მე მაქვს გამოსაცვლელი პირადობა. უახლოეს დღეებში ვაპირებ ავიღო ახალი ხოდა რა ნიშნების გამოვლინებას უნდა ველოდო რო დამჩიპეს? თუ ანტიქრისტემ დამნიშნა თუ რაც ქვია?
პ.ს. კარგით რა ხალხო აქ მაინც რა დაგემართათ ფრუმზე პოსტავთ თან ჩიპიან პირადობებს არ ავიღებთ რაღაც მოგვივაო
და ადამიან კიდევ ვინც თვლის რომ რელიგიურია, მრევლია, იცავს მარხვას ცხოვრობს ეკელსიური ცხოვრებით და ტან იძახის რომ პირადობას თუ ავიღე რწმენას შემიცვლიან თუ სატანისტი გავხდებიო ყველაზე დიდი ურწმუნოა და საერთოდ განათლებაშიც უჭირს.
CONTROLBIURERსაქართველოში ახალი თაობის პირადობის მოწმობების – ID ბარათების გაცემა დაიწყო
ახალი თაობის პირადობის მოწმობის ID ბარათების გაცემა დღეიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ბარათების მიღების მსურველთა განაცხადებს ბათუმში, თბილისსა და რუსთავში იბარებენ, ხოლო სექტემბრიდან ბარათების გაცემა მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება. ამ ეტაპზე ბარათის მიღბის მსურველთა ასობით განაცხადია რეგისტრირებული.
ID ბარათების პრეზენტაციასთან დაკავშირებით ბათუმის იუსტიციის სახლთან დღეს, 20.00 საათზე, ნინო ქათამაძის გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. შესრულდება ცნობილი ჰიტები და კომპოზიციები ახალი ალბომიდან. მოეწყობა ფილმის, სახელწოდებით „მომავლის საქართველოს“ პრეზენტაცია. ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ID ბარათი მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ამ საბუთით შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით. გარდა ამისა, ID ბარათი ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად ხელმოწერის საშუალებას იძლევა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასეთ დოკუმენტებს იურიდიული ძალა აქვს.ბარათების გაცემა ხდება განცხადების ჩაბარებიდან მეათე სამუშაო დღეს და მისი ღირებულება 30 ლარს შეადგენს. არსებობს დაჩქარებული მომსახურების ტარიფებიც.
ID ბარათის მიღება მოქალაქეს განცხადების ჩაბარებიდან მეხუთე სამუშაო დღეს შეუძლია, ასეთ შემთხვევაში საფასური 40 ლარით განისაზღვრა. მესამე სამუშაო დღეს ბარათის მიღების საფასური 50 ლარია, 24 საათის განმავლობაში 60 ლარი, ხოლო იმავე დღეს - 65 ლარი.
ბარათის მიღებისას შეღავათებით სარგებლეობენ იმ ოჯახის წევრები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებულები და მათი სარეიტინგო ქულა 70 001-ს არ აღემატება. ისინი ბარათს უფასოდ მიიღებენ.
ID ბარათის შემოღების პარალელურად მოქმედია ძველი პირადობის მოწმობა ვადის გასვლამდე, თუმცა დოკუმენტის დაკარგვის, დაზიანების, ან საიდენტიფიკაციო მონაცემების შეცვლის შემთხვევაში მოქალაქე მიიღებს ახალ ID ბარათს.
http://cra.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=49&info_id=1791 This post has been edited by mariri-q on 1 Aug 2011, 14:22