snegurochka,
norieliვაგრძელებ მაშინ

31-ეს გაგრძელება, წინა ნაწილი :
ამათი პრობლემები მოგვცა *** 31-What to do, if life continuous night. also there is no time to understand it plainly...*** (თავი 31, V ნაწილი)
მუსიე ლედოს ვილა მართლაც რომ ციხესიმაგრესავით იყო დაცული და კონტროლირებული. ბავშვების სათამაშო მოედანი თავად ვილის ტერიტორიაზე იყო, თუ ვილის გარეთ გავიყვანდი, მხოლოდ ჟულიენის თანმხლებით, რომელიც არა მხოლოდ მძღოლის, გარკვეულ წილად პირადი დამცველის როლსაც ასრულებდა ამ დროს. გარეგნულადაც ეტყობოდა მის ნავარჯიშებ სხეულს, რომ ფლობდა ამისათვის საჭირო თვისებებს.
ოპერატორთან შეთანხმებით, ჩემთვის განკუთვნილი ატრიბუტები: მაღალკონცენტრირებული ჰიპნოტიკის სასხური, მინი-კამერიანი სათვალე ღამის რეჟიმის ფუნქციით, მინი-დეტექტორი და ზიგ-ზაუერის P226 ტიპის პისტოლეტის მოკლე ვარიანტი ვილის ახლოს ქუჩის მოსახვევში, ერთ-ერთ მკვდარ კუთხეში * ( * ადგილი, რომელსაც კამერა ვერ წვდება თავისი განლაგების თუ სიშორის გამო) მეორე დღეს ზუსტად 15:00 საათზე საგულდაგულოდ დადგმულ პატარა სანაგვე ურნის ქვეშ იქნებოდა დატოვებული. მთავარი კი მისი მოპოვება იყო. ამისთვისაც იმ ღამესვე შესაბამისი სტრატეგია შევიმუშავე და დათქმულ დროს უკვე მზად ვიყავი ყველა ხერხის გამოყენებით ეს საჭირო ნივთები ხელთ მქონოდა.
შუადღისას, სადილის შემდეგ, როდესაც ბავშვებმა ცოტათი დაისვენეს, ოთახში თამაშისას მოვუყევი, როგორ ვთამაშობდით ჩვენ ბავშვობაში პარტიზანობანას. როგორ ვხტებოდით ღობეებზე და ასე ვაღწევდით ‘მტრის ზურგში’. ისეთი ეპოსით აღვუწერე ეს თამაში, რომ დასრულებაც არ მაცალეს, მოინდომეს მათაც გამოეცადათ ბედი და ყოფილიყვნენ პარტიზანები. ჟრიამულით მოარბენინეს მათი ჭრელი ზურგჩანთები, საჭირო აღჭურვილობა ჩაალაგეს და დაჟინებით მოითხოვეს ეზოში თამაში. ჩემს მიზანსაც ეს წარმოადგენდა...
ხან სესილი ემალებოდა „მტერს“ და ათასგვარ ‘დივერსიას’ უწყობდა, მას კიდევ მარსელიც ბაძავდა, აქციის გართულების მიზნით, გისოსებზეც კი მოინდომეს აცოცება, რაც ცხადია დავუშალე, მაგრამ მარსელს იმ დონეზე ქონდა მტრის ზურგში შეღწევის სურვილი, რომ როგორც ალტერნატივა, გააღო ჭიშკარი და ვილის ეზოს გარეთ უტევდა ‘მტერს’, ჩემი და სესილის დავალება ამ დროს მისი ‘დაცვა ’ იყო და ჩვენც გავყევით. სანამ სესილი მარსელს ‘ზურგს უმაგრებდა’, ეს დრო საკმარისი იყო ჩემთვის ჩემი ნადავლის ხელში ჩასაგდებად, რომელიც ზამთრის ქურთუკის შიგა დიდ ჯიბეში თავისუფლად მოთავსდა. სწრაფადვე მოვბრუნდი, ჩავკიდე ორივეს ხელები და ეზოსკენ გამოვაქანე. ის იყო ჭიშკარს ვკეტავდი, რომ მადამ ვივიენი ჯალათივით დაგვადგა თავს. ბრაზით გადმომხედა, ბავშვებს ფრანგულად უბრძანა სახლში შესვლა და მე 15 წუთის შემდეგ მისაღებში ყოფნა დამავალა...
