”ქართული პარტიის” ოფისში სამართალდამცველების შესვლის კადრები/ პალიტრაTV. 04.07.11
http://www.interpressnews.ge/ge/video.html...video&video=558 * * *
სოზარ სუბარი - ზურაბ გიგუაშვილის დასაკავებლად უფრო მეტი სპეცრაზმელი იყო მობილიზებული, ვიდრე ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის დროს
18:00 05-07-2011
სოზარ სუბარი - ზურაბ გიგუაშვილის დასაკავებლად უფრო მეტი სპეცრაზმელი იყო მობილიზებული, ვიდრე ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის დროს 4 ივლისს "ქართული პარტიის" ოფისის დასარბევად და ზურაბ გიგუაშვილის დასაკავებლად უფრო მეტი სპეცრაზმელი იყო მობილიზებული, ვიდრე ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის დროს , - ამის შესახებ ნათქვამია "ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარისს განცხადებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.
"ზურაბ გიგუაშვილის ერთადერთი "დანაშაული" ის არის, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ბიძაა. დღეს საქართველოში ადამიანებს უკვე ამისთვისაც კი სჯიან", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ზურაბ გიგუაშვილი, ამ თვალსაზრისით, ერთადერთი გამონაკლისი არ არის. მისი განცხადებით, მსგავსი ქმედებები ხელისუფლების ჩვეული ქმედებაა.
"ნორა კვიციანი უკვე მეხუთე წელია ციხეში ზის იმის გამო, რომ ხელისუფლება მის ძმას და შვილს დევნის", _ აცხადებს სუბარი. იგი ამავე კონტექსტში ახსენებს მამა-შვილ ლიჩელებსაც, რომლებიც ხელისუფლებამ მხოლოდ იმის გამო დააპატიმრა, რომ მათი ოჯახის წევრი, გოჩა ლიჩელი, თავის დროზე, ირაკლი ოქრუაშვილის პირად დაცვაში იყო, ახლა კი "ქართული პარტიის" ოფისის დაცვაში მუშაობს.
"ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მართვის სტილი, რომელიც ადამიანების დაშინებას ისახავს მიზნად. "ქართული პარტია" ყოველივე ამას სიმართლეს, სიმტკიცესა და ბრძოლის ჟინს დაუპირისპირებს", - აცხადებს სოზარ სუბარი.
* * *
პოლიტიკა
UP Down
ეროსი კიწმარიშვილი ჯონ ბასს "ქართული პარტიის" მიმართ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს
19:10 05-07-2011
ეროსი კიწმარიშვილი ჯონ ბასს "ქართული პარტიის" მიმართ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში ჯონ ბასს პარტიის მიმართ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ზეწოლასთან და ტერორთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს .
ამის შესახებ კიწმარიშვილმა დღეს საღამოს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უკვე ორი კვირაა, პარტიის წევრების დაკავებები და პარტიის მიმართ ტერორი გრძელდება, აკავებენ პარტიის წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს, რომლებსაც სასტიკად უსწორდებიან.
კიწმარიშვილის განცხადებით, პარტიის ოფისთან ხორციელდება ზედამხედველობა, იმყოფებიან პირები, რომლებიც აკონტროლებენ პარტიას და შემდგომ ხელმძღვანელობას ინფორმაციას აწვდიან.
ეროსი კიწმარიშვილის თქმით, ამერიკის ელჩმა უახლოეს ხანებში თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მათ აფიქრებინებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ამერიკისგან არის მხარდაჭერილი.