IOSKAMANლიტერატურის რა გითხრა და მაგ ქალების დაშოშმინებამ ყველაზე მეტად ვინც შეაწუხა და ყველაზე მეტად ვისაც არ უნდოდა და არ უნდა ჩვენ ვართ :|
wossapyთხოვნა იქნება აქ მაინც შეწყვიტო ეგ გამოსვლები. ბოლოს და ბოლოს ქალებს ეცი პატივი და მორჩი ერთხელ და სამუდამოდ მაგ საქციელს!
--------------------------------------
სანამ სხვები გააგრძელებენ ან მე დავწერ, შიშვლად რომ არ იყოს თემა, მე გადმოვიტან ჩემს ბოლო ფრაგმენტს აქედან სურათების გარეშე
ამათი პრობლემები მოგვცა ვისაც სურათები აინტერესებს, იქ იხილოს.
***Anna... Anna heter hun...***(ჩანართის XII ნაწილი, ძებნა)
ის ორი კვირაც ასე ჩაბარდა წარსულს და მეტად შერეული გრძნობებით დავბრუნდი უკან. მაცილებდა რა ანდრე, ნიკოლა ტესლას აეროპორტის კაფე-ბარში ყავისთვის ჩამოვჯექით. მიუხედავად იმისა, რომ საოცრად ლამაზი გარემოა იქ, ძალიან არ მიყვარდა ეს აეროპორტი - მუდამ ტკივილთან რომ იყო დაკავშირებული: განშორებას, სასოწარკვეთას, ცრემლს რომ ვუკავშირებდი ... მოწყენილობამ ახლაც არ ისურვა დავეტოვებინე და ეს ანდრესთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, ლოყაზე მაკოცა და საუბარი დაიწყო:
- ნუ ღელავ, სიყვარულო, ცოტაც კიდევ და უკეთესად ვიქნებით,
- სულერთია...
ხმამადაბლა ვუპასუხე და აცრემლებული თვალი მოვაცილე.
- ანა, ჩათვალე რომ მუდამ შენთან ვარ, სადღაც ახლოს...
- სულერთია...
ისევ იგივე პასუხი გავეცი. მკლავზე მომკიდა ხელი და მისკენ შემატრიალა, მასაც დასველებოდა თვალი:
- უნდა გამიგო, ანა, როგორღაც... ხომ იცი, ჯერ აქაურობას ვერ დავტოვებ...
- რა თქმა უნდა, ანდრე... უნდა გაგიგო, მე ხომ მაგისთვის ვარ გაჩენილი, მუდამ სხვისი მესმოდეს... არც არაფერი...
გამიღიმა, თმა უკან გადამიწია და ღიმილის მიუხედავად მისი მუდმივად ნაღვლიანი თვალებით მიყურებდა. მინდოდა მეც მოვფერებოდი, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგოდ ვიმოქმედე:
- უმადური ხალხი ხართ სლავები...
და ისევ გვერდზე გავიხედე... ნამდვილად ცუდად მოვიქეცი, მაგრამ გადავწყვიტე ბოდიში არ მომეხადა, რამდენადაც ვთვლიდი რომ მართალი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაშიც არასოდეს მომრიდებია პატიების თხოვნა...
რამდენიმე წუთში კი გადაიხადა და მანიშნა გავსულიყავით გასაფრენ დარბაზში... ცრემლები მგუდავდა, მაგრამ მაინც არ ვიტირე, კისერში ვაკოცე დამშვიდობებისას და როგორღაც მკლავი გამოვიხსენი, მედგრად რომ ჩამჭიდებოდა, თითქოს არ უნდოდა გავეშვი...
მთელი საათნახევარი კი ილუმინატორში მზირალი ვნანობდი ყველაფერს, თავს ვყვედრიდი და საწინააღმდეგოს მტკიცებით გადაღლილ მეორე მეს საბოლოოდ კაპიტულაციაზე დავთანმხდი, რადგანაც ორივენი სასტიკად დავიღალეთ...
