მადლობა , გოგონებო კიდევ ერთხელ

გავაგრძელებ , წინა ნაწილი
ამათი პრობლემები მოგვცა***34-Play, play on a violin about life... about underworld mine...***(34-ე თავის დასასრული)
შუადღე ახლოვდებოდა, დამლაგებელი ქალის კაკუნმა გამომაღვიძა... აბაზანაში სარკეში ვუყურებდი საკუთარ გამოსახულებას - რაღაც საოცრება იდგა ჩემს წინაშე: გასივებული სახით და ჩამოკიდებული ქუთუთოებით. ჩემს გეგმას ეს გამომეტყველება ნამდვილად არ შეესაბამებოდა, ამიტომაც სასწრაფოდ მივმართე გამოსასწორებელ მეთოდებს: თვალებზე ცივი ტილო დავიფინე, მოშვებულად ჩავწექი ისევ ლოგინში და შიგა და შიგ გამთბარ ტილოს ისევ ყინულიან წყალში ვასველებდი პროცედურის გასამეორებლად...
საღამოსთვის უკვე სასურველი ეფექტიც სახეზე იყო, ნამდვილად აღარ ვგავვდი ტირილით დაოსებულს. ჩავედი დაბლა და ყველაფერი რაც გამაჩნდა მანქანის საბარგულში - ოთახში ავიტანე: იარაღი, სხვა საჭირო ხელსაწყოები, კოსმეტიკა თუ პარიკთა ნაირსახეობები. ნახევარ საათში უკვე სრულიად სახე შეცვლილი იმ ბედკრული ლოკალისაკენ მიმავალ გზას დავადექი. გზად სადგურის შემნახველი საკნიდან ჩემს მიერ დეპონირებული პატარა ჩანთაც გამოვიტანე და საბარგულში მოსროლით შევმატე ჩემს ავლადიდებას. აკანკალებული სხეული ისევ ეპატიჟებოდა ცრემლებს, მაგრამ ჩემი მიზანი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მედგრად ვეწინააღმდეგებოდი.
***
ისევ ქუჩის მეორე მხარეს გავაჩერე მანქანა და კაფესაკენ გავწიე. საბედნიეროდ კაფე მუშაობდა... დიახ, ის კაფე მუშაობდა ისევ ისე, თითქოს არც არაფერი, თითქოს აქ ჩემთვის უძვირფასესი პიროვნების სუნთქვა საბოლოოდ არ შეწყვეტილიყო... ამხედრებული ადრენალინი ბიძგებად მირტყამდა ყველგან, მაინც ვიყოჩაღე და შევაღწიე ლოკალში. თეკის წინ ჩამოვჯექი, ვინ იცის, სწორედ იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე საათის წინ საშა იჯდა... ცოცხალი და მკვდარი საშა...
ბარმენიც იგივე იყო, ჯარასავით ტრიალებდა თეკის მიღმა და თან ნაძალადევი სიცილით უხითხითებდა სტუმრებს. დროის მცირე ნამსხვრევში იმასაც ვფიქრობდი, ამომეღო იარაღი და აქვე დამეხალა ყველას თანდასწრებით, რამდენადაც ასე ურცხვად იცინოდა, როდესაც საათების წინ აქედან ჩემი მეწყვილის ცხედარი გაასვენეს... ის კი იცინოდა... ძალძალით დავლიე რამდენიმე ჭიქა ყავა და დროც ნელ-ნელა გავიდა - საშინლად მტკივნეული დრო, რომლის ყველა წამი გულზე ეკლებივით მესობოდა, რომ იძულებული ვიყავი მომეთმინა იმ ადგილზე ასე უძლურად ყოფნა, სადაც ჩემი ოსტატის სიცოცხლე შეწყდა...
