| niktagva Super Crazy Member +++
 
  
 
          ჯგუფი: Members
 წერილები: 30928
 წევრი No.: 93747
 რეგისტრ.: 16-June 09
 
 
   | #26824728 · 8 Aug 2011, 17:17  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  Zichiკარგი. ვდებ.
 
 
 პეტროვსკი ალექსი
 
 როგორ არ შემადარეს საფერფლეს
 
 
 კვირას, როგორც ყოველთვის მოწყენილი და მარტო ვიყავი, და სინდის ზარმა ძალიან  გამახარა, თუმცა, როგორც მერე აღმოჩნდა, სულ ტყუილად.
 _ მატილდა, მითხარი, ყველა მამაკაცი ასეთი პენისი რატომაა? - დაინტერესდა ჩემი მეგობარი და თან ცხარე ცრემლებს აღვარღვარებდა.
 _ ამ საკითხზე, ჩვენ, ქალები, უკვე რამდენიმე ათასწლეულია ვფიქრობთ, - ვუპასუხე, სიჩუმე რომ დამერღვია.
 არ ვიცი, რატომ არიან პენისები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არიან!
 _ წარმოგიდგენია, - დაიწყო სინდიმ დეტალურად მოყოლა, - ერთმა პენისმა გაცნობის საიტზე განცხადება დადო. არანორმალურად ლამაზი, უზომოდ მდიდარი, სექსუალურად დაუღალავი...
 _ იტყუება, - დავდე ავტორიტეტული ექსპერტის დასკვნა, - ერთი-ორ ასეთთან  საქმე  უკვე მქონდა, - სინამდვილეში ორ ათეულთან, მაგრამ მეგობართან ამის გამხელის შემრცხვა.
 _ საქმეც მაგაშია, რომ არ იტყუება, - სინდის სლუკუნი მოთქმაში გადაიზარდა- ყველაფერი სიმართლეა! მაგრამ უბედურება ისაა, რომ არარეალური მოთხოვნები აქვს!
 _ ნუ, თუ მდიდარია, ლამაზია, იმპოტენტი არაა, ნატურალია, შეუძლია ნებისმიერი აირჩიოს. ცუდაა შენი საქმე. შანსი არ გაქვს.
 _ ახლა, ზუსტად აღარ მაქვს! იმიტომ, რომ პენისია!
 _ რა, ჭკვიანი და მდიდარი ლამაზმანი უნდა?
 _ არმწეველი ქალწული უნდა.
 _ რა, ამისთანა გოგოს ინტერნეტში ეძებს და თანაც გაცნობის საიტზე? - გავიკვირვე მე.
 _ ის ლამაზია, მდიდარი, მაგრამ იდიოტია. და საეთოდ, პენისია!
 _ ჰოოო. ნუ ბღავი! წესიერად ამიხსენი რა მოხდა! ამ ისტორიაში როგორ ამოყავი თავი? შენ ხომ ნიკოტინით გაჟღენთილი ხარ, და იმასაც თუ გავითვალისწონებთ, რომ ქალიშვილი გყავს, არც ქალწულობის პერსპეტივა გაქვს.
 _ ჰიმენოპლასტიკა რისთვის გამოიგონეს? სწორედ ამაში არ არის პრობლემა. მომისმინე.
 _ ჰოდა, მორჩი ტირილს და გისმენ.
 _ პირველი პაემანი კაფეში გვქონდა...
 _ მეორე?
 _ მატილდა, ნუ მაწყვეტინებ! მეორე არ იყო. და არც იქნება. იმიტომ რომ ნამდვილი პენისია!
 _ გააგრელე, გისმენ,- ამოვიოხრე მე.
 _ მოკლედ, შევხვდი. შევუკვეთეთ მაგიდა. მეკითხება, ქალიშვილი ვარ თუ არა. ვუპასუხე, ვარ-მეთქი. მეკითხება, ვეწევი თუ არა. ეს პენისი თურმე თამბაქოს სუნს ვერ იტანს. ვუპასუხე, რომ ვერც მე ვერ ვიტან და ცხოვრებაში არ მომიწევია! მან კი სტაცა ჩემს ჩანთას ხელი და სიგარეტი იპოვნა.
 _ გამაგიჟებ, ჩანთაში ქექვის უფლება მიეცი?
 _ თავიდან არ მივეცი. მაგრამ, მითხრა, თუ ასეა, წავა და რაც შევუკვეთე იმის გადახდა მე მომიწევდა.
 _ ეგ პირუტყვი! - აღვშფოთდი მისი თავხედური შანტაჟით. - მართლა პენისია! მერე?