მოკუმული ტუჩები როგორც იქნა გახსნა და დამცეცხლა:
- მადმაზელ ლუკიჩ, თქვენ კიდევ 3 დღე გაქვთ აქ სამუშაოდ, მაგრამ თქვენი თავქარიანი საქციელის გამო იძულებული ვარ ხვალვე დაგითხოვოთ! ბავშვები ეზოს გარეთ დარბიან, თქვენ კი მათთან ერთად ხალისობთ, ამით არღვევთ წესებს და საფრთხეს უქმნით პატარებს! ხვალ დილით 10 საათზე საუზმის შემდეგ მუსიე ჟულიენი გაგიყვანთ თქვენს ბიუროში და ამით თქვენი აქ მოღვაწეობა დასრულებულად ჩაითვლება. თანხას კი იმდენს მიიღებთ, რამდენზედაც შევთანმხდით. წადით ახლა და ნახევარ საათში პატარები სამეცადინო მაგიდასთან მინდა ვნახო! წადით!
დარცხვენილი სახე მივიღე, თუმცა არ შევლაპარაკებივარ და უსიტყვოდ შევასრულე ლედოების ასისტენტის ბრძანება...
***
საღამოთი, როდესაც ჩვეულებრივ თითოეული ჩვენგანი საკუთარ „სამფლობელოში“ განმარტოვდა, იყო დრო ნელ-ნელა ჩემი გეგმის შესრულებაზე მეფიქრა.
ფარული კამერების დეტექტორით, რომელსაც თითქმის სანთებელას ზომა ქონდა და მცირე ზომის ფანარიც გააჩნდა მეორე მხარეს, საგულდაგულოდ შევამოწმე ჩემი საძინებელი ოთახი კამერებზე და მიუხედავად იმისა, რომ ველოდი ოთახის დაქსელვას, ერთიც კი ვერ აღმოვაჩინე. სიფრთხილე მუდამ გასათვალისწინებელი იყო და ამიტომაც ჩემი აღჭურვა აჯობებდა სიბნელეში მომეხდინა: შარვლის წელზე იარაღი მოვითავსე, დეტექტორი სვიტრის პატარა ჯიბეში მარჯვენა მხარეს ჩავდე, ჰიპნოტიკის სასხურიანი პატარა ფლაკონი მარცხენა ხელში დავიჭირე, მკერდზე ჩემს მიერ საგულდაგულოდ წინასწარ დამზადებული, მარლის რამდენიმე ფენაზე გადაკრული ტყავის ნიღაბი ჩამოვიკიდე, სამზარეულოდან შეუმჩნევლად მოპარული პატარა დანა ჩექმაში მოვათავსე, გულის ჯიბეში კამერიან სათვალეს მივუჩინე ადგილი, თხელი რეზინის ხელთათმნები წამოვიცვი და დაველოდე როდის ჩაქრებოდა ლედოების ვილის ბინადართა საძინებლებში შუქი.
ზუსტად 55 წუთის შემდეგ, მადამ ბელია, რომელსაც ჟულიენი ჩუმად პიტბულს უწოდებდა, იცოდა რა არ გავცემდი და მენდო, ეტყობა ძილს აპირებდა - ღამეული კითხვისათვის განკუთვნილი ლამპის სინათლეც მიქრა მის ოთახში. ცოტა ხანი დავაყოვნე, პირჯვარი გამოვისახე და გავწიე პიტბულის საძინებელისაკენ...
