„უცნობი“: ოქრუაშვილს ჩემი ძმა მოერევა
შორენა გოგოლაძე
რატომ მოტყდა ფეხი „გრეჩიხას“, რატომ აგონებს რუსული მულტფილმის პერსონაჟს ირაკლი ოქრუაშვილი, სინამდვილეში, ვინ ვის მოერევა ჩხუბში? „პრესა.ჯი“–ს ამ შეკითხვებს ლევან გაჩეჩილაძის ძმამ, გია გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა“, მეტისმეტად მხიარულად უპასუხა. მკითხველს შეუძლია, ყველა პასუხის ბოლოს, წარმოიდგინოს, „პატარა გრეჩიხა“, რომელიც საეჭვოდ „იცინის, იცინის, კვდება სიცილით“.
– ირაკლი ოქრუაშვილმა თვენს ძმას გამყიდველი და მოღალატე უწოდა, დაიმსახურა ლევან გაჩეჩილაძემ ეს შეფასება?
– კარგი რა, არ გამაცინოთ. მეცინება მაგ ადამიანის განცხადებებზე.
– ანუ ოქრუაშვილმა მოგვატყუა?
– რა პირველად მოიტყუა? ჩემი აზრით, ოქრუაშვილი არის მულტფილმის პერსონაჟი და მეტი რა გითხრათ? მაგის ბრალდებებს მე კი არა, ორი წლის ბავშვი აღარ იჯერებს. დაწყებული იქიდან, ახალ წელს ცხინვალში რომ შედიოდა. იმ დროიდან მოყოლებული, აღარავინ იჯერებს მაგ „ნუ პაგადის“ პერსონაჟის, არც ბრალდებებს და არც დაპირებებს.
– როცა ლევან გაჩეჩილაძეზე საუბრობდა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ რთულია, როცა ამდენი ვალი გაქვს, 5 მილიონის სანაცვლოდ არ გაყიდო საკუთარი ხალხი. აქვს თქვენს ძმას ვალები?
– სრულ მარაზმში შეიძლება ადამიანი შევიდეს და ამაზე კომენტარები აკეთოს? მეცინება მაგ ადამიანზე და რა ვქნა?
– გაიცინეთ ...
– ასეც ვაკეთებ...
გაგრძელებაააა

)
http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=7331