ტანკე[QUOTE]კითხვები აღარ უნდა გქონდეს,თუ წაიკითხავ.[/QUOTE]
წავიკითხავ ნელ ნელა და ვნახოთ.
[QUOTE]ტანკე, აზრებაიჯანის ზომიერ პოზიციას და სომხეთის პრორუსულობას ფასი საქართველოს "ანტირუსულობის" გამო აქვს. ჩვენც თუ გადაგვყლაპეს, მაგათ პოზიციასაც და ჩვესასაც ჩირის ფასი ექნება.
ლოგიკას მოკლებულია.[/QUOTE]
არა, აბსოლუტურად ლოგიკურია.
თუნდა იმიტომ, რომ ისტორიული მაგალითიც სახეზეა. რეგიონში ლიდერები მხოლოდ ანტიიმპერიული განწყობით და ეროვნული აზროვნებით ვიყავით. სხვა ყველაფერში ბევრით არაფრით განვიჩეოდით სომხეთ აზერბაიჯანისგან.
[QUOTE]ხუმრობ,არა?
ამერიკას რა აქვს? გეიპარადები და ვაიდემოკრატია?
სწორედ იდეურ დონეზე უფრო ახლსო ვართ რუსებთან,ვიდრე ევროელებთან.[/QUOTE]
კიდევ ერთხელ მაძლევ მიზეზს, რომ ვიფიქრო,-ნშვენივრად ხვდები, რასაც ვამბობ, მაგრამ პოლემიკური მიზეზებით იგონებ რაღაც ატგავორკებს.
ამერიკას რაცა აქვს ის ჩემთვის მისაღები მეტწილად არაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთსა აქვს რარაც, რაც ჩემთვის მისაღებია.
თან იდეის შეთავაზებაში სწორედ იდეის მატარებლობას, მასში სხვაზე წინ მყოფობას ვგულისხმობ და არა რარაც საერთო სენტიმენტებს.
ამერიკა იმას გვთავაზობს დაახლოებით, რაც ზემოთ დაწერე. რუსეთი? 0!
რაც შეეხება მართლმადიდებლობას, რომელთანაც, რამდენადაც ვხვდები შორეული დამოკიდებულება გაქვს, ჩვენს ეკლესიაში უკვე დიიდი ხნიდან მიმდინარე პროცესების გამო არათუ მასწავლებლებად ვერ მიიჩნევიან რუსები, არამედ იქით მოუწევთ რარაცეების სწავლა.
მე ისეთ იდეაზე ვლაპარაკობ, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში სერიოზული საზოგადოებრივი კონსოლიდაციის გამოწვევა შეუძლია მის გარშემო. რუსეთს ჩვენთვის მოსაწოდებელი ასეთი იდეა არ გააჩნია. ჩვენთვის კი არა თავისთვისაც არა აქვს.
ჰოდა ტყუილად კი მალაპარაკე ამდენი. იმიტომ, რომ ეს შენც კარგად გესმის, შემი აზრით.
[QUOTE]და მაშინ მილიონამდე ქართველი რატომ ცხოვრობს რუსეთში? ეს საერთო პოპულაციის თითქმის 1/4-ია.ცოტა ნაკლები.[/QUOTE]
ტანკე! როცა ქვეყანას დედა ეტირა სად უნდფა წასულიყო ეს ამდენი ხალხი? ისინი იქ წავიდნენ, სადაური ენაც იცოდნენ და სადაურ ხალხსაც იმ მომენტში იცნოდნენ.
ეს არც იდეურ იდეოლოგიური მიზნებით გაუკეთებიათ და არც იმის დაუნახაობით, თუ რაც დაგვაწიეს ამ ნაბიჭვრებმა.
მე დასავლეთში ვცხოვრობ და თვალდტვალ ვხედავ, როგორ იცვლება ნელ ნელა აქაც ქართველთა სოციალური დონე.
ენის და აქაური ცხოვრებისთვის ალღოს აღებასთან ერთად სხვა სოციალურ პოზიციაში გადადიან.
და ეს აქაც არ არის აუცილებლად რაღაც იდეური ერთობის მაჩვენებელი.
ჩემთვის ეს ხალხი პრინციპში რბილი მეთოდებით ტყვედ წაყვანილი თანამემამულეებია, რომლებიც ყოფილ მეტროპოლიას ემსახურებიან მთელი თავიანთი ცხოვრებით.
[QUOTE]ხალხის განწყობა ახლა რადიკალურად განსხვავებულია.ვნახეთ ეს ყველაფერი,რაც მოგვიტანა მაგ სულელურმა და დაუფიქრებლმა პოლტიკამ,ვაიპატრიოტიზმმა და თავში ხელს ვიშენთ.[/quote
[QUOTE]2008 წლის მერე განსაკუთრებით თავლშისაცემია პრორუსული და ანტიდასავლური განწყობილებების ზრდა.
და ეს მხოლოდ ჟურნალია,კინო მერე იქნება.პროცესი შეუქცევადი ხასიათის გახდა.[/QUOTE]
შეუქცევადი ხასიათი კი არა, ჩვეულებრივი ქანქარის ეფექტია.

უბრალოდ შენი პრორუსულ პოზიციას გინდა შეუთავსო რეალობაც, მარა ვერაა ეგრე საქმე.
შეუქცევადი გახდა ქვეყნის აზრზე მოსვლა და რაღაც მედასავლეთე ილუზიებიდან ნაწილობრივი განთავისუფლება. მაგრამ რუსეთუმე სენტიმენტები, რომლებიც ამ ტენდეციამ გააღვიძა, უბრალო გარნირია. რაც არ უნდა მოხდეს, ვერ დაივიწყებს ქართველი დამცირების და ფაქტიური ზიანის იმ დოზებს, რაც რუსეთმა გვაყლაპა.
ტყუილად გაქვს მაგის იმედი.
[QUOTE]ეგ ადრე იყო.დრონი მეფობენ,და არა მეფენი.ახლა სხვა განწყობებია და წარსულით ტყუილად ცხოვრობთ,ტყუიალდ ეპოტინებით.[/QUOTE]
წარსულია მთელი თვითშეგნება.
ეს სამედიცინო ფაქტია, როგორც ჟვანეცკი იტყოდა.
გარდა ამისა, რუსეთის გაბატონება გინდა აქ დალოცვილო და ჩვენ ვეპოტინებით კიდევ წარსულს??
კიდევ ვიმეორებ, სანამ რუსეთი ჩვენს სახელმწიფო სხეულში დანით ბურჯღნაობას არ შეწყვეტს, ვერანაირი ანტიდასავლური ემოციები ვერ შეგვარიგებს მაგათთან. ესაა ფაქტი და ამას ვერანაირი ხალვა-ხალვას ძახილი ვერ უშველის.
This post has been edited by Murzaqan on 4 Aug 2011, 22:58
არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღუიძებენ მხუმილნი მისნი.
ფს. 126