მეორე დღიდან კი ისევ ჩვეულებრივ რუტინულ ცხოვრებას დავუბრუნდი, გარეგნულად მაინც. მაშინ ერთ ფრანგულ ფირმაში ვმუშაობდი პროექტზე და ძალიან კარგი კოლეგები მყავდა. თიმში სამნი ვიყავით: მე, ერთი რუსი პროგრამისტი რომანი და გერმანელი აქსელი. საოცრად კარგი ბიჭები. დავმეგობრდით კიდეც, მხოლოდ კოლეგიალობა არ იყო ჩვენს შორის. სამსახურში მისულს გამომკითხეს რა დეტალურად შვებულების ამბები, მეც შეძლებისდაგვარად ვუამბე და დავასრულე შემდეგი წინადადებით:
- აი, ასეთი ფაკინ ლაივ, ბიჭებო!
მცირე ხნიანი აღმზრდელობითი ლექციის შემდეგ საქმეს შევუდექით, მანამდე კი რომამ ჩვენთვის ნაცნობი ფრაზა გამიმეორა:
- ჩვენ პრობლემები არ გვაქვს, ხომ იცი... ჩვენ გვაქვს მხოლოდ დავალებები!
მალევე ჩვენს შორის სიჩუმემ დაისადგურა და მხოლოდ კლავიატურის ჭახუნის ხმა არღვევდა ამ მყუდროებას - ჭკვიანი, დაფიქრებული თვალებით უყურებდნენ კომპიუტერის ეკრანს და ასე მეგონა თითოეულ მათ ლოგიკურ სვლას , რასაც პროგრამის წერისას მიჰყვებოდნენ, ვიზუალურად ვხედავდი... ყოველთვის მიხაროდა, რომ ჭკვიან მამაკაცთა ჯგუფში მიხდებოდა ყოფნა თუ საქმის კეთება და ამით უნდნავ გახარებულმა, გათამამებულმა მეც დავაჭირე ეკრანზე ბაყაყის ნიშანს და მათნაირად გადავეშვი პექიჯებსა თუ პროცედურებში...
ანდერსი კი არსად არ ჩანდა. გავიდა რამდენიმე დღე, მაგრამ მისგან არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. ბოლოს თავად გავუგზავნე შეპირებული შეტყობინება, რომ დავბრუნდი. ამაზე შემეხმიანა: ‘ მაპატიე, სამსახურის გამო ვერ ვახერხებ ნეტმიტინგს, როგორც კი მოვახერხებ შეგეხმიანები’. მე კი ვისარგებლე ამით და გადავწყვიტე, სანამ ჩვენი შემდეგი ‘შეხვედრა’ შედგებოდა, მანამდე ბუნდესვერის ჩექმები შემეძინა და გამეგზავნა მისთვის. ნაცნობების დახმარებით დიდი წვალების შემდეგ ვიშოვეთ 46 ზომა ჩექმა.
რომანის დახმარებით სამსახურში შესვენებაზე დიდი რუდუნებით განვათავსე გასაგზავნ ყუთში, მარჯვენა ჩექმაში კი კონვერტით ხელნაწერი წერილი ჩავდე, მოკითხვით და კარგის სურვილებით, ასევე ოქროს პატარა ჯვარი. ჩვენთვის საყვარელი ციტატა კი გულდასმით ლამაზი ასოებით მივაწერე ბოლოში და ყუშიც მზად იყო გასაგზავნად, შეკრა რა რომანმა...
ფოსტაში პოსტმაისტერი ოდნავ სკეპტიკურად უყურებდა ყუთზე დაწერილ მისამართს:
- ეს რა არის, ქალბატონო, ბოდიში მომითხოვია,
ზუსტად ვერ გავიგე რა უნდოდა:
- მომიტევეთ, ვერ გავიგე რას მეკითხებით!
