muammar_caddafiმოქმედება საჭიროა, მაგრამ არის პრობლემებიც.
მკვლევრები და სპეციალისტები არ აქტიურობენ ამ მიმართულებით, გარკვეულ მიზეზთა გამო.
არსებობს გარკვეული ფობიები, რაც აფერხებს საქმეს.
ენის ყველა მატარებელს არ შეუძლია ღირებული მასალების შექმნა მეგრულად.
ქართული სახელმწიფო მხოლოდ აკადემიურ დონეზე აღიარებს ქართველური ენების არსებობას.
აი, დანარჩენს რაც შეეხება, მზაობა არ ჩანს, ჯერჯერობით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნელ-ნელა იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლეთაც მიაჩნიათ, რომ საჭიროა ქართველურ ენებზე ზრუნვა.
პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ მცირე თვითმასწავლებელი გავაკეთე 2014 წელს.
მეგრულის შესწავლის მსურველთათვისესაა ქართულ-მეგრული სასაუბრო, გრამატიკის ძალიან მოკლე მიმოხილვით, ზოგადი ფრაზებით და მცირე ლექსიკონით.
რაღაც-რაღაცები გამიკეთებია მეგრული ენის პოპულარიზაციისთვის, ჩემ თანამოაზრეებთან ერთად.
ოღონდ, ენთუზიაზმის ხარჯზე.
აგერ, მეგრულ ვიკიპედიაში 13 000-ზე მეტი სტატიაა უკვე.
(სხვათა შორის, 129-ე ადგილზეა 304-დან)
იმიტომ დავიწყეთ თავის დროზე, რომ ფული არ იყო საჭირო და მხოლოდ ენთუზიაზმით შეგვეძლო რაღაც გაგვეკეთებინა ენისთვის.
რამდენიმე მეგრული თარგმანიც გამოიცა ბოლო წლებში.
,,ჭიჭე მაფასქირი" (,,პატარა უფლისწული"), შექსპირის ნაწარმოებების ადაპტირებული ვერსიის თარგმანი და ა.შ.
თარგმანების მომზადებაშიც მაქვს გარკვეული წვლილი შეტანილი.
მაგრამ, მარტო ენთუზიაზმით ძნელია ენის შენარჩუნება...
This post has been edited by ფორცხოლი on 10 May 2019, 13:30