წინა თვეს სომხეთის პატრიარქის ჩამოსვლას და მიმდინარე თვის 5 ივლისს კონფესიების შესახებ კანონის მიღებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ქვეყანაში. შესაბამისი აჟიოტაჟი იყო ფორუმზეც, თუმცა აღნიშვნის ფაქტია, რომ ორ ნაწილად გაყოფილ საზოგადოებას საბოლოოდ ვერ გაურკვევია რას ან რატომ აპროტესტებს. საპატრიარქო და მრევლი, ანტისომხური ისტერიით შეპყრობილი აპრიტესტებდა ყველაფერს და კონკრეტული კანონის მიღებას აღიქვამდა როგორც მართლმადიდებელ ეკლესიაზე იერიშის მიტანას. ცხადია, მათ ვერ დავეთანხმებით და ზოგადად კანონში მიუღებელი არაფერი ეწერა, თუმცა სმე-ს შიშები რაღაც დონეზე მართლაც გასაგებია ჩემთვის. საზოგადოების მეორე ნაწილი, ე.წ. ლიბერალები მეორე უკიდურესობაში გადავარდნენ და თავის მხრივ უკიჟინებდნენ აღშფოთებულ მრევლს, რომ არაფერი ცუდი არ მომხდარა, სომხები არაფერს ცუდს არ გვიპირებენ და მთელი ეს აჟიოტაჟი სმე-ს არმენოფობიის გამოვლინებაა და მეტი არაფერი. ნიშანდობლივია, რომ ორივე მხარის პოზიციაში იყო სიმართლის დიდი წილი, მაგრამ აქვე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ორივე მხარე ზედაპირულად უდგება საკითხს სინამდვილის აღქმას მოკლებულია: მომიტინგეები დგანან და აპროტესტებენ კანონს, რომელიც არც კი წაუკითხავთ, ხოლო ლიბერალები ჩვეული ქართული გულარხეინობით აცხადებენ, რომ სომხეთისგან არ შეიძლება საფრთხე მოდიოდეს. თუმცა, მე ვრწმუნდები, საფრთხე დიახაც რომ მოდის, კონკრეტულად კი ჯავახეთის მიმართულებით. სომეხი მეცნიერები თუ მოყვარულები ძალიან დიდ საინფორმაციო ომს აწარმოებენ და რაც ყველაზე ცუდია, ოფიციალური ერევანი არაოფიციალურად გულშემატკივრობს მათ.
ჯავახეთის ისტორიის გამყალბებელთა შორის ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენს ცნობილი სომეხი ისტორიკოსი სამველ კარაპეტიანი, რომელიც სომხური ისტორიოგრაფიის ჯავახეთის მიმართულებას ხელმძღვანელობს კიდეც. ქვემოთ შევეცდები მისი საქმიანობის მოკლე აღწერილობა შემოგთავაზოთ.
სამველ კარაპეტიანი (Սամվել Կարապետյան)
სამველ კარაპეტიანი გახლავთ ისტორიკოსი, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს სომხური არქიტექტურის შემსწავლელ ცენტრს. ბევრს მოგზაურობს ჯავახეთში, და მუშაობს სომხური ძეგლების თემატიკაზე აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. 2007 წელს აშშ სახელმწიფო კონგრესში, ხოლო 2008 წელს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოზე მან ის წარდგა მოხსენებით, სადაც აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა გაასაჩივრა სომხური ძეგლების მიმართ. ამ გამოსვლებში კი უდიდესი ადგილი დაეთმო ჯავახეთის თემას.
მისი ავტორობითაა გამოსული შემდეგი წიგნები:
1. Վրաց Պետական Քաղաքականությունը և հայ մշակույթի հուշարձանները, 1988-1998 (საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და სომხური ისტორიული ძეგლები, 1988-1998). ერევანი, 1998.
2. Ջավախքի Պատմական Հուշարձանները (ჯავახეთის ისტორიული ძეგლები). ერევანი, 2001.
3. Հայերը Կախեթում (კახეთის სომხები). ერევანი, 2004.
აღსანიშნავია, რომ თავის ყველა ნაშრომში კარაპეტიანი ცდილობს მაქსიმალურად გააყალბოს საქართველოს ისტორია და ბევრ ქართულ ისტორიულ ძეგლს სომხურად ნათლავს. აღნიშნული წიგნები თარგმნილია ინგლისურ ენაზე და დიდი წარმატებით ვრცელდება ემიგრანტ სომხებში.
