ავტობუსით თუ ვმგზავრობ და კონტროლიორი ამოდის, მაგრად ვხალისობ ხოლმე...
რო მიაწყდება ხალხი აპარატს ბილეთის ასაღებად

ისე კონტროლიორები ჯიგრები არიან

მე ჯერ არ შემხვედრია (თორე პრო##ბიც რო არიან ვიცი) ვინმესთვის ჯარიმა გამოეწეროთ...
უბრალოდ ეუბნებიან ხოლმე აიღე ბილეთიო...
მაგრამ მაინც ვაწვალებ ხოლმე

ხან ჯიბეში მიდევს ბილეთი და რამდენიმე წუთი ვიქექები ჯიბეებში, ვითომ ვერ ვპოულობ...
და გამარჯვებულ სახეს რო მიიღებს, დავადღანიო და ჯარიმას გამოვუწერო, მერე ვიპოვი ხოლმე

ან დავაგორგლებ ხოლმე ხელით ბილეთს პატარა შარიკად და იმას ვაჩვენებ ხოლმე...
ესაა ბილეთი მეთქი

ზოგი შლის, ზოგი მენდობა

კონტროლიორი თუ არ ამოვა, მაგრად მიტყდება...
ტყუილად ავიღე ბილეთი მეთქი

ხო, ბილეთს იმიტომ არ ვიღებ რომ სახელმწიფოებრივ ვალად მიმაჩნია...
კონტროლიორები რომ არ იყვნენ საერთოდ, არც ავიღებდი

მაგრამ ვიღაცა Y-ეს სალაპარაკო რატო მივცე და რატო დავაწერინო ჯარიმა...
ხან ერთი გაჩერებისთვის ავდივარ ხოლმე ავტობუსში, ფეხით რო მეზარება გასეირნება და მაინც ვიღებ ხოლმე ბილეთს...
მანდ უკვე გურჯული გოიმობა შემოდის სცენაზე - ხალხი რო ზის ავტობუსში ვიღაც მათხოვარი არ ვეგონო ბილეთს რო არ იღებს მეთქი

თან კონტროლიორი რო გაიჩითოს იმ შემდეგ გაჩერებაზე, მეც ხო უნდა მივაწყდე და იმ მდგომარეობაში გავიჩითო სხვებზე რო ვკაიფობ ხოლმე
This post has been edited by Frankens†ein on 4 Jul 2011, 12:45
Mens sana in corpore sano...