კარებს ფანარი მივანათე, ვამოწმებდი იყო თუ არა გასაღებით მიკეტილი, თუ კი, მაშინ გამოტყუების ხერხი უნდა მეცადა. რამდენადაც შევამჩნიე, კარი არ იყო არ ჩაკეტილი, მოვირგე ნიღაბი, ნელა გადავატრიალე სახელური და სიბნელეში შევაღე კარი. ოდნავ შევჩერდი ორიენტაციის გამო, ისევ ფრთხილად დავხურე კარი და ბელიას საწოლისაკენ გავწიე. გადავდგი რა რამდენიმე ნაბიჯი, უცებ შუქის ჩამრთველის ტკაცანი ხმა გაისმა, ამას მოყვა ჩემს კეფასთან ძლიერი დარტყმა და დაცემულს ვივიენის არა წივილი, არამედ სრულიად მშვიდი ირონიული ხმაც ჩამესმა:
- აჰა, ღამის სტუმარი, საყვარელი სტუმარი... აბა, მელიავ, მუხლებზე წამოჯექი სასწრაფოდ! მუხლებზე მეთქი! ხელები თავს უკან! თან პარალელურად მომიყევი ვის ეკუთვნი!
თავის ამ ცინიკურ სიტყვებთან ერთად ცივმა ლულამაც მომიალერსა მარჯვენა ყურთან. სანამ წამოვჯდებოდი და ხელებს ბრძანებისამებრ უკან გადავიტანდი, ჰიპნოტიკის სასხურს დავაჭირე და სავარაუდოდ სახეში შევასხურე, რადგანაც უშუალოდ თავზე მადგა, მაყუჩიანის გამოკრა მოასწრო, მაგრამ ცხადია ‘მიზანს’ ააცილა, რამდენადაც მაჯაზე მეჭირა მისი ხელი უკვე და ლულის მიმართულებას ვაკონტროლებდი. მადამ ბელია ჩემს გვერდით ჩაიკეცა და უმწეოდ ცდილობდა უძლური ხელით კიდევ ესინჯა სროლა...
ცდის დრო არ იყო, ჩემი კუსტარული წესით დამზადებული ნიღაბი დიდხანს ვერ დამიცავდა. ერთიც უფრო ინსტიქტურად, ვიდრე თავდაცვის მიზნით ვუთავაზე და მისი პისტოლეტი შავარლში გავირჭვე, ჯიბეები გადავუქექე. ვივიენი გაუხდელი იყო, ეტყობა ელოდა ამ აქციას... ამოვაცალე გასაღებების შეკვრა, ტელეფონის კაბელი გადავჭარი და თითქმის სირბილით დავტოვე ოთახი, კარი გარედან ჩავკეტე. კონდიციის მოსაკრებად რამდენიმე წამით შევჩერდი, დარტყმული ადგილი სასტიკად მტკიოდა, ხელით მოვსინჯე, სისხლი არ მსდიოდა... ფრთხილი ნაბიჯებით დავეშვი მუსიე ლედოს კაბინეტისკენ...
დეტექტორმა იქ ორი კამერა აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სათვალეებით ვმოქმედებდი და შუქი არ მჭირდებოდა, სიფრთხილის მიზნით ორივენი ძალიან ფრთხილად მაინც კედლისკენ შევაბრუნე და საქმეს შევუდექი... დოკუმენტების მთელი დასტა იყო, ყველას გადაღებას ზუსტად 17 წუთი მოვანდომე. ტანის ცახცახი თავსაც სწვდებოდა და ხელს მიშლიდა მკვეთრი და სუფთა ვიდეო მასალა გამოსულიყო, ამიტომაც ზოგიერთ გვერდებს ვიმეორებდი. როგორც იქნა მოვრჩი ამ არასასურველ საქმიანობას. ყოველი შემთხვევისთვის მასალები თავიანთ ადგილებზე დავაბრუნე, გადავკეტე სეიფიც.