 _ გადავაგდე სიგარეტები და დავპირდი, რომ აღარასოდეს მოვწევდი. დამიჯერა.
 _ ჰოდა გადასარევია!
 _ მოიცადე! წავედი ტუალეტში და გზად სიგარეტიც ვიყიდე. მაგრამ როცა ცდილობ ჩუმად მოწიო, ყოველთვის რაღაც გემართება. მოკლედ, ფერფლი გადამეყარა კაბაზე და თან ახალი კოლჰოტები რამდენიმე ადგილზე  ამოვწვი. და ყველაფერი ამ პენისის გამო!
 _ ქვეყანა არ დაქცეულა. ვერც ერთი პენისი ვერ ამჩნევს დახეულ კოლჰოტებს.
 _ ვერც შეამჩნია. მაშინვე ჩემ ჩანთას ეცა და სიგარეტი იპოვნა.
 _ კარგი, იპოვა და რა მერე?
 _ მითხრა, რომ გინდ მწეველი ქალისთვის გიკოცნია და გინდ საფერფლე აგილოკიაო. და წავიდა. გეუბნები, პენისია!
 _ მაგასთან რომ არ მოგეწია, არ შეგეძლო?
 _ ვითომ, რატომ? არც ერთი პენისი ამ მსხვერპლს არ იმსახურებს!
 ყურმილი დავდე და დავფიქრდი. ნუთუ შეიძლება, რომ ვიღაც პენისმა, თუნდაც გონებაში, შეადაროს  საფერფლეს ქალი, ნებისმიერი ქალი!
 ფიქრებიდან კარის ზარმა გამომიყვანა. კარი გავაღე და ჩემს სახლში შემოიჭრა ვინმე ჯერი. რასაკვირველია, ისიც პენისი!
 _ გამარჯობა, მატილდუნა! - მომესალმა ის. - საშინელი პრობლემა მაქვს და შენ შეგიძლია დამეხმარო.
 _ შენი პრობლემა -  მერე. ჯერ ეს მითხარი, მწეველი ქალის კოცნა საფერფლის ალოკვას ნიშნავს?
 ჯერი ჩაფიქრდა.
 _ მატილდა, ამის გარკვევას სხვასთან რატომ ცდილობ?. ადრე რამდენი გოგოსთვის გიკოცნია? და კოცნაზე უფრო მეტიც არ ყოფილა?
 _ არ მეგონა ამის შესახებ თუ იცოდი, - გავწითლდი მე.- მართლა, საიდან იცი? მაშინ ხომ არ ვიცნობდით ერთმანეთს!
 _ ეჰჰ, ჩემო მატილდუნა! ლესბოსური გამოცდილება ქალების ოთხმოცდაცხრამეტ პორცენტს მაინც აქვს. თუმცა ამას შენსავით ადვილად არავინ აღიარებს.
 _ უხ, შენი! -  ამ პენისს აღშფოთების გამოსახატად მეტი ვერაფერი ვუთხარი. ნეტა საიდან იცის?
 _ იცი რა მაინტერესებს? - ჩაფიქრებულმა განაგრძო ჯერიმ. - სტატისტიკის ის ერთი პროცენტი ვინაა? მახინჯები, ვისთანაც არავის უნდა, თუ ლამაზმანები, რომლებმაც ადრე გაუსინჯეს მამაკაცს გემო? მაგრამ, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ასე, რომ, დავუბრუნდეთ ჩემს პრობლემას...
 _ არა, ჯერი! ჯერ ის, რაც მე მაინტერესებს!
 _ საფერფლეზე? მეგონა, ყველაფერი გავარკვიეთ.
 _ არაფერიც არ გაგვირკვევია!
 _, აბა? შენ კოცნიდი ქალებს. ზოგი ეწეოდა და ზოგიც არა. ჰოდა გაიხსენე რა შეგრძნება გქონდა.
 _ არ მახსოვს!. ვეცადე ეს სამუდამოდ დამევიწყებინა. და გამომივიდა დავიწყება! სანამ შენ არ გამახსენე! - ამ წუთში ეს პენისი მეზიზღბოდა.
 _ აი, ხედავ, გაიხსენე. ახლა გაიხსენე შეგრძნებები და ისევ სამუდამოდ დაივიწყე.
 ახალგაზრდობის თავქარიანი და გიჟური საქციელის დაწვრილებით გახსენება კატეგორიულად არ მინდოდა.
 _ ჯერი ამ შეგრძნებების ობიექტური გაანალიზება არ შემიძლია. კოცნის შეგრძნებაზე პირადი დამოკიდებულებაც ახდენს გავლენას.
 _ ვერ გავიგე, - გაოცდა ჯერი. - ეს როგორ? სექსუალური კოცნის დროს რა პირადი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს?
