და სურვილისდამიუხედავად მაინც უნიღბოდ და რეალური სახით წარსდგება მკითხველის წინაშე მიუხედავად მრავალმხრივი დაფარვის მცდელობებისა.....
ესაა აქ ყველაზე ფასეული --- ადამიანი თავის ავ-კარგით კეთილშობილურ საწყისს ავლენს საბოლოოდ შემომქმედისაგან უანგაროდ ბოძებულს.
მიუხედავად ყველაფრისა აშკარაა ერთი რამ: ჩვენივე კეთილდღეობისათვის სასიცოცხლო სივრცეა ერთიანი მეგობრული სივრცე-საზოგადოება.
შეიძლება ათასობით ადამიანის გარემოცვის შუაგულში იმყოფებოდე და მარტოობით იტანჯებოდე, ასევე მარტოდ იდგე მთის უკაცრიელ მწვერვალზე
და სიყვარულით სავსე მეგობრების ეპიცენტრში იმყოფებოდე რეალურად.
უანგარობა იძლევა ამ ჯილდოს მხოლოდ --- როგორც გებოძა....ასევე გასცე ეს ულევი სიმდიდრე.
და ვის არ სურს ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ნებაყოფილებითაა შეზღუდული უკეთურობათათთვის საარსებო სივრცე გაუხარელი?
ცხოვრება მშვენიერია მშვენიერთა სიმრავლეში, სადაც ღირსება ღირსეულად ფასობს უანგარობით და ბოროტება იძულებულია თავშესაფარი ეძიოს
უმოწყალო სივრცეში.
,,ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის!'' --- ამაზე დგას სამყარო სრულად და საწინააღმდეგოს განაფიქრშივე.... დამარცხებულია ნებისმიერი.
იერარქია დაყოფა და გათიშულობა არაა, არამედ ერთი მთლიანის პირამიდაა ყველა ,,ნაწილის'' კუთვნილ ღირსეულ ადგილზე ყოფნით.
ერთმა უდიდესმა გენიოსმა ერთხელ შეჰბედა შემომქმედს:
უფალო! მე რომ არ ვიყო.... ვინ აგიგებდა ტაძრებს, ვინ შემოგწირავდა შესაწირავს, ვინ განგადიდებდა და ვინ ილოცებდა შენს დიდებას და მადლიერებას???
მხოლოდ მე არ მჭირდები ---მეც საჭირო ვარ შენთვის!
ამიტომ დაბანა ფეხები თავად უფალმა ქმნილებებს ,,ცისარტყელას აღთქმით''.
ერთი ობოლი ბავშვის უმანკო ცრემლად არ ღირს თუნდაც მთელი სამყარო..... რადგან უსიყვარულოდ განძარცვულია და ნამუსახდილი ყოველი.
ესაა მოვალეობა და პასუხისმგებლობა ღირსებისა --- უნდა ღირდე ამაგად!
სიტყვა შესაბამისი საქმეების გარეშე მკვდრადშობილია ოდითგანვე.
ვირტუალურიო?
ნიკებს მიღმა ხომ რეალური და ნამდვილი ადამიანები არიან ცოცხლები? --- არიან! მიუხედავად ,,თეატრში'' აღებულ-მიღებული როლებისა.
სიყალბეა თამაში და ისიც უპატიოსნო???...... მტრისას.
და რა არს უმთავრესი პრობლემა ცხოვრებაში?
გაუცხოვება ამპარტავნობიდან იწყება.
და რა გვენანება......რაც უანგაროდ გვაჩუქეს დასაბამიდან?
იცვლება რო კეთილგონიერი ნება თავისუფალი მონობაზე? --- არა და ვერა!
სხვანაირად თვითმკვლელობაა და მკვდრები მიხედავენ მკვდრებს.
,,არ ვარგა კაცი ცოცხალი მკუდარსა ემსგავსოს!''
ბოლო-ბოლო --- ვის ჭკუაზე დავდივართ???