მარხულია, ჩაჩხიანი, ჯავახიშვილი, მაისურაძე, აბდალაძე და ა.შ. წერდნენ და წერენ, მაგრამ მარტო მეცნიერების ძალისხმევა არ კმარა, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი (და არა უნდა შეუშალოს, როგორც ხშირად ხდება).
სხვათაშორის, ჯავახიშვილის საქართველოს საზღვრები, სწორედ სომხების უკანონო პრეტენზიების გამო დაიწერა:
”მართალია სომეხთა მმართველი წრეები და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ჩვენს ერსა და მთავრობას მხოლოდ ეთნოგრაფიულ თვალსაზრისით ხელმძღვანელობას ურჩევენ, მაგრამ რამდენად მათი რჩევა გულწრფელია და გამოსადეგი, ის გარემოებაც ცხად-ჰყოფს, რომ თვით მათ პირადად ამ თვალსაზრისით არასდროს თავიანთ პოლიტიკურ გეგმაში არ უხელმძღვანელიათ.
მათ მიერ თავდაპირველი კონფერენციისათვის წარსადგენად დამზადებული დიდი სომხეთის სახელმწიფოს სამზღვრები
შავი ზღვითგან ხმელთაშუა ზღვამდე გადაჭიმული და ტფილისისა, ბათომისა და ტრაპიზონ-სინოპის შემცველი, ნათლად მოწმობს, რომ თვით მათ თავიანთი სახელმწიფოს სამზღვრების შემოხაზვის დროს არცთუ თანამედროვე ეთნოგრაფიულ მოსახლეობის პირობებით არ უხელმძღვანელიათ, არამედ ზოგან მეტისმეტად შორეულს ისტორიულს საბუთებზე, უფრო-კი მხოლოდ საკუთარ ნება-სურვილზე დაუმყარებიათ თავიანთი მიწაწყლის მოხაზულობის რუკა, მის შემდეგ სწორედ გასაოცარია, როდესაც სომეხთა პოლიტიკური და გავლენიანი წრეები ჩვენი მთავრობის წევრებს ნ. ჟორდანიას და ე. გეგეჭკორს და საქართველოს საზავო დელეგაციის წარმომადგენლებს ნ. ჩხეიძეს და ირ. წერეთელს სტამბოლის სომხურს პრესაშიაც-კი პრინციპების ღალატსა და იმპერიალისტობას სწამებდენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საქართველოს რესპუბლიკის სამზღვრების შემოხაზვის დროს სახელმწიფოებრივი თვალსაზრსით ხელმძღვანელობენ და არა მარტო ეთნოგრაფიულით.
როცა საერობო ერთეულზე იყო ლაპარაკი, ამგვარი მოსაზრება ასე-თუ-ისე კიდევ გასაგები იყო, სახელმწფოს სამზღვრების შემოფარგვლის დროს კი უმთავრესი საფუძველი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისი უნდა იყოს. რატომ არის, რომ თვით სომეხთა პოლიტიკოსები ყოველთვის და ყოველგან სომხეთის რესპუბლიკის სამზღვრების შემოხაზვის დროს ეთნოგრაფიულს პრინციპებს არ ემყარებიან— იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ეს პრინციპი თვით სომეხთათვის არის საზარალო. თუ ამისდამიუხედავად ისინი ჩვენს მთავრობასა და წარმომადგენლებს ამ პრინციპით ხელმძღვანელობას ურჩევენ, ისინი ალბათ ფიქრობენ, რომ ეს თვალსაზრისი მხოლოდ საქართველოსთვის არის სავალდებულო, სომხეთს-კი უფლება აქვს ყოველგვარი თვალსაზრისით იხელმძღვანელოს და რომ მაშინაც-კი,
როცა ისინი სომხეთისათვის საფრანგეთზე დიდი მიწაწყლის დასაკუთრებას ლამობდენ და თავიანთ რესპუბლიკის საზღვრებში სომხებზე უფრო მრავალრიცხოვან უცხო ტომთა მოქცევაზე ოცნებობდენ, ეს იმპერიალისტობა-კი არ არის, არამედ უაღრესი დემოკრატობაა. ... როდესაც წინასწარი ფარული სამხედრო მომზადების შემდგომ მოულოდნელად საქართველოს სამხრეთის სამზღვრები გადმოლახეს და დაუნდობელი საომარი მოქმედება დაიწყეს.... მათი მიზანი ტფილისის დაპყრობა და დასაკუთრება იყო, ხოლო თუ სამხედრო ბედი გაუღიმებდათ, იქმნებ სომხურ რუკაზე მოხაზული მიწა-წყლის აღებაც.
ადვილი წარმოსადგენელია, როგორი ძმობა-ერთობის ჰანგებზედ ამღერდენ დაშნაკელთა ბელადები და რა სამზღვრებს მიაკუთვნებდენ ისინი საქართველოს, მათ მოუფიქრებელს მოქმედებას მთელი ქართველობა რომ დიდი პატარამდე, კიდით კიდემდე არ შეეძრა და შემოსეული მტერი მედგრად არ უკუეგდო.
თუ ეხლანდელი საშინელი განსაცდელისა და უბედურების შემდგომაც, თუ ისტორიისა და თანამედროვე მრავალი მწარე გაკვეთილებისდა მიუხედავადაც სომხეთის გავლენიანი წრეები მაინც საქართველოს სამზღვრების გადმოლახვას არ დაერიდენ და ჩვენ დედაქალაქის ძალით ხელში ჩაგდება მოისურვეს, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენად მათ მადა მოემატებათ შემდეგში, როდესაც წარსულისა და აწმყოს მწარე დღეები დავიწყებული ექმნებათ.
ამიტომ ქართველი ერი და მისი მთავრობა შთამომავლობისა და ისტორიის წინაშე მოვალეა თავის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სამზღვრების მოხაზულობას ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს და ფხიზელ დარაჯად უდგეს. ეს არც ძმობა-ერთობასა და არც კეთილ მეზობლობას დაუშლის იმათთან, ვინც მართლაც ძმობაზე და მეზობლობაზე ფიქრობს და ქართველ ერსაც ყოველგვარ მოსალოდნელ ხიფათისაგან გადაარჩენს..."
ივანე ჯავახიშვილი - “საქართველოს საზღვრები”