 _ რატომ აუცილებლად სექსუალურზე? შენ თავში მარტო სექსი გიტრიალებს!
 _ აბა, სხვა რანაირი კოცნა არსებობს?
 _ სხვადასხვანაირი! - ჩავფიქრდი.- მაგალითად იუდამ ქრისტეს აკოცა.
 _ იესო არ ეწეოდა და არც ქალი  იყო. ასე რომ, ცუდი მაგალითი მოიყვანე. მოკლედ, თუ კოცნი, გამოდის ქალი მოგწონს.თუ ქალი გეზიზღება, მაგრამ მაინც უნდა აკოცო, სულ ერთი არ არის, ეწევა თუ არა?
 _ კარგი, ჯანდაბას, - დავუთმე მე. ჩვენ ქალები, საერთოდ, დამთმობები ვართ. - მაგრამ ჩემი ახალგაზრდული გამოცდილება საკმარისი არ არის. საფერფლეს მწეველ ქალს ადარებენ და არა გოგოს! მე კი მხოლოს გოგოებთან, გაიგე?
 _ გავიგე. და ისიც გავიგე, რომ ჩემი პრობლემის გადაჭრას არ ვაპირებთ, - თქვა მოწყენილმა ჯერიმ.
 _ ჯერი, ჩემო საყვარელო! - შემეცოდა. საერთოდ, ჩვენ ქალები, ძალზე გულჩვილები ვართ. - მოდი, ჩემი პრობლემა გადავჭრათ, გავარკვიოთ ამ ოხერი საფერფლის ამბავი და მაშინვე შენს პრობლემას მივხედოთ.
 _ მოდი, - დამითმო ჯერიმ. - როგორ უნდა გავარკვიოთ?
 _ ახლა წავალთ სინდისთან, აკოცებ და შენს აზრს გვეტყვი.
 _ მე ახლაც შემიძლია ჩემი აზრი გითხრა. წინასწარ. გული ამერევა.
 _ ეს იმიტომ, რომ არ გიყვარს.
 _ "არ მიყვარს" რბილადაა ნათქვამი. თავად არ თქვი, რომ პირად ფაქტორს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობაო?
 _ მაშინ სხვა რამე მოვიფიქროთ, - თავი იდეებით მქონდა გატენილი. - მე მოვწევ. შენ კი მაკოცე.
 _ სად გაკოცო?
 _ ტუჩებში, შე გარყვნილო! კიდევ სად კოცნიან ქალს?
 _ ქალს კიდევ კოცნიან... და დაიწყო ჩამოთვლა თუ სად შეიძლება აკოცო, მაგრამ სასწრაფოდ შევაჩერე.
 _ ჯერი, ნამდვილი იდიოტი ხარ! ბოლოს რომ თქვი, იქ რომ აკოცო ქალს, რა მნიშვნელობა ექნება, ეწევა თუ არა?
 _ მატილდუნა, განსხვავება არის თუ არა, სწორედ ამის გარკვევა გვინდა.
 _ არა, ჯერი, შემ მხოლოდ ტუჩებში მაკოცებ!
 _ ტუჩებში თუ გაკოცებ, რითი მოწევ?
 _ შენი საქმე არ არის! თავად გავარკვევ რითი მოვწევ!
 _ არა, ამ მარაზმს ვერ გადავიტან, - ვიღაცას შესჩივლა ჯერიმ. - თუმცა...
 თვალები აენთო. ჩემთან დაკავშირებით რაღაც მზაკვრული აზრები მოუვიდა.
 _ რა "თუმცა"
 _ მოდი! - ხმაც მკვეთრად შეეცვალა. - მაგრამ აქ საოცარი ამბავი ხდება. ჩემს შეგრძნებებს შენდამი პირადი დამოკიდებულება შეუშლის ხელს. ეს კი დაუშვებელია.
 _ და რას მთავაზობ? - დავიბენი მე.
 _ მოდი თავს შთავაგონებ, რომ საერთოდ არ გიცნობ!. ამ შემთხვევაში ობიექტური ვიქნები.
 _ მაგრად მოიფიქრე, - გამიხარდა მე.
 _ აბა, ქალიშვილო, შევუდგეთ ექსპერიმენტს, შემომთავაზა მან.
 _ შევუდგეთ. მომეცი სიგარეტი.
 _ ქალიშვილო, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მშვენიერო უცნობო, თქვენ ხომ არ გაგიპროტესტებიათ, როცა ქალიშვილი გიწოდეთ. ექსპერიმენტისთვის კი ქალი გვჭირდება. ამას წინათ ვიღაცამ ასე მითხრა.
 _ გეფიცები, რომ ქალი ვარ და არა ქალიშვილი! ეს ხომ შენც  ზუსტად იცი?
