სტინგი ბათუმში საკუთარი თვითმფრინავით უკვე ჩამოფრინდა
კვირა, 03 ივლისი 2011 16:40
სტინგი უკვე ბათუმშია. ლეგენდარული მუსიკოსი ზღვისპირა ქალაქში საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა. სტინგმა ბათუმის სასტუმრო "შერატონში" 21-ე სართულზე პენტჰაუსი დაიკავა, საიდანაც ხედი განახლებულ ბათუმზე ყველა კუთხით იშლება. ბათუმში გრანდიოზულ კონცერტამდე რამდენიმე საათი რჩება. კონცერტისთვის მზადება თითქმის დასრულებულია.
ამ წუთებში მსოფლიო დონის ვარსკვლავები
პიაცას მოედანზე იმყოფებიან, სადაც საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთობლივი რეპეტიცია იწყება.
შეგახსენებთ, რომ გრანდიოზული კონცერტი ზუსტად 21:00 საათზე დაიწყება. მკაცრად არის განსაზღვრული მაყურებელთა რაოდენობა. კონცერტს 2 500 ადამიანი დაესწრება და უბილეთო მსურველებზე სოლიდური ჯარიმა დაწესდება.
ისე კითხვა დამებადა რომელ "ჭკვიანს" მოუვიდა თავში მოედანს დაერქვა მოედანი(piazza-მოედანი იტალიურიდან და ინგ).ხომ არ დაგვერქვა რომელიმე ქუჩას ქ.ქუჩა ან ქალაქს ქალაქი

))