anichqaNostalgia34
QUOTE
ანიჩკას? არა,ანიჩკა მაგას არ იზამდა.
მე წავშალე.
თავიდან ყველა პოსტის წაშლა მინდოდა.
გუშინდელი კონფლიქტის კვალის წაშლა მთლიანად.
მერე ძალიან გვიანი იყო და მხოლოდ ჩემთან დაკავშირებული პოსტები წავშალე.
თუმცა ყველა კომპში მაქვს.
დიიდი აურზაურის და ისეთი ჭორობის გაგრძელება არ მინდოდა.
აარც ჩჩხუბის.
ასე ეგ თემა სულ ჩაიძირება.
თუმცა პუბლ;იკის სურვილი თუ იქნება, ყველას დავდებ და დავხუროთ მერე.
გამომიგზავნე გეთაყვა პირადში ჩემი წაშლილი პოსტი,მინდა გადავხედო კარგად,იქნება მივხვდე,რომელმა პუნქტმა გამოიწვია ასეთი მრისხანება,რომ შემდგომში გავითვალისწინო

.........
და უფრო კარგად ავხსნა,რომ დავუკვირდეთ,თუ როგორი მძლავრი ენერგიის მატარებლებია სიტყვები და როგორი ზეგავლენა აქვთ მათ ადამიანის ბედ-იღბალზე.
ყველაზე ჯანსაღად მოაზროვნე და ფანტაზიისგან შორს მყოფ ადამიანსაც კი,ერთხელ მაინც უოცნებია,რომ მისი სიტყვები გაჟღერდეს,როგორც ჯადოსნური შელოცვა,როგორც ზღაპრებშია,გახსოვთ ზღაპრები-ბოროტსა სძლია კეთილმან......ჰეპი ენდებით.
თქვენც კი ფლობთ ასეთ "შელოცვებს" და გამოგიყენებიათ კიდევაც.
აბა გაიხსენეთ...
როდესაც საყვარელ ადამიანს ეუბნებით "მე შენ მიყვარხარ",გაიხსენეთ მისი რეაქცია,ვისკენაც ეს სიტყვაა მიმართული...
ამ სიტყვას"მე შენ მიყვარხარ" ხომ შეუძლია მთელი თქვენი ცხოვრება შეაბრუნოს.

მისი გამოთქმისას,თქვენ შეეჯახებით ემოციონალური რეაქციის მთელ გამმას.თუ რეაქცია იქნება + ნიშნით,შედეგად შეიძლება სოციალური სტატუსი შეიცვალოს(დაქორწინება),საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს,შემდეგ ბავშვის დაბადება...
სიტყვაში ისეთი უზარმაზარი ენერგეტიკაა ჩადებული,რომ შეუძლია გარემო ძირფესვიანად შეცვალოს.
არ გჯერათ?
ეეელემენტარული მაგალითი:
წვეულებაზე,ჩამოიარეთ მაგიდები,რომ კარგად შეგნიშნონ, და გამოდით გარეთ, გაიჩეჩეთ ოდნავ თმები ,ისევ შებრუნდით და ხმადაბლა,ტრაგიკული სახით და ტონით წარმოთქვით ერთადერთი სიტყვა "ხანძარი"...
წარმოიდგინეთ,რა მოხდება თქვენს ირგვლივ...
ხომ შეგიმჩნევიათ,ზოგი როგორ დამაჯერებლად და საინტერესოდ ლაპარაკობს.
მე პირადად სამად-სამი ასეთი მკვეთრად გამოხატული ადამიანი მახსოვს სტუდენტობისას,თუ არ ჩავთვლით მამაჩემს,საულ კახიანი-ზაზა კახიანის ძმა,თემურ იოსელიანი.მათ ლექციებზე სრული ანშლაგი იყო...

გაიხსენეთ"ჩემი მშვენიერი ლედი"-მისტერ ჰიგინსი და მისი მეგობარი პიკერინგი და ელიზა,რომელიც იმდენად ამახინჯებდა დიდი შექსპირის ენას,თითქმის გაუგებრად.
6 თვე დასჭირდა ენათმეცნიერ,პროფესორს.მთელი პერიპეტიები და ...სრული ტრიუმფი.
შეიცვალა aრა მხოლოდ ელიზას მეტყველება,არამედ შეიცვალა მისი შეხედულება ცხოვრებაზე.... თვითონ ცხოვრება.
ზუსტად რომ აღვწეროთ,ენერგოინფორმაციული ცვლა,რომელიც მიმდინარეობს ადამიანში,როდესაც ის საუბრობს,მხედველობაში მაქვს მისი ჩვეულებრივი საუბრები,მისალმება,დამშვიდობება,მითითება,შექება,საქმიანი საუბრები,ამოკვნესები-