რაც ყველაზე საინტერესოა, კარაპეტიანი 2007 წელს თავისი ღვაწლისთვის სომხეთის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საპრეზიდენტო პრიზით იქნა დაჯილდოებული. ეს აშკარას ხდის იმ ფაქტს, რომ სამველ კარაპეტიანი ოფიციალური ერევანის მხარდაჭერით სარგებლობს.
ასევე ნიშანდობლივია, რომ სომხეთის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, აშოტ მელქონიანი არანაკლებ "დაშნაკურადაა" განწყობილი და კარაპეტიანის მეგობარსა და ერთ-ერთ მფარველს წარმოადგენს.
სამველ კარაპეტიანს ეკუთვნის პორტალი
www.djavakhk.com , სადაც თავმოყრილია აშკარადა ანტიქართული განწყობილების წერილები და მოწოდებები. ერთ-ერთ განყოფილებაში კი უხვადაა სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლების სურათები შესაბამისი წარწერებით, სადაც ისეთი ქართული ძეგლები, როგორებიცაა ვარძია, ხერთვისი, ფოკა, კუმურდო სომხურადაა მონათლული. ისტორიკოსს არ ავიწყდება ქართული ტოპონიმებისთვის სახელების შეცვლას და ვარძია ვარძუნიქად მოიხსენიებს, ტაბაწყურს თაბაძღურად, კოხტასთავს კოღთაპერტად, ასპინძას ასბნჩაღად და ა.შ. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე სურათს შესაბამისი კომენტარებითურთ.
ვარძუნიქ (ვარძია)The General view of the cave town of Vartzounik, on the shores of the Kur river.
ბარალეთ (ბარალეთი)The Chapel of the village Baralet. A very old one, dating from the V-VI cent. It is named after St John. (S Hovannes)
სამსარიThe external view of the Samsar village's cave church dating X-XI cent.
In 2005, 'Georgianizer' 'students' from Tiflis, vandalized it, destroying 2 Khatchkars...
თოკიA middle age monastery in the village of Tok.
.jpg)
The Tokavank monastery, on the outskirts of the village of Tok.
XI cent
კოღთაპერტის ციხე-სიმაგრე (კოხტასთავი), ასბნჩაღის რაიონი(ასპინძა)The Koghtapert fortress of Tamala village (Asbntchag district)
თაფაძღურ (ტაბაწყური)The ruins of the monastery in Tapadzghur village (Borjom district). Verin Javakhk. XIII cent
ფოკაThe Armenian church of Poka village, dating XI cent, on shores of lake Parvana.
Unable to Georgianize it, the regime has built brand new complexes in and out of the villages.
კუმბირდა (ყუმურდო)The Surp Haroutioun (Holy Resurection) Cathedral of Kumbirda, district of Akhalkalak.
Major target of 'Georgianization' attacks.
X-XI cent.
ხრთვის (ხერთვისი)The fortress of Khrtviss, dates back Persian occupation.
XIV-XVIII cent.
.jpg)
იხილეთ ასევე ვიდეო:
პ.ს.
ამ თემით იმის თქმა მინდა, რომ საქმე არც ისე უბრალოდაა როგორც ჩვენ გვგონია. სანამ ჩვენ ერთმანეთს ვედავებით, სომხები ახალ ისტორიას ქმნიან და საპროტესტო ნოტებით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში და ევროპის სასამართლოებში დარბიან. რაც ყველაზე მთავარია, არაოფიციალურად მათ მხარს უჭერს სომხეთის ხელისუფლება. გამოსავალი ერთია - ანალოგიური საინფორმაციო ომი უნდა ვაწარმოოთ ჩვენც და ხელისუფლებამ და ეკლესიამ ამ მიმართულებით უნდა იმუშავონ კოორდინირებულად.
This post has been edited by didou nana on 17 Jul 2011, 14:13
- რატომ გაქვთ მეგრელებს ”ლ” რბილი? სამაგიეროდ ”ყ” გვაქვს მაგარი....
- აგერ დგას ჩემს ფანჯრებთან ჯარისკაცი და ღრუტუნებს ალბათ რუსია წავალ რამეს ვესვრი © kardu
- მერე მეტროში მოფსმას აკრძალავენ, სკოლებში კედლებზე წერას, ღამით ქუჩაში ღრიალს და აი, მანდ დავკარგავთ ქართველობას © უთეს