი ერთად... ფუი, თქვენი ჯიში!
ეს გინება ხმამაღლა დასჭექა და სკამიანად აწრიალდა, თითქოს აწყვეტას ცდილობდა. ამის საპასუხოდ კვლავ ვწვდი ყელში და ისევე, როგორც რამდენიმე ხნის წინ მისივე ხრჩობამ მომიყვანა აზრზე, იმაზე უფრო ინტენსიურმა ხრიალმა მიმახვედრა შევშვებოდი... მივანებე, ცოტათი დავაცადე, სიგარეტს მოვუკიდე , მაგიდიდან უკაბელო ტელეფონი ავიღე და წყნარად ვუთხარი:
– ვინც მაგ საქმის „მენეჯერია“, იმას დაურეკავ ახლა და ეტყვი, რომ საქმე დამთავრებულია... იცოდე, ჩემს მეგობარს რაიმე შეემთხვეს, დაპირებული სიტყვა, რომ შენს „ცხენებს“ არ შევეხებოდი, განვავრცობ და გეტყვი: შევეხები მხოლოდ მაშინ, თუ მას თმის ღერი შეერხევა!
თავი გვერდზე მიაბრუნა, უცებ ისევ მძლავრად შემოატრიალა და მომაფურთხა, დემონის მრისხანებით დამსეტყვა და ჩაიხროხინა:
– იმ დონის იდიოტი ხარ, რომ მოღალატესაც იცავ, შენ ჩმორო! ფუი, რატომ არ გამიხმა ხელი, რომ იმ პირველ დღეს ცოცხალი მიგათრიე საჭირო ადგილზე... ფუი!
ჩემდა გასაკვირად, არანაირი უკურეაქცია მის სიტყვებზე არ მქონია. სიგარეტის ფერფლი ხილის ნაჭრებისთვის განკუთვნილ თეფშში ჩავცალე, ტყავის თხელი ხელთათმნები , რომლებიც ოდნავ პატარა იყო ჩემი თითებისთვის, შევისწორე და მივუგე:
– ხელის გახმობაზე ნუ დარდობ, მაგაზე როგორ გაწყენინებ, გამოვასწორებთ მაგას... მანამდე კი იმ მონაცემებს გადავწერ სერვერზე, რამდენადაც გეგმა შეიცვალა... სხვა თავად იცი, სიტყვას ვიცავ და ისე იქნება , როგორც დაგპირდი... ახლა კი გააღე ეგ ჩასახშობი პირ-ორმო და რაც გითხარი ისე მოიქეცი!
რამდენიმე წუთი წინააღმდეგობის შემდეგ მიკარნახა ერთჯერადი საკონტაქტო ნომერი და ჩემი ბრძანებაც წამებში აღასრულა. პარალელურად კი ფურთხს და გინებას არ იშლიდა, რაც იმის მიზეზი გახდა, რომ ისევ მომიხდა მის ტუჩებზე ბანდის დაწებება. დაძალებული ღიღინით ავტვირთე მონაცემები სერვერზე, სისტემის მაფორმატებელ ღილაკს დავაჭირე და უმოწყალოდ დაიწყო კომპიუტერმა საკუთარი საქმის კეთება... ჯერ კიდევ ამ საქმით ვიყავი დაკავებული, რომ ჩემს მობილურზე მოსული შეტყობინების სიგნალი მომესმა. საწრაფოდ წავიკითხე: „ ქუჩის მარცხენა კუთხეში გელოდები“...
კიდევ ერთხელ მოვათვალიერე იქაურობა, რაც შესანახი იყო შევინახე, პისტოლეტს მაყუჩი შევუმოწმე , ქამარზე ჩამოკიდებული დანა ამოვიღე და ირინა სკამიდან გავათავისუფლე. ჯერ კიდევ ვერ ათვითცნობიერებდა ჩემს გეგმას, მაგრამ გაოცება და შიში თვალებიდან აშკარად ეფრქვეოდა. ფეხებიც რომ შევხსენი, ნათლად ვგრძნობდი მისი სხეულის ცახცახს. ველოდი მის წინააღმდეგობას, მაგრამ ალბათ არც ფსიქოლოგიურად და არც ფიზიკურად ამის უნარი არ შესწევდა, მე მაინც სიფრთხილეს ვიჩენდი და მართლაც არა შემთხვევით - ის იყო წამოვიწიე და ხელებიც ის იყო გავუხსენი, მისი მოქნეული ფეხი მარცხენა გვერდში მომხვდა, სანამ მეორესაც მოაყოლებდა და ხელებსაც დაიხმარებდა, ჩემმა ნასროლმა ტყვიამ მარჯვენა ხელის მტევანში გაუარა, ინერციით მიეხეთქა უკან მდგარი დაბალი კარადის კარებს და შეჰყვირა, ამას ჩემს მიერ მეორადი სროლაც მოჰყვა, თანაც იგივე ადგილზე... საშინელი ღრიალით დაეცა იატაკზე... მე უკვე ფეხზე ვიდექი, მხოლოდ ერთხელ გადავხედე საბოლოოდ და ენით აღუწერელი სიმშვიდით მივუგე:
– ხელის გახმობა იმიტომ კი არ მოგიხდა, რომ მე მაშინ ცოცხალი მიმიყვანე იქ, არამედ იმიტომ, რომ ჩემი ოსტატის მოსაცილებლად მაგ ხელით კაპიკები ჩაუთვალე არაკაც ძაღლის შვილს...
გამოვცილდი კორიდორს, გლოკიც ქამარში გავირჭვე და კიბეზე სწრაფად დავეშვი . წამებში მარიონის მანქანაში ვიჯექი , როგორც კი დაძრა ავტომობილი, მაშინ ვიგრძენი ფეხების დაბუჟება. თითქოს სისხლიც ქვავდებოდა ძარღვებში, ნელ–ნელა ტვინსაც აღწევდა ეს ცემენტივით მასა, რაც მოვახერხე, მარიონის მუხლს შევეხე და ეს იყო, ბოლოს რაც მახსოვს...
გონს რომ მოვეგე, რომელიღაც ავტომაგისტრალის გადაღმა სოფლის გზაზე ვიდექით, მარიონს მინერალური წყლის ბოთლი ეჭირა ხელში და შემნიშნა რა თვალი გავახილე, ჩემი გაწუწვა გადაიფიქრა, თუმცა ფაქტი სახეზე იყო, რომ მანამდე ეს წარმატებულად ქონდა მოხერხებული...
(*** გავაგრძელებ შემდგომში, მართლა მიყვარხართ და არ ვატრ..აგედიებ... მაპატიეთ ეს ერთი ღამე, იმედია არაფერი დამიწერია ისეთი, ცოტა დავლიე და ბოდიში :****)