რამდენიმე წუთის წინ საქართველოს რკინიგზის კუთვნილი მატარებლის ვაგონი ლიანდაგებიდან გადავარდა.

საქართველოს რკინიგზის კუთვნილი მატარებლის ვაგონი, რომელიც ოზურგეთიდან თბილისისკენ მოემართებოდა გორის ტერიტორიაზე ლიანდაგებიდან გადავარდა. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს რკინიგზა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პრობლემა მალე აღმოიფხვრას და საღამოს დაგეგმილი რეისები შეუფერხებლად განხორციელდეს. გამოყოფილი სპეციალური ჯგუფები ადგილზე უკვე მუშაობენ. უახლოეს ერთ საათში მოძრაობა სრულად აღდგება. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის." - განუცხადეს "ჯეონიუსს" საქართველოს რკინიგზაში.
ცნობისთვის, აღნიშნული რეისის მგზავრები სამარშუტო ტაქსებით თბილისისკენ უკვე მოემგზავრებიან.