#26373544 · 9 Jul 2011, 01:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
,,დიდოსტატის მარჯვენაში'' არის ერთი მეტად საგულისხმო ეპიზოდი: ოჩანისა და კვეტარის ციხის აღებისა და თალაგვა კოლონკელიძის, ასე ვთქვათ, ,,გაუვნებელყოფის'' შემდეგ გიორგი მეფე სპასალართან და ამალასთან ერთად შინ ბრუნდება. გზად ქორსატეველაში გაივლიან. მამამზე სთხოვს მეფეს, დაპირებისამებრ, ესტუმროს მას. მეფე დაღლილობას მოიმიზეზებს და უარს ეტყვის. მამამზეს სახლთუხუცესი, შავლეგ ტოხაისძე ბრაზით აღარ არის: დაკარგა, შეიძლება, უკანასკნელი და საკმაოდ კარგი შანსი მეფის თავიდან მოცილებისა. ავტორი აღნიშნავს, რომ მას ,,მოწამლული ღვინოც მზად ჰქონდა, მაგრამ ერჩივნა სხვისი ხელით მოკრეფა ნარისა.'' ახლაც ასეა...
--------------------
NIHIL PROBAT, QUI NIMIUM PROBAT!
|