როგორც იქნა ხალხიც შემცირდა, კაფეც მალე დაიკეტებოდა აწი. ჩემამდე კიდევ ერთი საბოლოო სტუმარიც რომ კარს მიეფარა, მე, ბარმენი და მომსახურე გოგონაღა დავრჩით. ბარმენს მოუსვენრობა დაეტყო, დაკეტვამდე კიდევ ნახევარი საათი იყო დარჩენილი. ნახმარ ჭიქებს რეცხავდა და ხშირ-ხშირად მეც მიყურებდა, ელოდა როდის გავიდოდი. დიდხანს არც მე მიწვალებია, უხმოდ გადავიხადე და გამოვედი. რამდენიმე წუთის შემდეგ შევტრიალდი ისევ. გაოცებული მიყურებდნენ ორივენი, საათსაც დახედეს, ნიშნად, რომ უკვე დაიკეტებიან. სანამ ამას სიტყვებით დაადასტურებდნენ, მე დავასწარი:
- მაპატიეთ, ტუალეტში მგონი გასაღები დამივარდა... ჩანთაში და ჯიბეებში ვერ ვპოულობ... იქნებ იქ დამივარდა, შევალ ახლავე და ვნახავ...
ბარმენმა გოგონას გადახედა, მერე ისევ საათს და მომიგო:
- რა გაეწყობა, რახან მასე გგონიათ შედით და ნახეთ... მე კი კარს დავკეტავ და თქვენ ეზოს მეორე მხარე კარებიდან გაბრძანდით, დაკეტვის დროა და ვინმე რომ შემოგვესწროს ახსნა - განმარტების თავი არ მაქვს! ამ ხალხს ხომ ვერაფერს გააგებინებს კაცი!
რაღაც უშნოდ წარმოთქვა ეს ბოლო სიტყვები და მტრულად გადმომხედა. მე მაინც თავაზიანად გავუღიმე და ტუალეტისკენ გავწიე. პირველი რაც გავაკეთე ჯერ თვალით შევამოწმე იქაურობა კამერებზე, შემდეგ კი დეტექტორით, არცერთმა არ დაადასტურა ვიდეო კამერების არსებობა, რაც მეტად ხელსაყრელს ხდიდა ჩემი გეგმის შესრულებას. ხელებზე თხელი ხელთათმნები წამოვიცვი, ზიგ-ზაუერიც ჩანთიდან საწვიმარის ჯიბეში გადავიტანე და კორიდორში გამოვედი. მომსახურე გოგონა კორიდორის ბოლოში იდგა და მელოდებოდა. მე კი დავუძახე:
- უკაცრავად, თქვენი დახმარება მჭირდება, ერთი წუთით, გთხოვთ... იქნებ თქვენ მოახერხოთ ამოღება , წყალსადინარის გისოსებშია გაჩხერილი...
გოგონა აშკარა უკმაყოფილო ბუზღუნით გამოემართა ჩემსკენ, შემომყვა ტუალეტში და დოინჯმორტყმულმა მკითხა:
- აბა, სად ?
სანამ აზრზე მოვიდოდა, პისტოლეტის ლულა აუკიაფდა რა თვალებთან, პირი წებოვანი ბანდით ავუკარი და ხელებზეც ხელბორკილი დავადე, კაბინაში შესვლა ვუბრძანე და კარებიც მივკეტე...
ცოტა ხნის შემდეგ ბარმენის ყვირილის ხმაც მოისმა:
- ბეატრის! რას აკეთებ ამდენ ხანს, ჩავარდი მანდ? დაგვათენდა თავზე, ბეატრის!
სიტყვებს ფეხის ხმაც მოყვა, ეტყობა უკვე კარის წინ იდგა და ქალების ტუალეტში შემოსვლას ვერ ბედავდა. ამაში მე წავეშველე: გავაღე კარი და მივმართე:
- იქნებ თქვენ მოახერხოთ, ბეატრისიც უძლური აღმოჩნდა, იქნებ გასაღების პირით ამოვწიოთ მაღლა, მეშინია მთლიანად არ ჩავარდეს და არ დავრჩე გაღიმებული!
ჰეკტიკური მოძრაობით შემოვიდა შიგნით, გამძვინვარებულმა დასჭექა:
- უკაცრავად, მაგრამ სულ არ მაინტერესებს მე თქვენი გაღიმებული დარჩენა, კულტურაც რაღაცას ნიშნავს!
