MacBookოკ, შენ დაასკვენი ერთი კითხვიდან, რომ მე არ ვიცი რა როგორ მოვითხოვო. შენ თუ იცი, დაწერე-მეთქი და შენ ზოგად გზებს წერ. რაც მხოლოდ მე კი არა, ძალიან ბევრმა ხალხმა იცის. სასამართლოში იმიტომ კი არ მიდის ძალიან ცოტა ხალხი, რომ ცოტამ იცის საკუთარი უფლებები, არამედ იმიტომ, რომ არც იმედი აქვთ სასამართლოსი (და არცთუ უსაფუძვლოდ) და თან საქმის აღძვრას უნდა ფული, რომელიც 90%-ზე ბევრად ნაკლებს აქვს. პირდაპირ საერთაშორისო სასამართლოში კი ვერ წახვალ. ეირინ ბროკოვიჩობა აქ გამორიცხულია. თუ მტკივნეულ თემას მოეჭიდე (მაგ. კანცეროგენულ ბენზინს), საერთაშორისო სასამართლომდე ვერ მიაღწევ, მანამდე გაგაქრობენ, ან ნარკოტიკს გიპოვნიან ნესტოში,
თუ რამე ხვაშიადის მფლობელი ხარ და იცი ისეთი გზა, რაც მე არ ვიცი, მითხარი.