norieli
***14-With blood filled bowl...***(თავი მე-14 , ნაწილი I)
დღის სინათლე იმატებდა და უფრო ლამაზად ჩანდა ამ რეგიონის ულამაზესი პეიზაჟები. არც ისე დიდი ხნის შემდეგ ალპების გადასასვლელიც უკან ჩამოგვჩა. ადრიატიკის ზღვასთან მიახლოვებამ სასიამოვნო ბრიზებად გაგვაცნო თავი.
- ჯერ კიდევ ბორა უბერავს… მალე მას სხვა ჩაანაცვლებს…
ჩემდა შეუკითხავად ახსნა საშამ. მე უკმაყოფილოდ გადავხედე, თითქოს არ მცოდნოდა, ისე ტექნიკურად განმიმარტა. ეს არ იკმარა და კიდევ მიამატა:
- თუმცა ეს მშვიდი ბორაა, იტალიელები მას ბორინოს უწოდებენ… ძლიერს ბორა რეფოლი ქვია…
ეს კი ნამდვილად არ ვიცოდი და უკმაყოფილება აღარ შევიმჩნიე, რამდენადაც მაინც ახალი გავიგე ადრიატიკის ბრიზების შესახებ.
აგრეთვე მალე ჩვენს წინ თვით ადრიატიკა გადაიშალა თავისი სიდიადით. ქალაქი, რომელშიც გაჩერება გადაწყვიტა, ზღვისპირა ქალაქი გრადო იყო. ძალიან თავისებური, ძველი და ამავე დროს თანამედროვე ელემენტებით შერწყმული.
მცირე შესვენების შემდეგ მიმდებარე მცირე მოსახლეობიან რაიონში კერძო საცხოვრებელი სახლი დაიქირავა და შემოგარენის თვალერიებას მიჰყო ხელი, მანამდე კი მე სახლის შესწავლა მხვდა წილად. ბოლოს ისევ ერთად შევიყარეთ, აივანზე სკამ-საწოლებზე მოვთავსვდით, თითქოს არ ვიცოდით დღის გეგმა.
- საბანაო სეზონამდე საკმაო დროა კიდევ, მაგრამ ზღვაზე დასვენებაზე მე არასდროს ვამბობ უარს… სულერთია წელიწადის რომელი დრო იქნება…
მეც ჩავერთე მის შემოთავაზებულ საუბარში:
- საბანაოც რომ იყოს, ჩემთვის სულერთია… არ მიყვარს პლაჟზე ტიტლიკნებს შორის ყოფნა…
ისე, არის ადგილები სადაც ცოტა ხალხია… ალბათ აქაც არის მასეთები…
- რა ვქნათ დღეს? უსაქმურობაც რომ ღლის კაცს… დღეს ვიმუქთახოროთ და ხვალიდან თან საქმე… თუმცა დასვენება მაინც წინა პლანზე დგას…
აქ სათქმელი არაფერი მქონდა და დავდუმდი. რეგიონის ტურისტულ ბროშურას უხალისოდ ვწვდი და თვალიერება გადავწყვიტე.
ის იყო საშას ჩათვლემილი ქონდა, რომ ჭიშკარში ტანმორჩილი კაცი შემოვიდა. საშას ხელი შევავლე და გავაღვიძე. კაცი ყურებამდე იღიმებოდა და იტალიურად მოგვმართა რაღაც. მე იტალიური თითქმის არ ვიცოდი, ვერაფერი გავიგე. საშაც სახეგაბადრული რაღაცას იტალიურადვე ელაპარაკებოდა. მხოლოდ "პრეგო"-ს რომ იმეორებდნენ ის გავიგე. როგორც იქნა შავგრემანი კაცი, ხელ-ფეხით ასე 20 წუთი ხმამაღლა რომ ლაპარაკობდა, ჭიშკარში გავიდა. როგორც საშასგან გავიგე, მეზობელი ყოფილა და გრილზე გვეპატიჟებოდა. კი მეზარებოდა, მაგრამ უპატივცემულობაში რომ არ ჩაგვთლოდა გადავწყვიტეთ ნახევარი საათით შევსულიყავით.
მასპინძელს ბომბონერის კოლოფი გადავეცი. უმაღლესი ხმით საკმაო ხანი მერე "გრაცია"-ს გაჰკიოდა. საშა მასპინძლის მსგავსმა რამდენიმე შავგრემანმა მამაკაცმა წრეში მოიქცია და საშინელი ხმამაღალი ხმით რაღაცას სიცილით ესაუბრებოდნენ. ერთი სიტყვით, ძლიერ ხმაური იყო და ერთი სული მქონდა როდის მოვცილდებოდით აქაურობას. ზამთრის ბაღის კაფელიან იატაკს უაზროდ მივჩერებოდი და მასზე გამოყვანილ ფიგურებს ვაკვირდებოდი, რომელიც უეცრად მამაკაცის ჩრდილმა დაფარა. სანამ შეხედვას მოვასწრებდი მისი ხმაც მომესმა, ინგლისურად მომმართა:
- ბოდიშით... ძალიან მარტოდ მომეჩვენეთ და გამოლაპარაკება გადავწყვიტე...