კარები ისედაც ავტომატიურად მიიხურა და მეც აღარ დავაყოვნე: მოხვდა რა მოქნეული მუშტი მისი ყბის მარცხენა ნაწილს, პირსაბანს მიეხეთქვა, ხელი წაიღო მოდენილი სისხლის შესამოწმებლად, მაგრამ აღარ დასცალდა, მეორეჯერ დარტყმულმა მთლიანად დასცა ძირს, ამავე დროს საფერთქელთან პისტოლეტის ცივი მეტალი თავის მიზანს ასრულებდა: შეშინებული გატოკებასაც ვერ ბედავდა და მხოლოდ ცხვირიდან მომდინარი სისხლის ყლაპვისას საცოდავად ითხოვდა შველას. საქმე სწრაფი მოსალევი იყო და ბევრი ცდის დრო აღარ მქონდა, პირდაპირ საქმეზე გადავედი:
- ზუსტად ჩამოფქვი ახლა, რა მოხდა გუშინ, ზუსტად, თუ გინდა რომ ეგ მყრალი სიცოცხლე შეგრჩეს, პიდარასტო!
გახეთქილი ტუჩი საცოდავად აათრთოლა და სისხლს ცრემლიც შეურია:
- წარმოდგენა არ მაქვს რაზე ლაპარაკობთ!
ამ სიტყვებს კი კიდევ ერთი დარტყმა მოყვა იმავე გახეთქილ ტუჩზე, ისევ ახრიალდა და ხელების აფარებით კვლავ შველას ითხოვდა, ისევ გავუმეორე:
- გელოდები, სწრაფად!
- მე არაფერ შუაში ვარ, მერწმუნეთ, მე არაფერი ვიცი!
პისტოლეტის ლულა ხორხთან ჩავუტარე და მივაწექი რაც შემეძლო. ხველის შემდეგ ისევ ამოიღო ხმა, თუმცა კითხვა აღარ გამიმეორებია, ჩემი თვალები აკეთებდნენ ამას:
- ქალი და კაცი მოვიდნენ გუშინ დილით... ქალი და კაცი, მე არაფერ შუაში ვარ...
უკვე ცხადი იყო ჩემი ვარაუდი მტკიცდებოდა. სახეზე სიწითლემ მომაწვა, პისტოლეტიანი ხელი ისევ ვლეწე სახეში და ვკითხე:
- ზუსტად თქვი რაც იყო, ზუსტად!
სისხლში მოთხაპნილ სახეს შიშით ვერც იწმენდდა, ისე გააგრძელა ღმუილით:
- მე არ მინდოდა, არც ვიცოდი ვინ იყო და რა სურდათ, ფული დამიდეს და დამავალეს... შემეშინდა და გავაკეთე...
ამის გაგონებაზე უფრო გავცეცხლდი, მინდოდა იქვე მომესწრაფა მისთვის ბოლო, მაგრამ მაინც მსურდა ჯერ ელაპარაკა, ვანიშნე გაეგრძელებინა:
- ფხვნილიც დამიტოვეს, რაც უნდა ჩამეყარა სასმელში, სურათი მაჩვენეს და ასევე ისიც მითხრეს დაახლოებით როდის მოვიდოდა.., აბა რა მექნა, ფულზე არ არის საქმე, ფულზე... არა... შემეშინდა...
მივაფურთხე სახეში და დაბალი ხმით ვკითხე:
- და რამდენი ღირდა კაცის სიცოცხლე შენთვის? რამდენად? შენ გველო, რამდენად მეთქი!
სლუკუნით მიპასუხა:
- ოთხი ათასი გერმანული მარკა... მე არ მინდოდა.. ფულზე არ იყო...
წამოვდექი, ზიზღით ვუყურებდი ზემოდან და ცალი თვალიდან ცრემლის ნაკადს გასაქანი მივეცი - თურმე ოთხი ათასი მარკა ღირებულა ჩემი მეწყვილის სიცოცხლე... განუსაზღვრელად დიდი რაოდენობის ფრუსტაცია ყელში მგუდავდა, კიდევ ერთხელ ჩავახალე წიხლი გვერდებზე და დავუყვირე:
- შენ არაკაცო, რა ცხოველის შვილი ხარ, რომ კაცის სიცოცხლეს ფულზე ყიდი, თახვო!
