#26434418 · 13 Jul 2011, 00:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2011 წლის 12 ივლისი, 21:17 მანანა ნაჭყებია: ”უწმინდესმა უკან დაახევინა ხელისუფლებას”
[obieqtivi.net] ”ახალი მემარჯვენების” ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებას, რელიგიურ გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებით, კანონზე განმარტებითი ბარათის დართვას უპრეცენდენტო ფაქტს უწოდებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და არ დაძაბა სიტუაცია. ”მე არ მახსოვს ხელისუფლების ასეთი ქმედება. ეს, მათი მხრიდან, ბოდიშის მოხდას ნიშნავს. როდესაც პარლამენტში შედის კანონპროექტი, მას თან ახლავს ახსნა-განმარტებითი ბარათი. ამ შემთხვევაში კი პირიქით მოხდა, ჯერ მიიღეს კანონი და შემდეგ დაურთეს ახსნა-განმარტებითი ბარათი”,-განაცხადა ნაჭყებიამ. მისი თქმით, განმარტებითი ბარათი არის ამ დოკუმენტის კონსტიტუცია და მას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეგახსნებთ, რომ ახსნა-განმარტების ბარათში ჩაიწერა, რომ ქართული მხარე დაიწყებს მოლაპარაკებებს სომხურ მხარესთან. თუ ქართული მხარე იზრუნებს სომხურ ტაძრებზე, სომზხებიც ანალოგიურად უნდა მოექცნენ ქართულ ტაძრებს.
|