ტკივილი ძლიერ მაწუხებდა, ვგრძნობდი მხარიც მიქვავდებოდა და ისღა დამრჩენოდა რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი აქაურობას. ფეხით აქედან გაქცევა ცუდი იდეა იყო, არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს ძალებში, ასე დაშავებული თუ შევძლებდი არასახიფათო ზონის მიღწევას. ისევ ჟულიენი უნდა გამომეყენებინა. გამოვკეტე კაბინეტი და კვლავ პიტბულის ოთახს მივაღწიე, შემართული რევოლვერით გავაღე კარი - თავად ისევ იატაკზე ეგდო, პირიდან დუჟი სდიოდა, გალურჯებული ტუჩებიდან კი ხრიალის ხმა ამოსდიოდა. ფრთხილად დავიხარე და გასაღები ისევ ჯიბეში ჩავუდე. სათვალეზე კამერაც გავააქტიურე და მისი სახეც ავღბეჭდე.,, თითქმის ლასლასით დავტოვე ოთახი... ჩემი ეს საქციელი ჩემი სპონტანური გადაწყვეტილება იყო, რამდენადაც მეტად საეჭვოდ მივიჩნიე მადამ ბელია...
მთელი ძალა მოვიკრიბე და ჟულიენის ოთახსაც მივაღწიე. ტკივილი უფრო მემატებოდა, არ იყო გამორიცხული გონიც დამკარგვოდა და დროზე უნდა მეშველა თავისთვის.
შევაღე ჟულიენის საძინებლის კარი, ფრთხილად მივუახლოვდი მის საწოლთან სკამზე გადაკიდებულ ტანისამოსს, რასაც სათვალის მეშვეობით სიბნელეშიც ვხედავდი. ის იყო ვწვდი და გასაღებსაც მივაგენი, რომ ჟულიენის გაოცებული შეძახილი მომესმა:
- რომელი ხარ? რა ხდება?
აქ ბევრი თამაში არ გამოდგებოდა, არ იყო გამორიცხული იარაღი იქვე ჰქონოდა, ამიტომაც წყნარად ვუპასუხე:
- დანიელა ვარ, ჟულიენ...
- დენი?... პიტბულმა ხომ არ დაგინახა ჩემთან რომ მოდი? მოიცა, ახლავე, დენი, არ მჯერავს... მოიცა...
მზრუნველი ხმით ხმადაბლა იმეორებდა ლამპის ჩართვამდე. ჩართო რა ლამპა გაკვირვებული, თვალებგაფართოვებული მიყურებდა, მის წინ ვიდექი ალბათ რაღაც კრეატურა... საბანი მოისროლა და წამოდგომა დააპირა, თან მეუბნებოდა:
- დენი, რა ხდება, რა არის ეს, დენი... ბეიბი, რა გჭირს?
სათვალე მოვიხსენი, შევატყვე რომ ჩემი გაფითრებული სახე მას ბევრ რამეს თუ არა, იმას მაინც აუწყებდა, რომ არანორმალური მდგომარება იყო, რომ რაღაც ხდებოდა. წამოდგა და ხელი გამომიწოდა, თითქოს დახმარებას აპირებდა, მე კი ამ დროს აკანკალებული ხმით, ცალი თვალიდან ცრემლმდინარე დავასწარი:
- ჟულიენ, მაპატიე, მომიტევე, მაგრამ ...
და ჰიპნოტიკის სასხური პირისახეში შევასხი. თვალები უფრო გააფართოვა, თუმცა წამებში ნეტარად მილულული ქუთუთოებით თავისივე საწოლზე გადავაწვინე. შუბლიდან კულული გადავუწიე და წავჩურჩულე:
- მაპატიე, ჟულიენ, მაპატიე...
(*** გავაგრძელებ)