- მისამართზე გეკითხებით, ქუჩა, სახლის ნომერი, რაიმე მსგავსი არ არსებობს იქ?
ამაზე გამეცინა და მივუგე:
- არსებობს, მაგრამ არა იქ, სადაც ეს გზავნილი უნდა გაიგზავნოს: მხოლოდ სოფლის სახელი და მიმღების სახელი. ოლქის მდებარეობას კი თავად საფოსტო ინდექსი შეიცავს...
- გასაგებია... მეცოდინება აწი,
ღიმილით მითხრა და ათასგვარი დასაწებებლების დაკვრას მიყჰო ხელი...
ფირმაში დაბრუნებულს დანა პირს არ მიხსნიდა, ბევრი მიტრიალებს ბიჭებმა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს პირდაპირ კონფრონტაციაზე გადავიდნენ და რომანმა დაიწყო:
- ანა, თავად იცი რომ ძალიან გვიყვარხარ და პატივს გცემთ. რამდენი თვეა შენი სახის გამომეტყველება ისე შევისწავლეთ, რომ ძალიან კარგად ვხვდებით როდის გიხარია, როდის გეტირება და როდის გსტუმრობს სიხარული. იმაზე კი ყურს საერთოდ არ გვიგდებ, რამდენი ხანია სადილზეც არ დაგვსწრებიხარ, სახეზე მკვდრის ფერი გადევს, რამდენჯერმე აყირავდი კიდეც და ამხელა კაცებმა ლამის შარვალში იმასვქენით შიშით... მაგრამ მაინც ჯიუტობ, არაფერს არ ჭამ, შენი პომიდორების გამო უკვე პომიდორი შევიძულე, ერთი ცალით რომ გადიხარ დღეს... ასე არ შეიძლება, ანა, თავს უნდა მიხედო, ჯანმრთელობაზე უკეთესი არაფერია და არც არავინ არის ღირსი, რომ მას ეს შესწირო, რა გჭირს გოგო შენ?!!
- კარგი რა, რომა, რა კომუნისტურ ‘რეჩებს’ არტყამ! კარგი, ხო, წამოვალ აწი სადილზე! უთქვენოდ ყავა ვეღარ დამილევია, ხულიგნებო!
რუსულად მივუგე, რაც აქსელმა ვერ გაიგო და მან გააგრძელა, სავარაუდოდ ამას არ იზამდა, რუსული რომ სცოდნოდა:
- ანა, თუ რაიმე დახმარება შეგვიძლია, ხომ იცი მუდამ ვართ შენთვის მზად!
- არაფერი, აქსელ, ჩემთვის დახმარება სწორედ ის არის, რომ ასეთი კარგები ხართ,
შევეცადე გამეღიმა, თავად კი განაგრძო:
- ეგ არ კმარა... ნუღარ გვაშინებ, დღესაც მახსოვს ის შიში აივანზე რომ გული წაგივიდა და ვეთანხმები რომანს, ეს ყველაფერი იმან გამოიწვია, რომ არაფერს არ ჭამ და პარალელურად გავიწყდება, რომ ენერგია გჭირდება, შენ თუ არა ტვინს!
- კაი,ხო, კაი! მომეცით ვაშლები!
ისევ რომა ჩაერთო, თან ვაშლის დაჭრას შეუდგა:
- ანა, მასე არ შეიძლება. უნდა იცოდე რა გსურს ცხოვრებაში. საკუთარ თავთან უნდა გადაწყვიტო ეგ. სადაა მასე, აფორიაქებ ხალხს, ნორვეგიელს ვგულისხმობ, ადგება მერე და მასთან ყოიფნას შემოგთავაზებს, შენ კი ამას არ იზამ, ვიცით ეს და მიზეზებიც ვიცით... რას ერჩი იმ კაცს, ან მეორეს რას ერჩი? გადაწყვიტე რა გსურს და რომელი გსურს, ან გსურს კი რომელიმე?