 _ მე თქვენ საერთოდ არ გიცნობთ. ასე, რომ, ჯერ-ჯერობით ექსპერიმენტისთვის მზად არ ხართ.
 _ აბა, რა ვქნათ? - შევწუხდი მე.
 _ მშვიდად! საქმეს პროფესიონალი აკონტროლებს.
 _ ეს რაში ხარ პროფესიონალი?
 _ ქალიშვილების ქალად გადაქცევაში! ამისთვის საჭიროა...
 ექსპეტრიმენტი რომ არ ჩავრდნილიყო, იძულებული გავხდი დავთანხმებოდი. ბოლოს და ბოლოს რამდენი ხანია ვიცნობ, და კიდევ ერთხელ, არაფერი შეიცვლება.
 ცოტა ხნის შემდეგ ვთხოვე:
 _ ჯერი, სიგარეტი მომეცი! დროა საქმეს შევუდგეთ.
 _ ეჭვი მღრღნის, - გამომიცხადა ამ პენისმა. - არ გიყვირია!
 _ ცრუობ, ვყვიროდი! და თანაც როგორ!
 _ შენ ისე არ ყვიროდი, როგორც საჭირო იყო. შენ ორგაზმისგან ყვიროდი, ქალიშვილები კი დეფლორაციისას ტკივილისგან ყვირიან.
 _  ხოდა ძალიან კარგი. მე ქალიშვილი არ ვარ და შევუდგეთ საქმეს.
 _ არა. იქნებ დეფლორაცია ვერ მოხერხდა. და საერთოდ, პროფესიონალი ქილერები ყოველთვის საკონტროლო გასროლას აკეთებენ. აქ კი ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მე შენი ქალიშვილობა უნდა მოვკლა.
 ჩემი ქალიშვილობა იმდენი ხნის წინათ მოკვდა, რომ სულ არ მებრალებოდა, ამიტომ მორჩილად დავდე თავი ბალიშზე და შევთავაზე:
 _ მიდი, თუ ასე აუცილებელია, ჩაკალი.
 _ ჩაკვლა ხდება თავში საკონტროლო გასროლით, - მითხრა ამ პენისმა.
 _ ჩემს თავში თუ ჩემი ქალიშვილობის თავში? - უკვე აღარაფერი მესმოდა.
 _ შენს ქალიშვილობას თავი არ აქვს, - მითხრა მან. - ასე, რომ მოგვიწევს შენს თავში.
 ექსპერიმენტის შესამზადებელი საქმის სწრაფად დასრულება მინდოდა და ამაზეც დავთანხმდი
 _ მატილდუნა, რა არაჩვეულებრივი ქალი ხარ,  -  წამოიძახა ექსტაზში ჯერიმ  და კისერში მაკოცა.
 _ ჯერი მომეცი ბოლოს და ბოლოს ეს ოხერი სიგარეტი და საქმეს შევუდგეთ, - ვთხოვე მე.
 _ არაფერი გამოვა, გულდაწყვეტილმა მითხრა, - მატილდუნა, სულაც არ ვარ იმის წინააღმდეგი, რომ თუნდაც სიგარეტგაჩრილ ტუჩებში გაკოცო, მაგრამ შედარება არ შემიძლია.შენნაირი ქალის გულისთვისაც კი ვერ გავლოკავ საფერფლეს. ამის გაკეთება მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო.
 _ რომელ ადამიანს?
 _ იმას, ვინც ეს ფრაზა მოიფიქრა. ნამდვილ პენისს.
 ამაზე არდათანხმება არ შეიძლებოდა.თავიდან ამოვიგდე აზრები ამ სულელურ ექსპერიმენტზე.
 _ ჯერი, შენც ხომ პრობლემა გქონდა! - გამახსენდა მე. - და ალბათ ასეთი სულელური არაა, არა? მომიყევი, იქნებ დაგეხმარო?
 _ პრობლემა უკვე აღარ მაქვს, დაიტრაბახა ჯერიმ. - მე უკვე გადავჭერი ჩემი პრობლემა. შენ წარმოიდგინე, ორჯერაც კი. და შენ არაჩვეულებრივად დამეხმარე.
 _ შე პირუტყვო! როგორ გამასულელე! - და ცხარე ცრემლებით ავტირდი.
 დაწყნარება დამიწყო, შემდეგ ბოდიშების მოხდა. ბოდიშებმა დილამდე გასტანა. თან ჩემი დახმარებით თავისი პრობლემა კიდევ რამდენჯერმე მოაგვარა. ეს საქმე კი მომწონს, მაგრამ ის მაინც პენისია!
 
 
 
 
 
 
 
 
 
 |