ისევ დავიხარე და შუბლზე მივაჭირე იარაღი, მაგრამ შევფერხდი, წამოვდექი, ზემოდან დავხედე და სრული სიმშვიდით მივუგე:
- არა, ის კაცი არ იმსახურებს შენნაირ არარაობა მსხვერპლს, შენნაირ ძაღლს არ მივაკლავ მისი სულისთვის... მაგრამ...
მწარე ღიმილი მომადგა სახეზე, ვუყურებდი ამ საცოდაობას და მეღიმებოდა:
- მაგრამ... მაგრამ შენ გემახსოვრება აწი ყოველ დღე შენი ძაღლობა, ყოველდღე, ყველა გაღვიძებაზე შენიშნავ შენს სილაჩრეს და სანამ ეგ ბინძური სული სათრევი გექნება, ამ სინამდვილით ათრევ!
ეს ვთქვი და მუხლებში ჩავახალე ტყვია. ერთი შეჰყვირა, მერე მიყუჩდა კვლავ... მეორე მუხლიც გადაუხსნა ჩემს მიერ ნასროლმა, ძვლების ნამტვრევები ირგვლივ მიმოიფანტა... უმწეოდ შეაფართხალა სხეული და დუჟი ამოუშვა პირიდან... გადავაბიჯე ამ თითქმის ცხედარს, იმ კაბინის კარი გავაღე, სადაც ბეატრისი იყო ჩამწყვდეული: საწყალი გოგონა ფერმიხდილი ატუზულიყო კედელთან და შეშინებული მიყურებდა... ვანიშნე გამოსულიყო:
- შეგიძლია ან გაიქცე ან როგორც გსურს ისე მოიქეცი, შენი კოლეგა კი სამუდამო ხეიბარი იქნება, კუნძი !
გამოვიხურე კარი და უკანა ეზოს გასასვლელიდან სიბნელეს შევერიე...
***
მანქანით მივყვებოდი ნახევრად განათებულ შარაგზას და სიცილ-ტირილით ძლივს ვახერხებდი სიგარეტის ტუჩებთან მიტანას, ცალი ხელით ვატრიალებდი საჭეს და ბედს მინდობილი ისიც არ ვიცოდი რომელ მიმართულებას ვადექი... საამოდ ვიხსენებდი საშას საუბრებს და მისი ბოლო შეხვედრისას წარმოთქმული ფრაზა ვგრძნობდი რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრების მეგზური იქნებოდა: „არავითარი შიში! ჩემს საუკეთესო მოსწავლეს და მეწყვილეს ეგ არ ეკადრება... შემომხედე აბა?! ხო, მხნედ შემომხედე, როდის მერე გავხდით ჩვენ საცოდავები? არც არასოდეს!“ ... ვიცინოდი, ვტიროდი, ისევ ვიცინოდი... ხარხარში გადასული სიცილი მაინც ქვითინმა დაჯაბნა... მარცხენა ხელით შევიწმინდე კალაპოტში ჩამდგარი ცრემლი და ხმამაღლა წარმოვთქვი: „საშ, ყველას გადავუხდი, ყველას! ყველას მოვთხოვ შენთვის პასუხს, ამას გპირდები, გპირდები !“... ვამბობდი ამას და ამავე დროს მისხალი წარმოდგენაც არ გამაჩნდა, როგორ შევხდებოდი მე უმისოდ შემდეგ დღეს, არათუ ვეღარასოდეს ვეღარ ვიხილავდი მას...
(*** 34-ე თავის დასასრული. ამით მეც დავასრულებ აქ წერას, თუ ძალიან მოგენატრებით, მომწერეთ და იქნებ ერთი თქვენთვის საინტერესო თავი დავწერო, აი, სწორედ ის, პატრიციას რომ ვუთხარი გაჩვენებ მეთქი, სწუხდა რა ძმის გამო და მისი ძმის შეცვლილ ცხოვრებაზე ღალატის გამო

ღმერთმა დაგლოცოთ ყველა და გაბედნიეროთ

)
Хочешь верь иль не верь. но во мне живет гад - этот гад спящий зверь...
მიმაგრებული სურათი