,,-უა'' შეიძლება აფხაზურში რაღაც ნიშნავს, მაგრამ არც მეგრულში არის ყურით მოთრეული, შესაბამისად ის გვარები რომელებიც -უა ბოლოსართებით სარგებლობენ არ შეიძლება ხელაღებით აფხაზური გავლენის ან წარმოშობის შედეგად მივიჩნიოთ.
აფსუა თუ აფხაზი?,,-ბა'' დაბოლოების მქონე გვარები რატომღაც ყველა მიიჩნევა აფხაზურ-აფსუურად, გასარკვევია ,,ბა'' პირწმინდად აფხაზური ელემენტია და შემდეგ ამან გავლენა იქონია არაფხაზურ გვარებზეც თუ ის შეიძლება არააფხაზური წარმოშობისაც იყოს, ქართულ ლექსიკაში გვაქვს თაობათა აღმნიშვნელი სიტყვები : ბაია, ბადი (ბადიში), ბაბა (მამა) , ბაბუ.
არის თუ არა ,,ბა'' ქართველურად შვილის აღმნიშვნელი?
ჭანბა - არაქართველია?
აგრბა?
გვარის ფუძეში ხომ ჭანი და მეგრელი უწერია.
მარტო ,,-ბა'' არ არის საკმარისი რომ გვარი არაქართულად მივიჩნიოთ მითუმეტეს არის ვერსია რომ ასევე ,,ბა'' ქართველური წარმოშობისაა ისევე როგორც ,,-უა''
ამასთანვე გასარკვევია გვარის ფუძე.
* * *
* * *
* * *
* * *
* * *
* * *
* * *
* * *
* * *
http://www.open.ge/index.php?m=33&y=2001&art=60/ ვალერიან ზუხბაია/
მეცნიერ-ისტორიკოსთა შორის ჯერ კიდევ არ არის ერთიანი აზრი, თუ ვინ არიან აფხაზები, ქართველები თუ ჩერქეზურ ადიღეური მოდგმის ხალხი. ჩვენი მიზანია, სხვა წყაროებთან განსხვავებით ჩკულტურის ძეგლები, ტოპონიმები, ისტორიული რუკები- გვარსახელებით დავასაბუთოთ აფხაზთა ქართული წარმოშობა.
ბერძენი ავტორების ჰელანიკე მიტილენელის ჩძვ.წ. ს.-, ჰალიფატე აბიდოსელის ჩძვ.წ. Iს.- და მითრიდატეს ომების ისტორიკოსების ჩპროკოპი კესარიელი- ცნობით, აფხაზეთში ანტიკურ ხანაში ცხოვრობდა ქართველი ტომი მოსხები. არც ერთ აფხაზ-ისტორიკოსს თავიანთ შრომებში, აფხაზეთის ისტორიის არც ერთ გამოცემაში აღნიშნული არა აქვთ ანტიკურ ხანაში თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსხების ცხოვრება. უცხოურ წყაროებში აბაზგები მოხსენებულია ჩვენი წელთაღრიცხვის I-II საუკუნეებში.
აკადემიკოს ნ.მარის, პ.ინგოროყვას, სიკვდილის წინახანებში დ.გულიას მიხედვით მოსხები აფხაზთა წინაპრებია: პ.ინგოროყვა: მოსხი-ბასხი-აბასხი-აბაზგი-აფხაზი; აკადემიკოსი ნ.მარი: აფხაზი, "აბასხი, იგივე მასხი ანუ მესხია". "იბერები და აბაზგები ერთი ტომისანი არიან" - წერს იოანე ცეცე - XIII საუკუნის ბიზანტიელი ფილოსოფოსი და კომენტატორი. "აფხაზეთი ქვეყანაა გურჯებად წოდებული ქრისტიანი ხალხით დასახლებული", აღნიშნავდა XIII საუკუნის არაბი ავტორი.
მრავალი ისტორიული საბუთით მტკიცდება, რომ I-II საუკუნიდან XII საუკუნემდე თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა ქართველი ტომი აფხაზები, რომელნიც მეგრულ ენაზე მეტყველებდნენ ჩლაპარაკობდნენ-. სურათი იცვლება XII საუკუნიდან, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოვიდნენ ყაბარდოელ-აბაზინური ტომები - აფსუები და მათ აფსუებად მოაქციეს ქართველი აფხაზები. მეგრული ენის ნაცვლად გაბატონდა აბაზინური ენა, რომელსაც აფსუები აფხაზურ ენას უწოდებენ.
სეპარატისტი აფხაზები კი დაბეჯითებით ამტკიცებენ აფხაზთა ჩრდილოეთ კავკასიურ წარმოშობას, ადიღეურ-ჩერქეზულ ტომებთან ნათესაობას. სამწუხაროდ ამ მოსაზრებას მხარს უჭერს, იზიარებს ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსი. ერთ-ერთი მათგანის შესახებ გაზეთ "ლიტერატურულ საქართველო"-ში საინტერესო სტატიებს ბეჭდავს ისტორიკოსი გერონტი გასვიანი.
