ჩემპიონთა ლიგას რომ ყიდულობს ნტვ ფეხბურთი, მერე რუსთავი 2-ს და პირველ არხს აღარ აქვს ჩვენების უფლება ?
100 წელი ვერ აჯობებენ ფინანსურად
ნუ თუ გააერთიანეს ძალები და აჯობეს მაშინ სკაი სპორტს ვერ შეერკინებიან
ესე იგი სკაი სპორტი რო ყიდულობს ჩლ ტრანსლიაციას მარტო ექსკლუზიურად ის უნდა აჩვენებდეს ?
ტრანსლიაცია ნავთობი კი არ არის 100 ბარელი იყოს გაყიდო და გათავდეს

რამდენი მყიდველიც გამოჩნდება იმდენჯერ შეგიძლია გაყიდვა, უსასრულო რაოდენობით
სხვა ყველა ახსნა უკვე დაბოლებაა და მეტი არაფერი
მანდ მოქმედებს მონოპსონიის პრინციპი
ისწავლება 1 კურსის ეკონომიკაში
ერთი მონოპოლური გამყიდველი, ხოლო მორიგი ერთეულის დამზადებას მცირე ხარჯი ჭირდება
შესაბამისად სხვადასხვა მყიდველს სხვადასხვა ფასად აძლევ, ფასი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენის გადახდის თავი აქვს მყიდველს და თუ არ იყიდის რამდენს გადაიხდის მისი უშუალო კონკურენტი
ზესტაფონს შეეძლო ორი ტელევიზიისთვის მიეყიდა ეს უფლება და თუ ესე არ მოხდა ვიღაც აკეთებს მაგარ სისულელეს
არ არის გამორიცხული თვითონ ზესტაფონის მენეჯმენტიც
ფაქტია რომ არაკომპეტენტურობის და ცუდი მენეჯმენტის ზეიმია