აბსოლუტურ სიმართლეს ღარადებდა ჩემი კოლეგა, მაგრამ ასე ადვილად დანებებაც არ მსურდა, ისევ რუსული მოვიშველიე:
- ნუ ატრაკებ, რომა!
ამ დროს კი აქსელი მომიცუცქდა გვერდით, ხელი მომხვია :
- ანა, თუ გინდა გახსენი გული და თქვი რაც გსურს, ყველაფერს მოვისმენთ და ავიტანთ...
ლოყაზე ვაკოცე და მივუგე:
- კარგი, რა გაეწყობა, გავხსნი და გეტყვით: იდიტე ნა ფიკ! ხო, რომას გადაართარგმნინე! ბიჭოს!
მცირე ხნიანი დისკუსიის შემდეგ, მაინც მომტეხეს და ცრემლების ქაფქაფით დავეთანხმე, რომ მართლები არიან და პროფესიული ენით დავუდასტურე: I’m a big fatal error! ბოლოს კი გადავწყვიტეთ იმ საღამოს ერთ-ერთ ბურგზე ავსულიყავით და სიმაღლიდან მეცქირა ჩემი არარაობისათვის...
თითქოს რომას ვარაუდი წინასწარმეტყველება ყოფილიყო და ისედაც დიდი მიხვედრა მაგას რად უნდოდა, 11 ოქტომბერს, კვირა დილით, გამთენიისას სმს-ს ხმამ ახალჩაძინებული გამომაღვიძა, ანდერსი მწერდა: ' come close to me, i'm tired, i'm sorry'...
თითქოს რაღაც მოჩვენებამ თავისი უხილავი ხელით ყელში მწვდა და ჩემს დახრჩობას ლამობდა, ვიგუდებოდი და მშველელი კი არავინ მყავდა... ოდესღაც მოვახერხე ადგომა, ჩავიცვი სპორტული ტანსაცმელი და იმ სისხამ დილით უსწრაფესი სირბილით რაინის სანაპიროსკენ გავწიე... მარილიან ცრემლს ვყლაპავდი და სხვა მორბენლების გაკვირვებულ მზერას არაფრად არ ვაგდებდი: მოვთქვამდი ჩემს მშობლიურ ენაზე და მივრბოდი სადღაც...
სახლში დაბრუნებულმა ვცადე პასუხის გაცემა, მაგრამ არ გამომივიდა, ან რა უნდა მეპასუხა? ისევ დავაყოვნე, ისევ სხვა საქმით დავლავდი, იმედით, რომ მანამდე გონება და ალბათ გულიც გამეხსნებოდა, მაგრამ უშედეგოდ... ნაშუადღევს კი ჩემს მეგობარ სოლვეიგს დავურეკე, აკანკალებული ხმით მოკითხვის შემდეგ ვუამბე რაც მჭირდა და ველოდი მისგან ჩვეულ ნუგეშს, თუმცა, მან ჩათვალა, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტია და ვერანაირ რჩევას ვერ მომცემს, შეეცადა დავემშვიდობებინე და დამპირდა, რომ საღამოს დამელაპარაკებოდა.
როგორც იქნა მოვუხმე ყველა ძალას და ანდერსის საპასუხო შეტყობინებაც დავწერე: ‘ მე მუდამ ახლოს ვიყავი და ვარ შენთან, ყველაზე მეტად კი ის მსურს, რომ კარგად იყო...’ ამ ორი წინადადებით გავეცი პასუხი და ძალიან მსურდა მომტეხოდა ის ხელი, რომლითაც ეს დავწერე...
(*** გავაგრძელებ, მადლობთ *)
sms-is da კოლეგების სურათები არ გადმომიტანია, მსოფლიოში საუკეთესო კოლეგების

chiwawa : ))) alles klar