"კომერსანტი" - პუტინმა ბაროზოს რუსეთის მსო-ში გაწევრიანების დაჩქარება სთხოვა
13:49 29-07-2011
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მედვედკოვი მოლაპარაკებების დასრულების ვადად 2011 წლის 14-16 დეკემბერს ასახელებს , - წერს რუსული გამოცემა "კომერსანტი".
ვლადიმერ პუტინმა კი, "კომერსანტის" ინფორმაციით, ევროკომისიის ხელმძღვანელ ჟოზე მანუელ ბაროზოს სატელეფონო საუბრისას პროცესის დაჩქარება სთხოვა. თუმცა, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე მთავარი დაბრკოლება ჯერ ისევ არსებობს - საქართველოსთან მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეული არ არის.
მაქსიმ მედვედკოვი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა სტეფან იოჰანსონმა მოლაპარაკებების წლის ბოლომდე დასრულების ტექნიკური შესაძლებლობა დაუშვა, რათა რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხი 14-16 დეკემბერს დაგეგმილ გენერალური საბჭოს სხდომაზე გავიდეს.
მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სექტემბრის შუა რიცხვებისთვის იგეგმება, ხოლო ნოემბერში რუსი მომლაპარაკებლები სამუშაო ჯგუფის დასკვნით სხდომას ვარაუდობენ.
ვლადიმერ პუტინი გუშინ საკუთარი ინიციატივით ტელეფონით ესაუბრა ჟოზე მანუელ ბაროზოს. რუსეთის პრემიერმა ზაფხულის საშვებულებო პერიოდის მიუხედავად, მოლაპარაკებების ინტენსიფიკაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა საუბრის დეტალები არ დააკონკრეტა.
მაქსიმ მედვედკოვი აღიარებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საბაჟო-სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებით საქართველოსთან კომპრომისი მიღწეული არ არის.
"ჩვენ დასკვნით სტადიაზე ვიმყოფებით. რით დასრულდება ეს ყველაფერი, ვნახოთ. ვიმედოვნებ, ისე, როგორც ჩვენ გვინდა. შედეგი ჯერ არ არის, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ", - განაცხადა მედვედკოვმა.
თუმცა, "კომერსანტს" ეეჭვება, მედვედკოვის ოპტიმიზმს საფუძველი ჰქონდეს. ამის დასადასტურებლად გამოცემა აღნიშნავს, რომ გუშინ დიმიტრი მედვედევმა სათათბიროში შეიტანა კანონპროექტი რუსეთ-აფხაზეთს შორის საბაჟო საკითხებში თანამშრომლობასა და ურთიერთდახმარებაზე .
"ოფიციალურ თბილისს ჯერ პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ნაბიჯი მსო-ში გაწევრიანების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში რუსეთს არ წაადგება", - წერს "კომერსანტი".
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...a-sthkhova.htmlრუსების გარეშე არცერთი სიტყვა არ ითქმება აფხაზეტში,
გულუბრყვილობა იქნება ანქვაბის გულწრფელობის დაჯერების
ვაჭრობა მიდის ყველა დონეზე ყველაფერზე