,მომავალში მიდის,მხოლოდ 5-20%,დანარჩენი 95-80%-ით ფორმირდება,მხოლოდ ძალიან ახლო მომავალი,დაახლოებით 24 საათი.ამ დროს არ ვფიქრობთ და არც ვაკონტროლებთ გონებით,ძირითადად
თუ ეს საუბრები ნეგატიურადაა მომართული, ამ საუბრებით ფორმირდება ჩვენი მომავალი,ნეგატიური გარემოებებით,თუ პოზიტიურადაა მომართული-პოზიტიური მომავალი.
თუ იქნება სურვილი,შემიძლია გავაგრძელო,ვისაუბრო იმ ყველაზე მნიშვნელოვან ფიქრებზე,სიტყვებზე,გამოთქმებზე,რომლებიც განსაკუთრებულად ახდენენ პოზიტიური მომავლის ფორმირებას,ნეგატიური ვიცით უკვე.
ახლა რაც შეეხება თემის დახურვა-არ დახურვას.
ვერ შეგპირდები ანიჩკა ზოგიერთის აგრესიულ-დამცინავ პოსტებზე თვალი დავხუჭო,საკმაოდ დიდი ხანია ვადევნებ თვალს და ვხედავ ,რა დამანგრევლად მოქმედებენ ასეთი პოსტები თვითონ ავტორზე და შემდეგ უკვე გარემოზე.
და თუ ეს ყველაფერი მოდელირებული შოუა,მითუმეტეს,ვ ტაკიე იგრი ია ნე იგრაიუ...
არ გირჩევთ ამას ამ თემაში,
მაშინ სჯობს თემას სახელი გადაარქვათ,მაგ ასე,
"პოლიტგანყოფილების''პოლიტიკოსების" გამაჯანსაღებელი
ცენტრი-"უნბესიტო",სადაც ასეთ პოსტებს დაუპირისპირდება მხოლოდ ფსიქოთერაპიული პოსტები- ნორიელის პოეზია,,დედიკოს ანდაზები,,ხუტას ხუმრობები,CZ88-ს არსენალი,,ნიგოს და მარტას ანალიტიკა,ტრიუმფის ტრიუმფალური პოსტები,წოსაპის მრავალწახნაგოვნება,ანამჩის ფრთიანი პროზა, ჩემი ფსიქოთერაპიული ტრენინგები,თუ არ გავფრინდი,რომ არ დამწვან და ა.შ.
მართლა ვამბობ,არ ვხუმრობ.

ერთხელ პატრიციამ,ჰოროსკოპების განხილვისას,
კატა/ვეფხვიო ანუ მეო, დრაკონს(ეს მე) ხიდან გადააფსამსო,ხო, კიდევ დრაკონს დაწვავენო,
არა, ვერ მოახერხებს -მეთქი,იმიტომ რომ დრაკონს ჰაერის ნიშანი იცავს-თქო.
ძაააალიან კარგად დაფრინავს დრაკონი ამ უკიდეგანო რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში...
და თუ დაწვავენ,დაწვავენ დღესასწაულის შემდეგ..
დღე-სასწაული........... ღირს ამად.
და ფენიქსივით ისევ აღდგება.მაააშ.
ლიკა-ხატია,ჩამხედე თვალებში,ზუსტად ავატარისნაირი მწვანე თვალები მაქვს,შემთხვევით არ ამირჩევია ეს ავატარი,და მითხარი რამე, პირდაპირ.
პირდაპირ, მრეკე მარგალიტა.
კარგით დღეისთვის საკმარისია გასართობად და განსახილველად,
მხოლოდ, ჩამხედეთ პირდაპირ თვალებში.
პ.ს. რაც შეეხება ნახსენებ სვამი ვივეკანანდას ჩუტყვავილას ,
,მე არა მხოლოდ სვამის "ჩუტყვავილა",არამედ ბევრი მსგავსი პიროვნებების უფრო სერიოზული"დაავადება" მჭირს,მათ შორის დალაი-ლამასიც,ვისი ლექციებიც მომისმენია ამერიკაში ყოფნისას,
და ეს მოძღვრებები არაფრით განსხვავდება იესოს მოძღვრებისგან,
მხოლოდ დროში...

მარად სტილნი ნოსტალგია34
* * *
=====================================
This post has been edited by Nostalgia34 on 6 Aug 2011, 14:01