თვალებით გამიღიმა. თვალხატულა ბიჭი იყო, იქნებ ჩემზე 2-3 წლით უმცროსი იქნებოდა. გამომიწოდა ხელი გასაცნობად:
- ანტონიო!
მე ხელი ჩამოვართვი უსახელოდ. როგორც ჩანს ეს არ იკმარა, სახელი უნდოდა, სანამ არ ვუთხარი, ხელს არ მიშვებდა:
- მატეია...
ამოვღერღე მე.
- სასიამოვნოა... თქვენ ... თქვენ აქ დასასვენებლად ხართ ვიცი... საიდან ბრძანდებით?
მიმოვიხედე და ვუპასუხე:
- ლაიბახიდან... ანუ ლიუბლიანა...
- აჰა, ანუ ქმართან ერთად ისვენებთ...
არაფერი მითქვამს. მანვე გააგრძელა:
- რა ბედი მაქვს, ვინც მომეწონება ყველა გათხოვილია...
თქვა და ჭიქიდან პროსეკო მოსვა.
- ამჯერად შეცდით... ძმაა ჩემი,
და საშასკენ მივანიშნე.
გვიან საღამოს, როდესაც ჩვენს რევიაში დავბრუნდით, საშამ სიცილით მოიგონა იტალიელების ტრაბახები და მეც ავყევი. უცებ კარზე დააზარეს. ღამის სტუმარი მეზობლის ანტონიო აღმოჩნდა:
- უკაცრავად, მატეიას შეიძლება დაველაპარაკო?
ცოტა მორიდებულად მიმართა საშას. მერე თითქოს გაახსენდა და თავი წარუდგინა:
- ანტონიო... მაპატიეთ..
საშაც გაეცნო:
- იოჟეფ!
ისევ ანტონიოს ხმა:
- სენიორ იოჟეფ, თუ შეიძლება თქვენ დასთან ერთად ცოტა ჩემი ვესპათი რომ გავისეირნოთ?
საშას ხმა არ ისმოდა. მერე ყრუდ გავიგონე:
- გაისეირნოთ... ვესპათი... მომიტევეთ ყმაწვილო, ჩემს დას ეს ესაა ჩაეძინა...
- მაპატიეთ, სენიორ... ჩაო...
ბოლოს ანტონიოს ნაწყენი ხმა მომესმა მხოლოდ.
უკან შემობრუნებული საშა გვერდულად მიყურებდა. მისი უსიტყვობა კი ნერვს მიტოკებდა. ისევ მე დავიწყე:
- რას მიყურებ მასე?!
- ოი, ბოდიში რომ ხელი შეგიშალე 5 წუთით გაცნობილ იტალიელ ბიჭუნას რომ მოტოციკლით
სასირნოდ გაჰყოლოდი... იტალიელს... ქალების გიჟს... მოტოციკლით.. ვესპა!
უფრო მეტად ამიტოკდა ნერვი:
- ისე ამბობ, თითქოს გავფრინდებოდი, რომც არ მოგეტყუებინა...
გაბრაზებული მივუგე მე.
- რა ვიცი, რას გაიგებ ქალების ტვინში რა იხარშება...
იმ საღამოს ჩვენი უკანასკნელი გაბაასება ეს იყო... დავნაწილდით დასაძინებლად ...
მეორე დღეც, როგორც საშა იტყოდა, მუქთახორულად გავატარეთ. მშვენივრად ვირგებდით იდილიას, ვტკბებოდით იქაური სილამაზით და სიმყუდროვით. საღამოს კი გრადოში ჩავედით. ერთი საათი ბარში გავატარეთ. მესამე დღესაც უსაქმურობას ვაპირებდით, ქალაქის მყუდრო ადგილას გავაჩერეთ მანქანა და იქვე, ღია კარების წინ, ტავერნაში დავსხედით. რამაზოტის ყინულიანი ჭიქა მის წინ კარგა ხანი ხელუხლებელი იყო, მანამდე მე კიდევ ლატე მაკიატოს დალევაც მოვასწარი. რატომღაც აპათიური მეჩვენებოდა დღეს. უცებ შემომცინა, ოფიციალური სახე მიიღო და ჩემს ხელს დასწვდა. მივხვდი რაღაც ხდებოდა და მეც გავინაზე. ნაზად წაათამაშა თითები ჩემი ხელის მტევანზე და მოარშიყე თვალებით მომმართა:
- ვინ გვაცლის დასვენებას... დამთავრდა პარტი... დიზელები ... აბა, დროებით...
მზერა მაინც ლოკალისკენ გავაპარე, თუმცა ვერ მივხვდი რომლები იყვნენ, უამრავი ხალხი იყო იმ საღამოს იქ თავმოყრილი... ცხადია, რომ იტალიის უშიშროების , დის-ის* მოხელეები (*DIS) შუბლზე მიწეპებული ეტიკეტით არ იჯდებოდნენ, რომ ვინმეს სხვებისგან განერჩია... მეც წამოვდექი, ჟუჟუნა თვალებით დავხედე, ისიც წამოიმართა, ხელზე მემთხვია და დავემშვიდობე. მოსიყვარულედ დამიქნია ხელი.
(*** მე-14 თავის I ნაწილი, გავაგრძელებ )
This post has been edited by CZ88 on 16 Jul 2011, 20:33