პოლონეთის პრეზიდენტი ქართულ ოპოზიციას 5 წუთით შეხვდაhttp://www.interpressnews.ge/ge/politika/1...h-shekhvda.htmlქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრაზე, ქვეყნაში არსებული ვითარების შესახებ მხოლოდ აქცენტების გაკეთება მოახერხეს .
"თბილისი მარიოტში" გამართულ მიღებაზე ბრონისლავ კომოროვსკი ოპოზიციას სახალხო დამცველთან და პოლიტოლოგებთან ერთად შეხვდა და მათ, გაცნობის მიზნით, თითო წუთი დაუთმო.
მიღებაზე "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, "რესპუბლიკელების" ლიდერი დავით უსუფაშვილი, "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე და "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზალკანიანი პოლონური მხარის მიწვევით იმყოფებოდნენ.
თავდაპირველად, პოლონეთის პრეზიდენტი მათ წინაშე სიტყვით წარსდგა და საქართველოსა და პოლონეთს შორის მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელებაზე ისაუბრა, შემდეგ კი, დარბაზში შეკრებილებს, სათითაოდ მიესალმა.
მიღება, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ოპოზიციის ლიდერებმა იმედი გამოთქვეს, რომ ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრის საშუალება მათ მომავალშიც მიეცემათ, სადაც უკვე დეტალურად ისაუბრებენ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც რეალურად აწუხებს ქვეყანას.
"ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, რათა უცხოელ სტუმრებს ბათუმში უფრო მეტი დრო გაატარებინოს, ვიდრე პოლიტიკური რეალობის გასაცნობად, ფაქტია", - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, დროის სიმცირის მიუხედავად, პოლონეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ ევროპამ უნდა დაინახოს ის რეალობა, რომელიც საქართველოშია, დაინახოს უამრავი პოლიტპატიმარი, უსამართლოდ დასჯილი ადამიანები და შერჩევითი სამართალი.
დავით უსუფაშვილმა ბრონისლავ კომოროვსკის მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ პოლონეთი საქართველოს საიმედო პარტნიორია საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ, მეორეს მხრივ, ესაუბრა იმ მხარდაჭერის აუცილებლობაზე, რომელიც საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის დასამკვიდრებად პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.
საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციისთვის მხარდაჭერაზე გაამახვილეს ყურადღება თავის "აქცენტებში" გიორგი თარგამაძემ და დავით ზალკანიანმა.
" თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან! როდის დგება ეს ბოლო ჟამი? სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახელს!.." –– ვაჟა ფშაველა