ამ წერილის მიზანია გაიკვლიოს გზა ჭეშმარიტებისაკენ, უჩვენოს მკითხველს, რომ თანამედროვე აფხაზთა წინაპრები ქართველები იყვნენ და რომ არავითარი ნათესაობა არა აქვთ ადიღეურ-ჩერქეზულ-ყაბარდოულ ტომებთან. ამისათვის ჩვენ არ გვჭირდება წიაღსვლა, იმის მტკიცება, რომ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე პალეოლითიდან ანტიკურ ხანამდე არქეოლოგიური მონაპოვარი კოლხურ კულტურას მიეკუთვნება, რასაც ადასტურებს აფხაზი არქეოლოგი მ.ტრაფში.ჩვენ ვისაუბრებთ აფხაზეთში ცნობილ გვარებზე.
ცნობილი ფაქტია, რომ თანამედროვე აფხაზთა 80 პროცენტს ქართულ-მეგრული გვარი აქვს. თუ ამას მივუმატებთ ბა სუფიქსიან მეგრულ გვარებს ჩარშბა, ქეცბა, კაპბა და სხვ.- მაშინ ქართული წარმოშობის გვარების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
გააფხაზებული ქართული გვარები ორად იყოფა: აფხაზების მიერ შეცვლილი გვარები და გვარშეუცვლელად გააფხაზებულნი. პირველს მიეკუთვნება: კალანდაძე-კასლანძია, სურგულაძე-შურდულავა, ქორიძე-ქუარანძია, ჯინჯოლია-აჯინჯალი, ქირია-კრია, ჩალაძე-ჩალანძია, საღარაძე-საღარია, კამლაძე-კამლია, ნოზაძე-ნაზაძე, ფაჩულია-ფაჩალია, ლატარია-ლადარია, ზარანდია-ზარდანია, შედანია-შადანია, სონგელია-სანგულია, ბეცია-ბაცია, მელია-მალია, ღვინჯილია-ღვინჯია და სხვ. გვარშეუცვლელად გააფხაზებულნი: წერეთელი, აბაშიძე, ახვლედიანი, ლაღიძე, კვარაცხელია, გოგუა, პაპასკირი და სხვ.
ამჟამად, დადასტურებულია, რომ აფხაზ თავადთა და აზნაურთა გვარები ქართულია. აფხაზეთში გავრცელებული ქართულ-მეგრულ გვართა ჩამოთვლა საგაზეთო სტატიაში შეუძლებელია.
არის ქართული ჩმეგრული- გვარები, რომელნიც მხოლოდ აფხაზეთში გვხვდება: აბაშია, აბლოთია, არდაშელია, ასკანუა, ბეძუა, ბასარია, ბეკვერია, ბენდელავა, ბენია, ბერძენია, ბობუა, ბელისკირია, გამახარია, გამისონია, გარმელია, გვაგვალია, გინდია, გოჩავა, გურგულია, ეთერია, ვარდანია, ვარდაია, ეთერია, ზანთარაია, კენჭია, კვარჭაია, კიკორია, კილანავა, კვეკვესკირი. კორსანტია, კოტუა, კარხალავა, ლაძაბია, მახარია, მერჭულე, უგვარი, რიგვავა, ფენდერავა, ხოჭავა, ქიტავა, ძანძავა, ძაძუა, ქუჩუბერია, ციცარია, ჭოლარია, ქვაჩახია, სარუა, ჯეჯეია, სექანია, მარხულია, შარია და სხვ.
ლაზური წარმოშობის აფხაზური გვარებია: ხალვაში, ხვატიში, ცარგუში, ბაძადიში, ფაზილიში, ხაზირიში.
თურქული წარმოშობის აფხაზური გვარებია: არნაუტ, ოზგან, ფეიზბა ჩფეიზ-ოღლი-, თარკილი, იაზიჩბა, დადალ-ოღლი, აბას-ოღლი, ყარალ-ოღლი, ქემალ-ოღლი. აჭარელ აფხაზებს შორის თურქული წარმოშობის გვარებია: ასლან ზადე ჩხიბა-, ემინ-ზადე, მოლ-ოღლი, კუსტ-ოღლი, სემიქ-ოღლი, ბეგირ-ოღლი, კაზან-ოღლი და სხვ.
რუსული წარმოშობის აფხაზური გვარებია: ივანოვი, ერმოლოვი, თუმანოვი, უკრაინულია - ბარჩან, გერმანული - შლატერ, ზანგებიდან მომდინარე აფხაზური გვარია - აბაშ, სპარსებიდან - ისკანდერ.
არის ფშ-ზე დამთავრებული აფხაზური გვარები: ბაგაფშ, ერიგაფშ, ტრააფშ, კააფშ და სხვ. მათ აფხაზურ გვარად მიიჩნევენ, მაგრამ არის მოსაზრება მათი ქართული ჩლაზური- წარმოშობის შესახებ.
ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსული აფსუათა გვარებია: სმირ, დბარ, ამპარ, ენიკ, კიუტ, ებჟნოუ, ტამბია, ანუა, ჩუაზ, ჩალმაზ, თხაიწუა, ხაშიგ, ცკუა, პაპცვა, აპაპათ, აუახად, უანაჩა, ინაფხა, პკინ, შარმათ, ტაპანცო, ბარას, შუგენ, გუარმაგაა, ასმეიხუა, აწისხუა, აბგააჯ, ბარას, მაჟარა, კაიტან, სიმსიმ, ჩკოკ, თაკურიფაცვა, კემაჭიფაცვა, ხალბად, ხაკუშაა, ჭოლუყვა, მანტოი, ჰაყეიფაცვა, აშხარაა, აშხაცაა, არისთაა და სხვ.
სად არის აფხაზურ-ჩერქეზულ-ადიღეური გვარები ჩგარდა აბსუებისა- არ არის, იმიტომ, რომ ისეთი გვარები აფხაზეთში არ არსებობდა. აფხაზი არის სხვის ჩაბაზინურ- ენაზე მოლაპარაკე ხალხთა ნარევი, მას საკუთარი ენა არა აქვს. საკუთარი გვარი არა აქვს, გასაკვირია რის საფუძველზე მიაკუთვნებენ მკვლევარები აფხაზებს ჩერქეზ-ადიღეური მოდგმის ხალხს.
აფხაზეთში ბევრი გამქრალი გვარია. საუკუნეთა მანძილზე ეგებ გაქრა ადიღეურ-ჩერქეზული გვარები. გამქრალი გვარების შესახებ ცნობები გვაქვს სოფლების მიხედვით. ჩვენ სპეციალურად შევისწავლეთ აფხაზეთში გამქრალი გვარები. გამქრალი გვარების უმეტესობა მეგრულია, არ ურევია ერთიც ჩერქეზულ-ადიღეური წარმოშობის გვარი.
ბევრი აფხაზურად მიჩნეული გვარი ძლიერ ემსგავსება ქართულ გვარს: არდბა-არდია, ახსაბაძე-ახსალბა, ახუბა-ახობაძე, ბაზბა-ბაზაძე, გუმბარიძე-გუმბა, გუნია-გულბა, თურქია-თირქბა, ხინთიბიძე-ხინთბა, ხოკერაშვილი-ხოკერბა, ჯანბერიძე-ჯანბა.
აფხაზები თუ ჩერქეზულ-ადიღეური მოდგმის ხალხი იყო, მე-17 საუკუნემდე, სანამ ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოჭრილი აბსუები თავს მოახვევდნენ საკუთარ - აბაზინურ ენას, ხომ ერთი ჰქონდათ საკუთარი აფხაზური ენა. აფხაზებს კი ასეთი ენა არ ჰქონდათ, იმიტომ, რომ ისინი ქართული წარმოშობის იყვნენ, ტერმინი აფხაზი, აფხაზეთი ქართული წარმოშობისაა, აფსუა, აფსნი ჩრდილოეთ კავკასიური, ხომ უნდა ჰქონოდა ჩრდილოეთ კავკასიური წარმოშობის აფხაზებს თავისი მხარის საკუთარი სახელი, თავისი ხალხის საკუთარი სახელი, მაგრამ მათ ეს არ ჰქონდათ, რადგან ხალხი იწოდებოდა ქართვულად, -აფხაზი, მხარე-აფხაზეთი.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 1621 წლამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე არ გვხვდებოდა არც ერთი, ამჟამად აფსუებად წოდებული ჩრდილოეთ კავკასიური გვარები, ყველა მანამდელი გვარი აფხაზეთის მოსახლეობისა არის მხოლოდ ქართული ჩძირითადად მეგრული-, რაზეც მეტყველებენ "ბიჭვინთის საეკლესიო საბუთები".
თურქი მოგზაური ევლია ჩელები ჩ1641 წ- წერს, რომ ჩაჩის ქვეყანაში ჩე.ი. ბზიფის აფხაზეთში - თანამედროვე გუდაუთის რაიონი- მცხოვრებნი "მეგრულად ლაპარაკობდნენო", იგი წერს, რომ აფხაზთა მთავრების შარვაშიძეების სალაპარაკო საოჯახო ენა მეგრული იყოო, რომ "ქრისტიანი აფხაზები ქართველებია, წარმართი აფხაზები ჩრდილოეთ კავკასიელები".
XII საუკუნეში ქართველებითა და აფხაზებით დასახლებულ მხარეს, როგორც პროფესორი მარიამ ლორთქიფანიძე წერს: "სოციალურად და სარწმუნოებრივ-კულტურით არავინ არ ანსხვავებდა საერთოდ საქართველოს და საკუთრივ დასავლეთ საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისაგან".
მაგრამ მე-17 საუკუნეში სურათი მკვეთრად შეიცვალა, ჩრდილოეთ კავკასიიდან აფსუების შემოჭრის შემდეგ, აფხაზები ითვლებიან არა ქართველებად.
ჭირსა და ლხინში ქართველების გვერდით მდგომი აფხაზები, უკვე ქართველების მტრები გახდნენ.
ამგვარად ანტიკური დროიდან XII საუკუნემდე აფხაზები ქართველები იყვნენ, აფხაზეთი კი საქართველოს განუყოფელი ნაწილი
This post has been edited by nioradze on 2 Jun 2012, 13:27